მეზოზოური ჯგუფი: განსხვავება გადახედვებს შორის

ბოტის დამატება: az:Mezozoy; cosmetic changes
(ბოტის დამატება: als:Mesozoikum)
(ბოტის დამატება: az:Mezozoy; cosmetic changes)
{{მეზოზოური}}
'''მეზოზოური ჯგუფი (ერა)''' ([[ბერძნ.]] μέσος (mésos) და ბერძნ. ζώω (zóo) - სიცოცხლე), [[დედამიწის ქერქი]]ს შრეთა სტრატიგრაფიული სკალის უკანასკნელის წინა ჯგუფი (დედამიწის გეოლოგიის ისტორიის შესაბამისი ერა). გამოყო ინგლისელმა გეოლოგმა ჯ. ფილიპსმა ([[1341]]). შეიცავს [[ტრიასული სისტემა|ტრიასულ სისტემას (პერიოდს)]], [[იურული სისტემა|იურულს სისტემას (პერიოდს)]] და[[ ცარცული სისტემა|ცარცულ სისტემას (პერიოდს)]]. აბსოლუტური გეოქრონოლოგიით მეზოზოური ერა დაიწყო 230 მლნ. წლის წინათ და გრძელდებოდა დაახლოებით 163 მლნ. წელიწადს. მეზოზოური ერაში კონტინენტებმა და ოკეანეებმა ძირითადად თანამედროვე სახე მიიღო; დაიწყო ტრანსგრესია - [[ლავრაზია|ლავრაზიისა]] და [[გოდვანა|გონდვანის]] ხმელეთის დანაწევრება, ძველი მასივებისა და [[ჰერცინული დანაოჭება|ჰერცინული დანაოჭების]] შედეგად წარმოქმნილი მთების დაძირვა. ალპური დანაოჭების ხმელთაშუა ზღვის სარტყელში (რომლის შემადგენლობაში [[ კავკასია]]ც შედის) გაჩნდა ლოკალური გეოსინკლინური როფები. ტრიასულ პერიოდში ზომიერ სარტყლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა წიწვოვანებმა, გვიმრანაირებმა, ლიკოპოდოუმისნაირებმა; დაჭაობებულ ტყეებში წარმოიქმნა ტორფნარი. იურულ პერიოდში ზღვამ უფრო დიდი ტერიტორია დაიკავა, გაფართოვდა გეოსინკლინური როფები, კონტინენტებზე წარმოიქმნა ვრცელი დაბლობები, რომლებიც ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში ხშირი მცენარეულობით დაიფარა. გაბატონდნენ ქვეწარმავლები, რომლებიც გაიყვნენ წყლის (პლეზიოზავრი, იქთიოზავრი), ხმელეთის ([[დინოზავრი]]) და მფრინავ ([[პტეროზავრი]]) ქვეწარმავლებად; გაჩნდნენ პრიმიტიული ძუძუმწოვრები და პირველი კბილიანი ფრინველი (არქეოპტერიქსი). შუა ცარცულ ეპოქაში გაბატონდნენ ფარულთესლოვნები. ტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში გრძელდებოდა ტორფნარის დაგროვება, რომელიც შემდეგ ქვანახშირად გადაიქცა. გავრცელდნენ [[მწერები]], რამაც [[ფრინველები]]ს და შემდეგ [[ძუძუმწოვრები]]ს განვითარებას შეუწყო ხელი. მეზოზოური ერის ბოლოს ამოწყდნენ გიგანტური ქვეწარმავლები. მეზოზოურ ერაში გაჩნდნენ და გაბატონდნენ ძვლიანი თევზები.
 
მეზოზოური ჯგუფის ნალექებთან დაკავშირებულია ქვანახშირის, საწვავი ფიქლების, ნავთობისა და აირის, რკინის, ბოქსიტების, ფოსფორიტებისა და სხვა საბადოები.
== ლიტერატურა ==
* ჯანელიძე ა., ისტორიული გეოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963;
* ''ზესაშვილი ვ.,'' [[ქსე]], ტ. 6, გვ. 546, თბ., 1983
 
[[კატეგორია:გეოლოგიური პერიოდები]]
[[ar:حقبة وسطى]]
[[ast:Mesozoicu]]
[[az:Mezozoy]]
[[bg:Мезозой]]
[[br:Mezozoeg]]
77,414

რედაქტირება