აკაკი შანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დასუფთავებ, replaced: რაიონ → მუნიციპალიტეტ using AWB
ხაზი 4:
[[1913]] წელს დაამთავრა [[პეტერბურგის უნივერსიტეტი]], იქვე დატოვეს სომხურ-ქართული [[ფილოლოგია|ფილოლოგიის]] კათედრაზე. შანიძე [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] ერთ-ერთი დამაარსებელია. სხვადასხვა დროს იყო უნივერსიტეტის [[სომხური ენა|სომხური ენის]] კათედრის გამგე ([[1918]]—[[1930]]), [[ქართული ენა|ქართული ენის]] კათედრის გამგე ([[1919]]—[[1945]]), ძველი ქართული ენის კათედრის გამგე ([[1945]]-იდან). ი. ყიფშიძესთან და გ. ახვლედიანთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოში [[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერების]] კვლევა-ძიების საქმეს.
 
აკაკი შანიძის ნაშრომები შეეხება [[ქართველური ენები]]ს სტრუქტურისა და [[ისტორია|ისტორიის]], ქართული [[დიალექტოლოგია|დიალექტოლოგიის]], ქართული [[ტექსტოლოგია|ტექსტოლოგიის]], ქართული [[ეპიგრაფიკა|ეპიგრაფიკის]], ქართული [[ფოლკლორისტიკა|ფოლკლორისტიკის]], [[რუსთველოლოგია|რუსთველოლოგიის]], [[არმენოლოგია|არმენისტიკის]], [[ალბანოლოგია|ალბანოლოგიისა]] და ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემატიკას. მისმა [[მონოგრაფია]]მ „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობოექტური [[პრეფიქსი]] მესამე პირისა ქართულ ზმნებში“ ([[1920]]) საფუძველი ჩაუყარა ქართული ზმნის ბუნებისა და აგებულების ახალი თვალსაზრისით შესწავლას. ამას მოჰყვა გამოკვლევები, რომლებშიც გამოვლენილი და დადგენილია ზმნის რამდენიმე ახალი, მანამდე უცნობი კატეგორია, გამოკვლეულია ზოგი საკვანძო საკითხი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფუძემდებლური ნაშრომები „წელიწადის ეტიმოლოგიისათვის“ ([[1924]]), „ქართული [[ზმნა|ზმნის]] საქცევი“ ([[1927]]) და სხვა. ფონეტიკურიფონეტიკურ და მორფოლოგიურ დარგებში შანიძის ადრეული ძიებები შეჯამებულია საეტაპო მნიშვნელობის წიგნში „ქართული გრამატიკა, I. [[მორფოლოგია]]“ ([[1930]]), რომელიც წარმოადგენს ახალი ქართული ენის პირველ მეცნიერულ გრამატიკას. მან დიდი როლი შეასრულა ახალი სალიტერატურო ქართული მყარი საფუძვლის შექმნისა და შემდგომი კვლევის საქმეში. წიგნმა მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ევროპაში ქართული ენის კვლევა-ძიების გაცხოველებას. მისი არსებითად შევსებულ-გადამუშავებული გამოცემა „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I. [[მორფოლოგია]]“ ([[1953]]) სრულად ასახავს ქართული სალიტერატურო ენის გრამატიკის (მორფოლოგია) აღნაგობას, ფართოდ წარმოადგენს ქართული ენის სტრუქტურულ თავისებურებებს. ახალი კატეგორიების დადგენასთან ერთად შანიძემ შემოიღო მთელი რიგი ახალი [[გრამატიკა|გრამატიკული]] ტერმინები, რომლებიც დამკვიდრდნენ საერთოდ გრამატიკულ [[ლიტერატურა]]ში. აკაკი შანიძემ ამაგი დასდო აგრეთვე სხვა [[ქართველური ენები]]ს კვლევა-ძიებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფუძემდებლური ნაშრომი „უმლაუტი სვანურში“ ([[1925]]) და [[სვანური ენა|სვანური]] [[მეტყველება|მეტყველების]] ტექსტების პუბლიკაცია.
 
აკაკი შანიძემ ახალ ნიადაგზე დააფუძნა ძველი ქართული ენის წერილობითი ძეგლების მეცნიერულ-ფილოლოგიური პუბლიკაციის საქმე. სხვადასხვა დროს დაარსადააარსა გამოცემათა სერიები და გამოაქვეყნა კრიტიკულად დადგენილი და ფართო მეცნიერული აპარატით აღჭურვილი ტექსტები, ძველი ქართული ენის პირველხარისხოვანი ძეგლები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე. წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვა. დიდია შანიძის ღვაწლი [[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსნის]] ტექსტის დადგენაში, რუსთაველის პოემის ენობრივი თავისებურებებისა და ლექსიკის კვლევაძიებაში. აკაკი შანიძის გამოკვლევები ქართული დიალექტების (უმთავრესად ე. წ. მთის კილოების) შესწავლის დარგში ახლიახალი ეტაპია ქართულ [[დიალექტოლოგია]]ში. მისმა კაპიტალურმა წიგნმა „ქართული ხალხური პოეზია. I ხევსურული“ ([[1931]]) სათავე დაუდო ქართულ მეცნიერულ [[ფოლკლორისტიკა]]ს.
 
აკაკი შანიძის სახელთანაა დაკავშირებული ახალი სამეცნიერო დისციპლინის ალბანოლოგიის (აწ გადაშენებული კავკასიური წარმოშობის ხალხის — ალბანელების — [[ენა|ენისა]] და დამწერლობის შესწავლა) დაფუძნება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკაკი_შანიძე“-დან