ეპისკოპოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
No edit summary
საქართველოში ეპისკოპოსის თანამდებობა IV საუკუნეში შემოვიდა. ძველი ქართული წყაროებით ასახელებენ პირველ ეპისკოპოსს [[იოანე მთავარეპისკოპოსი|იოანეს]], რომელიც საბერძნეთიდან მოვიდა და მცხეთაში იჯდა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებასთან ერთად იზრდებოდა ეპისკოპოსთა რიცხვიც. V საუკუნიდან ისინი ექვემდებარებოდნენ "ქართლის კათალიკოსს", XI საუკუნიდან - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. VII საუკუნიდან სავალდებულო იყო ეპისკოპოსის უქორწინება, ამიტომ მას მონაზონთაგან ირჩევდნენ. ეპისკოპოსს "მწყემსსაც", "მღვდელმთავარსაც" უწოდებდნენ. უმაღლესი საეკლესიო თანამდებობის პირის ტიტული იყო [[კათოლიკოსი]] და კათოლიკოს-პატრიარქი. შუა საუკუნეების საქართველოში ეპისკოპოსებმა დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიძლიერეს მიაღწიეს და საერო ფეოდალებს გაუთანასწორდნენ. ამასთან, ისინი რელიგიის საშუალებით დიდ მორალურ ზემოქმედებას ახდენდნენ მოსახლეობაზე. მათ უხდიდა საეპისკოპოსო გადასახადს ([[დრამა]], [[ნიშანი]], [[საკანონო]] და სხვა). ეპისკოპოსები აქტიურად ერეოდნენ შინაფეოდალურ პოლიტიკურ საქმიანობაში, ზოგჯერ ცენტალური ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სეპარატისტულ მოძრაობასაც ედგნენ სათავეში. სახელმწიფოსადმი ეკლესიის დაქვემდებარების შმდეგ (XII საუკუნეში, [[დავით IV|დავით აღმაშენებლის]] დროს) ეპისკოპოსებს უმრავლესობა მეფის პოლიტიკურ საყრდენ ძალად იქცა. საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ (XV ს.) ეპისკოპოსები თავიანთი მეფე-მთავრების მოკავშირეებად გამოდიოდნენ.
 
{{ესკიზი-მართლმადიდებლობარელიგია}}
{{საეკლესიო წოდებები}}