პალეოზოური ჯგუფი: განსხვავება გადახედვებს შორის

ბოტის შეცვლა: el:Παλαιοζωικός αιώνας; cosmetic changes
(ბოტის დამატება: als:Paläozoikum)
(ბოტის შეცვლა: el:Παλαιοζωικός αιώνας; cosmetic changes)
{{პალეოზოური}}
'''პალეოზოური ჯგუფი (ერა)''' ([[ბერძნ.]] παλαιο (palaio), და [[ბერძნ.]] ζωη (zoe) - სიცოცხლე), [[დედამიწის ქერქი]]ს ფენათა სტრატიგრაფიული სკალის ერთ-ერთი ჯგუფი (გეოლოგიური წელთაღრიცხვის შესაბამისი ერა). აბსოლუტური გეოქრონოლოგიით პალეოზოური ერა დაიწყო 570 მლნ. წლის წინათ და გრძელდებოდა 340-350 მლნ. წელიწადს. პალეოზოური ჯგუფი (ერა) გამოყო ა. სეჯუიკმა [[1837]] წელს. პალეოზოური ჯგუფი (ერა)ში ექვსი [[სისტემა (გეოლოგია)|სისტემა (პერიოდი)]] გამოიყოფა: [[კამბრიული სისტემა| კამბრიული სისტემა (პერიოდი)]], [[ორდოვიციული სისტემა|ორდოვიციული სისტემა (პერიოდი)]], [[სილურული სისტემა| სილურული სისტემა (პერიოდი)]], [[დევონური სისტემა |დევონური სისტემა (პერიოდი)]], [[კარბონული სისტემა| კარბონული სისტემა (პერიოდი)]] და [[პერმული სისტემა|პერმული სისტემა (პერიოდი)]].
 
პალეოზოური ერის დასაწყისისსათვის უკვე არსებობდა კამბრიულისწინა მძლავრ დანაოჭებათა შედეგად ჩამოყალიბებული ბაქნური და გეოსინკლინური არეები. ჩრდილოეთი ნახევარსფეროში უმთავრესი ბაქნები იყო: აღმოსვლეთი ევროპა, ციმბირი, ჩინეთ-კორეა, სამხრეთი ჩინეთი და ჩრდილოეთი ამერიკისა. სამხრეთ ნახევარსფეროში პალეოზოური ერის დასაწყისიდანვე უნდა არსებულიყო უზარმაზარი კონტინენტი [[გონდვანა]]. ბაქნები დროდადრო იფარებოდა ეპიკონტინენტური ზღვებით, სადაც წარმოიქმნებოდა თხელი ნალექები. გეოსინკლინებში კი ილექებოდა დიდი სისქის ვულკანოგენური, კაჟიანი, აგრეთვე ტერიგენული ნალექები. პალეოზოური ერაში გამოვლინდა დანაოჭების ორი მძლავრი ეპოქა: [[კალედონიური დანაოჭება]] და [[ჰერცინული დანაოჭება]].
 
პალეოზოური ერის დასაწყისიდანვე აღინიშნება დიდი ცვლილებები ორგანულ სამყაროში - გაჩნდა და სწრაფად განსახლდა მრავალრიცხოვანი მაგარჩონჩხიანი ფორმები (ჰიოლითები, გასტროპოდები, ბრაქიოპოდები, არქეოციათები). პალეოზოური ერა ტრილობიტების, ოთხქიმიანი მარჯნების, გრაპტოლითებისა და სხვა გაფურჩქვნის ხანაა. პალეოზოურ ერაში ჩნდება ხერხემლიანები - თევზები, მოგვიანებით კი - უძველესი ამფიბიები. მრავალფეროვანია აგრეთვე პალეოზოური ერის ფლორაც (განსაკუთრებით კარბონულ პერიოდში).
 
პალეოზოური ჯგუფის ნალექები გავრცელებულია [[საქართველო]]ში - [[კავკასიონი|კავკასიონზე]] და ძველ კრისტალურ მასივებზე.
 
პალეოზოურ ჯგუფის ქანები მდიდარია წიაღისეულით: განსაკუთრებით ქვანახშირით (დონეცის, პეჩორის, ყარაღანდის, დასავლეთ ევროპას, აპალაჩებისა და სხვა აუზები), მარილებით, ბოქსიტებით, ფოსფორიტებით, ნავთობითა და სხვა.
== ლიტერატურა ==
* ''ხუციშვილი ო.'', [[ქსე]], ტ. 7, გვ. 647, თბ., 1984
 
[[კატეგორია:გეოლოგიური პერიოდები]]
[[da:Palæozoikum]]
[[de:Paläozoikum]]
[[el:Παλαιοζωικός αιώνας]]
[[el:Παλαιοζωική εποχή]]
[[en:Paleozoic]]
[[eo:Paleozoiko]]
77 885

რედაქტირება