აფთრისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
აფთარი გადატანილია აფთრისებრნი-ზე
No edit summary
ხაზი 16:
''[[მენაპირე აფთარი|Parahyaena brunnea]]''<br />
''[[მიწის მგელი|Proteles criastus]]''
}} '''აფთარიაფთრისებრნი''' -(Hyaenidae), [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი]] ცხოველების ოჯახი მტაცებლთა რიგისა. აქვთ მკვრივკუნთოვანი სხეული, ოდნავ წაგრძელებული და მასიური თავი, გრძელი ყურები, სქელი კისერი, მსხვილი და მასიური კბილები, მოკლე, ბანჯგვლიანი კუდი, ფეხებზე გრძელი, ბლაგვი ბრჭყალებით დაბოლოვებული ოთხ-ოთხი თითი, წინა კიდურები უკანაზე გრძელი აქვთ. სხეული შემოსილია უხეში ჯაგრისებრი ბალნით. ზოგ სახეობას ზურგზე 20 სმ-მდე სიმაღლის ფაფარი ეზრდება. საერთო შეფერილობა მოყვითალო-რუხი ან მურაა, დაყვება მუქი ზოლები ან ხალები. აფთართა მაკეობა გრძელდება 3 თვემდე. შობენ 2-5 ლეკვს. იკვებებიან მძორით. ასევე შესანიშნავი მონადირეები არიან. ნადირობის მეთოდი დამოკიდებულია მსხვერპლის ზომაზე. ზომით მათზე დიდ ნადირზე ჯგუფურად ნადირობენ. სხვა მტაცებლებისგან განსხვავებით, აფთრები მსხვერპლს ღლიან და როცა თავდაცვის უნარს კარგავს, ცოცხლად ჭამენ. მცირე ზომის ცხოველებზე ინდივიდუალურად ნადირობენ. იშვიათად ესხმიან თავს შინაურ ცხოველებს, ზოგჯერ ადამიანებს, ძირითადად ბავშვებს. სანადიროდ გამოდიან ღამით.
 
აფთარი გავრცელებულია თითქმის მთელ [[აფრიკა|აფრიკაში]], წინა, შუა და სამხრეთ-დასავლეთ [[აზია|აზიაში]] და აღმოსავლეთ [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიაში]]. ცნობილია აფთრის ოთხი სახეობა. '''[[ხალებიანი აფთარი]]''' (Crocuta crocuta) - ყველაზე დიდია აფთართა შორის, გავრცელებულია აფრიკის დიდ ნაწილში, [[საჰარა|საჰარის]] სამხრეთით. სხეულის სიგრძე 128-166 სმ, სხეული მოხატულია აქვს შავი ხალებით. '''[[ზოლებიანი აფთარი]]''' (Hyena hyaena) - გვხვდება ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, წინა, მცირე და შუა აზიაში, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. საქართველოში გვხვდება [[შირაქის ველი|შირაქიის]], [[ელდარის ველი|ელდარის]], [[ალაზანი|ალაზნის]], მარნეულისა და გარდაბნის ველებზე. წარსულში თბილისამდე აღწევდა. ამჟამად ყველგან დიდი იშვიათობაა. სხეულის სიგრძე 1 მეტრამდეა; რუხი ფერისაა, გასდევს განივი მუქი ზოლები. '''[[მენაპირე აფთარი]]''' (Parahyaena brunnea) - ცხოვრობს სამხრეთ აფრიკაში, ზღვის სანაპიროსთან. მუქი-მურა ფერისაა, განივი ზოლები მხოლოდ ფეხებზე ემჩნევა. '''[[მიწის მგელი]]''' (Proteles criastus) - გვხვდება სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკის ტრამალებში. აფთართა შორის ყველაზე მცირე ზომისაა. იკვებება ჭიანჭველებითა და ტერმიტებით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აფთრისებრნი“-დან