აფორიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
links
No edit summary
ხაზი 1:
'''აფორიზმი''': ([[ბერძნ.]] αφοριζειν, aphorismos - მოკლე გამონათქვამი), დახვეწილი, ლაკონიური ფორმით გამოთქმული ბრძნული აზრი. შეიძლება იყოს პოეტურიცა და პროზაულიც. ხშირად დიდი მქერლების შემოქმედებაში. [[ქართულ ლიტერატურა|ქართულ ლიტერატურაში]] აფორიზმის დიდოსტატია [[რუსთაველი]] ("სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი", "ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისი მტერია" და სხვა). აფორიზმი არსებობს ჩანართებისა და დამოუკიდებელი ჟანრის ფორმითაც (მაგ., XVIII საუკუნის გერმანელ მოაზროვნის [[ლიხტენბერგი, გეორგ კრისტოფ|გ. კ. ლიხტენბერგის]] "აფორიზმები"). ეს ჟანრი პოპულარული იყო საფრანგეთშიც ([[პასკალი, ბლეზ|ბ. პასკალი]], [[ლაროშფუკო, ფრანსუა დე|ფ. ლაროშფუკო]], [[ლაბრუიერი, ჟან დე|ჟ. ლაბრუიერი]], ს. [[შამფორი, სებასტიან როკ ნიკოლა|რ. შამფორი]]). [[ფრანგული ლიტერატურა|ფრანგულ ლიტერატურაში]] გავრცელებული "აზრები" და "მაქსიმები" ([[ფრანგ.]] "maxime" - მორალის, ზნეობის ძირითადი პრინციპების მოკლე ფორმულა) აფორისტული ხასიათისაა. ლიტერატურაში ცნობილია ე. წ. "აფორისტული სტილი", რომლისთვისაც დამახასიათებელია უკიდურესი ლაკონიზმი. XIX საუკუნის გერმანელ ფილოსოფებს ა. შოპენჰაუერისა და [[ნიცშე, ფრიდრიხ|ფ. ნიცშეს]] წერის მანერა აფორისტული სტილის ნიმუშს წარმოადგენს. აფორიზმი ჭარბად გვხვდება [[იგავ-არაკი|იგავარაკული]] ჟანრის ნაწარმოებებში ("ჰიტოპადეშა", ესოპე, ფედრუსი, საადი, ჟ. ლაფონტენი, [[ორბელიანი, სულხან-საბა|სულხან-საბა ორბელიანი]], [[კრილოვი, ივანე|ი. კრილოვი]] და სხვა), უხვად არის გაბნეული ზეპირსიტყვიერებაშიც. მრავალი აფორიზმი საერთოდ ფოლკლორიდან მიმდინარეობს.
'''აფორიზმი''': (ბერძნ. αφοριζειν, aphorisnos - განსაზღვრება) – მოკლედ და მხატვრულად გამოთქმული ზნეობრივ - დამრიგებლობით ხასიათის ბრძნული აზრი; მაღალგონიერი ჩანაფიქრის სხარტი გამოსახვა (მხატვრულ ლიტერატურაში).
 
 
{{ტერმინი}}
 
[[კატეგორია:ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ლიტერატურა]]
 
 
 
 
[[კატეგორია:ლიტერატურული ტერმინები]]
 
[[cv:Афоризм]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აფორიზმი“-დან