Julia: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
== ისტორია ==
 
"Julia" დაწერილია [[ჯონ ლენონი]]ს მიერ (ავტორებად მოხსენიებულია ლენონი და [[პოლ მაკარტნი|მაკარტნი]]), სადაც ჟღერს მისი ვოკალი [[გიტარა|აკუსტიკური გიტარის]] თანხლებით. სიმღერა შეიქმნა 1968 წელს ჩრდილოეთ ინდოეთში ”ბითლზის” რიშიკეშთან სტუმრობის პერიოდში, სადაც ისინი სწავლობდნენ მაჰარაში მაჰეშ იოგასთან. სწორედ აქ ისწავლა ლენონმა შოტლანდიელ მუსიკოს დონოვანისაგან გიტარაზე ამგვარი ე.წ. ”Travis-picking” სტილით დაკვრა. ”ბითლზის” არცერთი სხვა წევრი არ მღერის და არ უკრავს სიმღერის ამ ჩანაწერში.
 
"Julia" ლენონმა მიუძღვნა დედამისის [[ჯულია ლენონი]]ს ხსოვნას, რომელიც 10 წლით ადრე ამ სიმღერის შექმნამდე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას. ამ დროს ლენონი 17 წლისა იყო. ეს სიმღერა ასევე ეძღვნებოდა ლენონის მომავალ მეუღლე [[იოკო ონო]]საც, რომლის სახელიც იაპონურად ნიშნავს ”ზღვის შვილს” (ინგ. "child of the sea"). სწორედ ეს სიტყვები ისმის სიმღერაში - "Oceanchild, calls me" ანუ ”ზღვის შვილი მიხმობს მე”. ალტერნატიული ვერსიის თანახმად ეს სიმღერა დაწერილია ჯონ ლენონის შვილის [[ჯულიან ლენონი]]სათვის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Julia“-დან