რომაული მითოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

ბოტის დამატება: fa:اساطیر روم; cosmetic changes
(ბოტის დამატება: th:ตำนานเทพเจ้าโรมัน წაშლა: sr:Римска митологија შეცვლა: az:Qədim Roma mifologiyası)
(ბოტის დამატება: fa:اساطیر روم; cosmetic changes)
[[სურათიფაილი:Altar twelve gods Louvre Ma666.jpg|thumb|left|12 ღმერთის საკურთხეველი]]
[[რომაელები|რომაელთა]] [[რელიგია|რელიგიური]] შეხედულებები ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე საგრძნობლად იცვლებოდა. თავდაპირველად ლათინურ ღმერთების პანთეონზე და რელიგიურ რიტუალებზე ძლიერი ზეგავლენა იქონია [[ეტრუსკები|ეტრუსკულმა]] რელიგიამ, ხოლო შემდეგ მოხდა [[ძველი საბერძნეთი|ბეძრული]] გავლენის შემოჭრა. ბერძნული რელიგიის გარდა რომაელთა რელიგიაზე გავლენა [[ძველი ეგვიპტე|ეგვიპტურმა]] რელიგიამაც იქონია.
 
[[სურათიფაილი:Mercurius.jpg|thumb|მერკურუსი]]
== რომაელთა რელიგიური შეხედულებები ==
ადრეულ რომაულ მითოლოგიაზე ცნობები პრაქტიკულად არ მოგვეპოვება. მეცნიერები დიდხანს ვარაუდობდნენ, რომ რომაელებს არ ჰქონდათ ნათლად ჩამოყალიბებული ღმერთების სახე, არამედ ბუნებაში არსებობდნენ კეთილმოსურნე და ბოროტი ძალები - ნუმინა (numina). ამ აზრის დამკვიდრებას ხელი შეუწყო იმან, რომ ბევრ ღმერთს არ ჰქონდა განსაზღვრული სქესი, ხოლო ზოგი კი წყვილად იყო, ქალის და კაცის სახებით (მაგ. [[ფავნი]] და [[ფავნა]]) და ასევე რომაული მიმართვა ღმერთებისადმი: ”ღმერთო ან ქალღმერთო” ”კაცო ან ქალო” ”ან რომელი სახელითაც ინებებ რომ გიწოდონ”. [[ვარონი]]ს ცნობებითაც ძველ რომში არსებობდნენ არა ღმერთები, არამედ მათი სიმბოლოები, ხოლო რიტუალები ტარდებოდა კეთილმოსურნე ნუმინების გასაძლიერებლად და ბოროტთა მოქმედების ნეიტრალიზაციისთვის. რომაელი ღმერთები არ იყვნენ ანტროპომორფულები და არ ჰქონდათ მითოლოგიის სისტემა, ვინაიდან გამოირიცხებოდა ღმერთებს შორის ნათესავური კავშირები და ქორწინებები.
 
ნუმინების მასიდან გამოყოფენ სამ ღვთაებას: [[იუპიტერი]], [[მარსი]] და [[კვირინი]]. მათ არანაირი მითები არ უკავშირდებოდათ. მეცნიერების აზრით ამ ღმერთებზე მითები ეტრუსკული და ბერძნული მითოლოგიის გავლენით შეიქმნა. ასევე ბერძნების გავლენით შეიქმნა ღვთაებების ამსახველი ქანდაკებები, ტაძრები და გართულდა მათთან დაკავშირებული რიტუალები.
[[სურათიფაილი:Minerva_from_Bath.jpg|thumb|left|მინერვას თავი]]
თანამედროვე მკვლევარები ეჭვქვეშ აყენებენ ამ მოსაზრებებს. პირველ რიგში სავარაუდოდ ქურუმული წიგნები ”[[ინდიგიტამენტები]]” არის არა ხალხური შემოქმედების ნაყოფი, არამედ შექმნილია [[პონტიფიკები|პონტიფიკების]] მიერ, რომლებიც ამასთანავე კარგი იურისტები იყვნენ, ხოლო ტერმინი ნუმინა ყოველთვის გამოიყენება ისეთ კონტექსტებში, სადაც საუბარია ”ძალა”, ”დიდება”, ღმერთების (ან იმპერატორის) ნება. ამასთან რომაელებს უძველესი დროიდან ჰქონდათ ღმერთების გამოსახულება, არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნია [[ძვ. წ. I ათასწლეული|I ათასწლეულის]] დასაწყისის თიხის ფიგურები. ხოლო ღვთაებათა სქესის და სახელის დაუზუსტებლობა გამოწვეული იყო იმით, რომ რიგ შემთხვევებში ხალხმა არ იცოდა კონკრეტულად ვისთვის უნდა მიემართა, რაც იმის გამოც ხდებოდა, რომ ქურუმები არ ამხელდნენ ღვთაების ნამდვილ სახელს. ასევე ხდებოდა ერთი და იგივე ფუნქციის მქონე ღმერთის შერწყმა იმავე ფუნქციის მქონე ქალღმერთთან, რომელსაც მეზობელ თემში სცემდნენ თაყვანს.
 
