პარაიმოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: რამოდენიმე → რამდენიმე (2) using AWB
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Porajmos.jpg|thumb|250px|ბოშები [[ბელზეცი|ბელზეცის]] სიკვდილის ბანაკში]]
'''პარაიმოსი''' (ან '''პორაიმოსი''', [[ბოშების ენა|ბოშების ენაზე]] "განადგურება") — [[ბოშები|ბოშების]] [[გენოციდი|გენოციდის]] პოლიტიკა [[მესამე რაიხი|ნაცისტურ გერმანიაში]]; ტერმინი შექმნეს თავად ბოშებმა და [[XX]] საუკუნის ბოლოს საერთაშორისო გახდა. პარაიმოსი ერთ რიგში დგას [[ჰოლოკოსტი|ჰოლოკოსტთან]] – ნაცისტების მიერ [[ებრაელები|ებრაელთა]] განადგურებასთან. პარაიმოსთან დაკავშირებით სტატისტიკურ გამოკვლევათა რიცხვი პატარაა, ამიტომაც დაღუპულ ბოშათა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. სხვადასხვა წყაროს მიხედვით მათი რიცხვი რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ ათასსათას ადამიანს უტოლდება.
 
[[ნაცისტური რასობრივი თეორია|ნაცისტური რასობრივი თეორიისთვის]] ბოშათა არსებობა საშიში იყო. ეს ძირს უთხრიდა გერმანელთა რასობრივ სიწმინდეს. მართალია ოფიციალური პროპაგანდის მიხედვით გერმანელები წმინდა [[არიელები|არიული]] რასის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც [[ინდოეთი|ინდოეთიდან]] იყვნენ, ბოშები გაცილებით ახლო იყვნენ ნათესაურად ინდოსტანის ნახევარკუნძულის ძირძველ მოსახლეობასთან. ნაცისტურმა თეორიამ ადვილად იპოვა გამოსავალი – ბოშები შერაცხეს არიული ტომებისა და დაბალი განვითარების ერების შეჯვარების შედეგად მიღებულ ერად, რაც ხსნიდა მათი მომთაბარეობისა და ასოციალობის საკითხს. სპეციალურმა კომისიამ რეკომენდაცია გასცა გერმანული ერიდან "ბოშობის" გამოყოფისა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პარაიმოსი“-დან