ბამაკო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+შესავალი
No edit summary
ხაზი 44:
}}
 
'''ბამაკო''' ({{Lang-fr|Bamako}}) - [[მალი]]ს ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქი. [[2009]] წლის ცენზის მიხედვით, აქ ცხოვრობდა 1,809,106 კაცი. ბამაკო არის აფრიკაში მოსახლეობის მხრივ ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქი (მსოფლიოში მეექვსე)<ref>[http://www.citymayors.com/statistics/urban_growth1.html World's fastest growing cities and urban areas from 2006 to 2020], by [[CityMayors.com]]</ref>. ქალაქი გაშენებულია მდინარე [[ნიგერი (მდინარე)|ნიგერის]] ორივე სანაპირო ზოლში, მდინარეზე არის პორტი რაც ხელს უწყობს ვაჭრობას. ბამაკო მდებარეობს მალის სამხრთ-დასავლეთ ნაწილში, ამ ტერიტორიიდან რამდენიმე კილომეტრში არის მალი-[[ნიგერია|ნიგერიისკოტ-დ'ივუარი]] ოფიციალური საზღვარი. ეს დასახლებული პუნქტი წარმოადგენს მალის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს, ამ ქალაქს ქვეყანაში განსაკუთრებული სტატუსი აქვს მინიჭებული.
 
ბამაკოს ტერიტორიაზე ადამიანი უძველესი დროიდან იყო დასახლებული. ამ ტერიტორიაზე ადამიანების ცხოვრებისთვის ხელსაყრელი პირობები იყო შექმნილი, ამას პირველ რიგში განაპირობებდა მდინარე ნიგერი. ბამაკოს ვაჭრობის მხრივ მნიშვნელოვანი ფუნქციები ეკისრებოდა. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნისთვის]] ეს ტერიტორია შევიდა [[საფრანგეთის იმპერია|საფრანგეთის იმპერიის]] შემადგენლობაში. [[1960]] წელს მალიმ საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამ დროისთვის ბამაკოს მოსახლეობა 160.000 კაცს შეადგენდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბამაკო“-დან