ჩვენამდე მოღწეულ მწირ ცნობებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ, რომაელთა რელიგია იყო [[იტალია|იტალიის]] იმდროინდელი სხვა ერების რელიგიის მსგავსი. შესაძლოა არსებობდა მითი [[იანუსი]]ს მიერ სამყაროს შექმნის შესახებ, რომელსაც შემდეგ იუპიტერი ჩაენაცვლა. ასევე მითი ხალხის წარმოშობაზე [[მუხა|მუხისგან]], მითი ველური ცხოვრების შესახებ და ღმერთების და გმირების მიერ ცივილიზაციის შექმნაზე. მუხას რომაელებისთვის, [[იტალიკები]]სთვის და [[გალები]]სთვის ღრმა საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა. თაყვანს სცემდნენ ასევე სხვა ხეებს და ტევრებს. ხშირად ტევრებს სხვადასხვა ღმერთებსაც უძღვნიდნენ და მათ საპატივცემლოდ ატარებდნენ რიტუალებს. ყველა რომაელისთვის განსაკუთრებით წმინდა იყო ლეღვის ხე, რომლის ქვეშაც ძუ მგელმა გამოკვება [[რომულუსი და რემუსი]] და მუხის ხე [[კაპიტოლიუმი|კაპიტოლიუმზე]], რომელთანაც რომულუსმა თავისი პირველი ნადავლი მოიტანა - spolia opima, მის მიერ მოკლული მეფის იარაღი და ჯავშანი და ასევე ქვის მუხა ვატიკანზე.
 
[[სურათიფაილი:Polidoro da Caravaggio - Saturnus-thumb.jpg|thumb|სატურნი]]
სავარაუდოდ არსებობდა მითები წმინდა ცხოველებზეც - [[კოდალა]]ზე, [[არწივი|არწივზე]] და [[მგელი|მგელზე]]. მგელს ეძღვნებოდა [[ლუპერკალიუმი]] - მგლის დღესასწაული. ამის გარდა მგლებს ბევრ მაგიურ თვისებებს ანიჭებდნენ.
 
[[რომის იმპერია|იმპერიის]] ჩამოყალიბების შემდეგ დაიწყო გარდაცვლილი იმპერატორების გაღმერთება და მათი თაყვანისცემა. ამასთან რომის საზღვრების გაფართოებამ გამოიწვია ეგვიპტური და ახლო აღმოსავლური ღმერთების კულტების გავრცელებაც.
 
== რომაული ღმერთები ==
[[სურათიფაილი:Statue_of_Zeus_(Hermitage)_-_Статуя_Юпитера.jpg|thumb|იუპიტერის ქანდაკება]]
* '''[[ავრორა]]''' - ცისკრის ქალღმერთი.
* '''[[ამური]]''' - სიყვარულის ღმერთი.
* '''[[ბონა დეა]]''' - კეთილი ქალღმერთი.
* '''[[ბელონა]]''' - [[მარსი]]ს დედა ან და.
* '''[[ვენერა]]''' - ბაღების და ხეხილის ქალღმერთი.
* '''[[ვესტა]]''' - წმინდა ცეცხლის ქალღმერთი, ასევე მფარველობს ოჯახის კერას.
* '''[[ვიქტორია]]''' - გამარჯვების ქალღმერთი.
* '''[[ვულკანუსი]]''' - დამანგრეველი და გამწმენდი ცეცხლის ღმერთი.
* '''[[გენიუსი]]''' - თავდაპირველად გვარის დამფუძნებლის ღვთაება, შემდეგ მამაკაცური ძალის ღვთაება.
* '''[[დიანა]]''' - მცენარეების ქალღმერთი, განასახიერებს [[მთვარე|მთვარეს]].
* '''[[კვირინუსი]]''' - რომულუსი.
* '''[[კუპიდონი]]''' - სიყვარულის ღმერთი, შეესაბამება ამურს.
* '''[[ლარები]]''' - კომუნალური მიწების მფარველი ღვთაებები.
* '''[[მარსი]]''' - ომის და ველური ბუნების ღმერთი.
* '''[[დედა მატუტა]]'''
* '''[[მერკურიუსი]]''' - ვაჭრობის ღმერთი.
* '''[[მინერვა]]''' - ხელობების და ხელოვნების მფარველი ქალღმერთი.
* '''[[ნეპტუნუსი]]''' - წყლის, ზღვის ღმერთი.
* '''[[ორკუსი]]''' - სიკვდილის ღმერთი.
* '''[[პარკები]]''' - ბედის ქალღმერთები.
* '''[[პროზერპინა]]''' - ქვესკნელის ქალღმერთი.
* '''[[რომა]]''' - რომის სიმბოლო ქალღმერთი.
* '''[[სილვანუსი]]''' - ტყეების და ბუნების ღმერთი.
* '''[[ტელუსი]]''' - მიწის ქალღმერთი.
* '''[[ფავნუსი]]''' - მინდვრების ღვთაება.
* '''[[ფლორა]]''' - ყვავილობის ქალღმერთი.
* '''[[იუნონა]]''' - ქორწინების და დედობის ქალღმერთი.
* '''[[იუპიტერი]]''' - ცის, დღის სინათლის და ელვის ღმერთი.
* '''[[სატურნი]]'''
* '''[[იანუსი]]''' - ყოველი საწყისის და კარების ღმერთი.
 
