ჯულია ლენონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 47:
 
== ჯონი ==
[[file:Johnysumama.jpg|thumb|300px|ჯონ ლენონი დედმისთან, ჯულიასთან ერთად]]
 
ჯონ ლენონი დაიბადა [[1940]] წლის [[9 ოქტომბერი|9 ოქტომბერს]] ლივერპულში, ოქსფორდ-სტრიტის სამშობიარო სახლში. ეს დღე იყო ერთ-ერთი იმათთაგანი, როდესაც გერმანული ლუფტვაფეს თვითმფრინავები მასიურად ბომბავდნენ ქალაქს. მიმის დილით შეატყობინეს, რომ გამთენიისას 6 საათსა და 30 წუთზე შეეძინა დისშვილი. მიმი, რომელსაც შვილი არ უჩნდებოდა, ავიაციური დაბომბვის საშიშროების მიუხედავად გახარებული გაიქცა სამშობიაროსაკენ და როდესაც პირველად აიყვანა ხელში ახალშობილი ჯონი, ეს იყო მისთვის უბედნიერესი მომენტი.
 
ლენონმა სწავლა დაიწყო ვულტონის სკოლაში 1945 წლის ნოემბერში. ჯულია კი ნახევარი განაკვეთით მუშაობდა მისი სკოლის მახლობელ კაფეში. ასე რომ, მას შეეძლო მეთვალყურეობა გაეწია ჯონისათვის და საღამოს სკოლიდან შინ წამოეყვანა. მამის ოჯახის მხრიდან განუწყვეტელი კრიტიკისაგა გაბეზრებულმა ჯულიამ სულ მალე საკუთარი ცხოვრება დაუკავშირა ბობი დიკინსს.
 
[[file:Johnysumama.jpg|thumb|300px|ჯონ ლენონი დედმისთან, ჯულიასთან ერთად]]
1946 წლის ივლისში მიმის სახლს ესტუმრა ლენონის მამა - ალფრედი და პატარა ჯონი წაიყვანა ბლექპულში. მას ახალ ზელანდიაში გამოუჩნდა სამუშაო და გადაწყვეტილი ჰქონდა თან წაეყვანა თავისი შვილი, მაგრამ მოულოდნელად მამა-შვილს თავს დაადგა ჯულია. ცოლ-ქმარს შორის გაიმართა კამათი და მათ ორჯერ დააყენეს ჯონი არჩევანის წინაშე: ან დედა ან მამა. ორჯერვე ჯონმა მამასთან გამგზავრება არჩია, მაგრამ, როდესაც თვალცრემლიანი ჯულია უკან გაბრუნდა, ჯონი ტირილით გამოედევნა დედას. გულდაწყვეტილი ალფრედი მარტო გაემგზავრა ახალ ზელანდიაში.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯულია_ლენონი“-დან