ვიმარა პერეში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
|შვილები =
|სრული სახელი =
|დინასტია = [[ვიმარა პერეშის დინასტია]]
|მამა =
|დედა =
ხაზი 34:
გრაფი ვიმარა იყო ვინმე პედროს (ან პეროს) შვილი, რომლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ შემონახულა<ref>ზოგიერთი გვიანდელი გენეალოგების მიხედვით ვიმარა პერეშის მამად ითვლება პედრო ტეხონი, ასტურიის მეფის [[ალფონსო I (ასტურია)|ალფონსო I-ის]] შვილთაშვილი, მაგრამ ამის დამადასტურებელი ცნობები ჯერ არ მოიძებნება</ref>. როგორც ვარაუდობენ მისი ოჯახის სამფლობელოები მდებარეობდა სამხრეთ [[გალისია]]ში. ვიმარა პერეში იყო [[ასტურიის სამეფო|ასტურიის]] მეფის [[ალფონსო III (ასტურია)|ალფონსო III დიდის]] ვასალი, რომელმაც გრაფს გადასცა სამეფოს სამხრეთი ტერიტორია, რათა დაეცვა თავი [[მავრები]]ს შემოსევისაგან და დაეწყო [[ბრაგა|ბრაგის]] ხელახალი დასახლება. 868 წელს ვიმარა პერეში თავისი ჯარით შეიჭრა [[კორდოვის საემირო]]ში და მუსულმანების ბატონობისაგან გაათავისუფლა მდინარე [[მინიუ (მდინარე)|მინიუსა]] და [[დუერო]]ს შორის მოქცეული ტერიტორია. აიღო ქალაქი პორტუს კალე. მიწების დაბრუნების შემდეგ, ალფონსო დიდის თანხმობით ჩამოყალიბდა [[პორტუგალიის საგრაფო|საგრაფო]], რომლის მმართველიც ვიმარა პერეში გახდა. საგრაფოს ეწოდა ''Condado de Portucale'' საიდანაც წარმოიშვა ქვეყნის დღევანდელი სახელწოდებაც. ოდნავ მოგვიანებით ვიმარამ დააარსა გამაგრებული დასახლება Vimaranis (ვიმარას ქალაქი; თანამედროვე [[გიმარაინში]]), რომელსაც პორტუგალიურ ლიტერატურაში "პორტუგალიის აკვანი" ეწოდება.
 
ვიმარა პერეში გარდაიცვალა [[ლა-კორუნია]]ში [[873]] წელს. მისი მემკვიდრე გახდა ერთადერთი შვილი [[ლუსიდიუ ვიმარანეში]]. გრაფ პერეშის შთამომავლები ([[ვიმარა პერეშის დინასტია]]) საგრაფოს მართავდა [[1071]] წლამდე.
 
[[1968]] წელს პორტუში ქალაქის მავრებიდან გამოხსნის 1000 წლისთავის პატივსაცემად საკათედრო ტაძრის წინ აღიმართა ვიმარა პერეშის ძეგლი. პორტუს და გიმარაინშის რამდენიმე ქუჩა ატარებს ვიმარა პერეშის სახელს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვიმარა_პერეში“-დან