მტკვარ-არაქსის კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: es:Cultura Kura-Araxes
ბოტის შეცვლა: es:Cultura Kurá-Araxes; cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:Influencedurartu1.PNG|thumb|250px|მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების არეალი (ღია ნაცრისფერი) და გვიანდელი (ურარტუს) კულტურა (მუქი ნაცრისფერი).]]
'''მტკვარ-არაქსის კულტურა''' ან '''ადრეული ტრანსკავკასიური კულტურა''', ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახავრისა — III ათასწლეულის არქეოლოგიური კულტურა, რომელიც გავრცელებულია იყო [[მტკვარი|მტკვრისა]] და [[არაქსი|არეზის]] აუზში. ძირითადად აგრძელებდა წინა ხანის (ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის) ტრადიციებს. მაგრამ უფრო მაღალ საფეხურზე იდგა.
 
== კულტურა ==
მტკვარ-არაქსის კულტურის წარმომავლობა და პირვანდელი ადგილსამყოფელი ბოლომდე გარკვეული არ არის. სადღეისოდ არსებული მასალებით ჩანს, რომ მისი ფორმირების ერთ-ერთი ძირითადი არე მტკვრისა და არეზის აუზში უნდა ყოფილიყო. [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]] თავმოყრილია ამ კულტურის ადრინდელი ძეგლები. ადრინდელი სამიწათმოქმედო ტომების კულტურაში შეინიშნება მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი ელემენტის საწყისები. ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარში აქ შეიქმნა პირობები [[მიწათმოქმედება|მიწათმოქმედი]] საზოგადოების შემდგომი განვითარებისათვის. ამ კულტურის დაწინაურება, შესაძლოა, სამხრეთიდან მოსახლეობის ახალი მასის გადმონაცვლებამ განაპირობა, მაგრამ კულტურული აღმავლობა მაინც ადგილობრივი ტრადიციების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელ საფეხურზე უნდა ჩამოყალიბებულიყო ძირითადი სამეურნეო და კულტურული ტრადიციები, რამაც განაპირობა ამ კულტურის თავისებური ხასიათი მისი გავრცელების ფართო ტერიტორიაზე.
 
== ისტორია ==
მიწათმოქმედებისა და [[მესაქონლეობა|მესაქონლეობის]] დაწინაურებამ, [[სპილენძი]]ს მეტალურგიის განვითარებამ და საერთო ტექნიკურმა პროგრესმა განაპირობა იმდროინდელი საზოგადოების წინსვლა. [[მატრიარქატი]] თანდათან [[პატრიარქატი]]თ შეიცვალა და დაიწყო [[გვაროვნული საზოგადოება|გვაროვნული საზოგადოების]] დაშლის ხანგრძლივი პროცესი. ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურის გავლენის ქვეშ მოიქცა თითქმის მთელი აღმოსავლეთი [[ანატოლია]], ჩრდილოეთ-დასავლეთი [[ირანი]]. ამ კულტურის ელემენტები ჩანს აგრეთვე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, [[სირია]]-[[პალესტინა]]ში ([[ხირბეთ-ქერაქის კულტურა]]). მტკვარ-არაქსის კულტურას გარკვეული კავშირი ჰქონდა ევროპის სხვადასხვა კულტურასთანაც.
 