მოცემულ სიაში ღმერთების სრული ჩამონათვალი არ არის მათი სიმრავლის გამო. მარსი იუპიტერი და კვირინი არიან უძველესი ღმერთები, ისინი წარმოადგენენ კაპიტოლიუმის ტრიადას.
 
== რომაელთა რელიგიური რიტუალები ==
=== იმპერატორების კულტი ===
 
რომის პირველი იმპერატორის, [[ოქტავიანე ავგუსტუსი]]ს გარდაცვალების შემდეგ მოხდა მისი გაღმერთება. ამის შემდეგ ტრადიციად ჩამოყალიბდა თავისი სიკვდილით გარდაცვლილი იმპერატორების გაღმერთება. იმპერატორთა კულტებს სპეციალური ქურუმები ემსახურებოდნენ და მათი თაყვანისცემა სავალდებულო იყო რომის იმპერიის ყველა მაცხოვრებლისთვის.
 
გაღმერთებული იმპერატორები:
* ღვთაებრივი ავგუსტუსი
* [[კლავდიუსი|ღვთაებრივი კლავდიუსი]]
* [[ვესპასიანე ფლავიუსი|ღვთაებრივი ვესპასიანე]]
* [[ტიტუსი|ღვთაებრივი ტიტუსი]]
* [[ნერვა|ღვთაებრივი ნერვა]]
 
=== წინაპრების კულტი ===
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, რომში წინაპრების კულტი დიდ როლს თამაშობდა. ყოველ ოჯახში იყო წინაპრებისადმი მიძღვნილი ალტარი, ხოლო წარჩინებულ გვარებს ოჯახური დღესასწაულები და მსხერპლშეწირვები ჰქონდათ, ამის შესახებ [[ტიტუს ლივიუსი]]ც წერდა.
 
გარდაცვლილი მამა ხდებოდა ოჯახის მფარველი ღმერთი. მისი კოცონიდან უფროსი ვაჟი იღებდა ძვალს და აცხადებდა გარდაცვლილ მამას ღმერთად. არისტოკრატიულ ოჯახებში მიღებული იყო მიცვალებულებისთვის ცვილის ნიღაბის გაკეთება, რომელიც სპეციალურ ადგილას ინახებოდა. გვარები, რომლებსაც ასეთი ბევრი ნიღაბი ჰქონდა ითვლებოდა ძველ და წარჩინებულად. სწორედ ამ ნიღბებით განისაზღვრებოდა გვარის სიძველე. წინაპრებისთვის მსხვერპლშეწირვა სავალდებულო იყო ოჯახის წევრებისთვის. ოჯახში შემოსული ახალი ადამიანი (რძალი ან ნაშვილები) ასევე იღებდა მოცემული ოჯახის კულტს.
 
=== ქურუმები ===
 
== რესურსები ==
* [http://ancientrome.ru/religia/rome/roman-mythology.htm რომაული მითოლოგია]
* [http://godsbay.ru/antique/index.html ანტიკური მითოლოგია]
* [http://ancientrome.ru/religia/rome/person.htm რომაული მითოლოგიის პერსონაჟები]
 
{{მითოლოგია}}
[[et:Vanarooma mütoloogia]]
[[eu:Erromatar mitologia]]
[[fa:اساطیر روم]]
[[fi:Roomalainen mytologia]]
[[fr:Mythologie romaine]]
77,381

რედაქტირება