ხაზი 22:
თავისებურია არარატის ველზე და, საერთოდ, სომხეთის მთიანეთში ჩამოყალიბებული მტკვარ-არაქსის კულტურის ვარიანტი. იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება შიდა ქართლის კულტურისაგან. სომხეთში შესწავლილი ძეგლებიდან აღსანიშნავია შენგავათის ნამოსახლარი, რომელიც დაცული ყოფილა დიდი ქვებისაგან ნაშენი კედლით. წრიული ფორმის ალიზის სახლები ნაგები იყო ქვის საფუძველზე, რომელთაც ზოგჯერ სწორკუთხა მინაშენები ჰქონდა. მრგვალი შენობა ფართოდ იყო გავრცელებული მტკვარ-არაქსის კულტურაში, რაც დაკავშირებული უნდა იყოს ხანის არქიტექტურულ ტრადიციებთან. იგი საგრძნობლად განსხვავდებოდა შიდა ქართლისათვის დამახასიათებელი კუთხეებმომრგვალებული, წაგრძელებული სახლისაგან, სხვაობა იგრძნობა თიხის ჭურჭლის მიხედვითაც. სომხური კერამიკა შავპრიალა, უმთავრესად სამნაწილადი ფორმა აქვს. ფართოდაა გავრცელებული ჩაღარულ-ამობურცული ორნამენტი, სადაც სპირალი ერთ-ერთი ძირითადი მოტივია. აღსანიშნავია, რომ აქაც თითქმის ისეთივე ლითონის იარაღ-სამკაული გვხვდება, როგორც შიდა ქართლში, არარატის ველისა და საერთოდ სომხეთის მთიანეთისათვისაა დამახასიათებელი. ამ კულტურის ვარიანტი საკმაოდ გავრცელდა სამხრეთით და თითქმის მთელი აღმოსავლეთი აბატოლია მოიცვა. განსაკუთრებით ძლიერადაა ათვისებული ელაზიღ-მალათიის მხარე. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებისათვის ეს კულტურა აქედან [[სირია]]სა და [[პალესტინა]]ში გავრცელდა.
 
მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებულ საფეხურზე განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის მეურნეობის მთავარი დარგები — [[მიწათმოქმედება]] და [[მესაქონლეობა]]. მიწის დასამუშავებლად ქვისა და რქის იარაღის გვერდით პრიმიტიულ სახვნელსაც ხმარობდნენ, გამწევ ძალად ხარს იყენებდნენ. ქვაცხელების ნამოსახლარზე აღმოჩნდა ირმის რქისაგან დამზადებული სახვნელი იარაღი. მოსავალს ძირითადად ისევ კაჟის ნამგლით იღებდნენ, თუმცა გაჩნდა ლითონის ნამგალი. მარცვლეულის მოზრდილ თიხის ჭურჭელში და საგანგებო ორმოებში ინახავდნენ; გარკვეულ განვითარებას მიაღწია [[მეცხოველეობა]]მაც. ხარი და ძროხა არა მარტო რძესა და ხორცს იძლეოდა, არამედ გამწევ ძალადაც გამოიყენებოდა; დაწინაურდა [[მეცხვარეობა]]ც. ამ დროის ნამოსახლარებზე მკვეთრად იმატა წვრილფეხა საქონლის ნაშთებმა.
 
მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომთა ეთნიკური ვინაობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს კულტურა ინდოევროპულ ტომებს ეკუთვნოდა და, რომ მათი სამშობლო ამიერკავკასია უნდა ყოფილიყო. ეს ვარაუდონაკლებ დასაშვებია.
ხაზი 29:
 
== ლიტერატურა ==
* ''კიკვიძე ი.'', მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტი ძველ საქართველოში, თბ., 1976;
* საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;
* ''ჩუბინიშვილი ტ''., ამირანის გორა. მასალები მესხეთ-ჯავახეთის უძველესი ისტორიისათვის, თბ., 1963;
* ''ჯავახიშვილი ა., ღლონტი ლ.'', ურბნისი, ტ. 1, თბ., 1962;
* ''ჯაფარიძე ო.'', ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, თბ., 1961;
* ''მისივე,'' ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხებისათვის, თბ., 1976;
* ''Куфтин Б. А.'', Археологические раскопки в Триалети, кн. 1, Тб., 1941;
* ''მისივე'', Урартский «Колумбарий» у подошвы Арарата и Куро-Араксский энеолит, «საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1944, т. 13 Б;
* ''Кушнарева К. Х., Чубинишвили Т. Н.'', Древние культуры Южного Кавказа (V—III тыс. до н. э.), Л., 1970;
* ''Мунчаев П. М.,'' Кавказ на заре бронзового века, М., 1975;
* ''Ханзадян Э. В.,'' Культура Армянского нагорья в III тыс. до н. э., Ер., 1967;
* ''ჯაფარიძე ო.,'' ქსე, ტ. 7, გვ. 185-186, თბ., 1984
 
{{ესკიზი-ისტორია}}
ხაზი 55:
[[de:Kura-Araxes-Kultur]]
[[en:Kura-Araxes culture]]
[[es:Cultura KuraKurá-Araxes]]
[[fr:Culture kouro-araxe]]
[[it:Cultura Kura-Araxes]]