დარიალის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

13:17, 11 ივლისი 2005-ის ვერსია

დარიალის ხეობა - მდინარე თერგის ხეობა კავკასიონის მთავარი და გვერდითი ქედების გადაკვეთასთან, საქართველოში. ხეობა 3 კმ სიგრძისაა, რომლის თავზე აღმართულია 1000 მ-მდე სიმაღლის კლდეები. დარიალის ხეობაში გადის საქართველოს სამხედრო გზა. ხეობა ცნობილი იყო ჯერ კიდევ ანტიკური ხანის გეოგრაფებისათვის: პლინიუსი მას იხსენიებს როგორც Porta Caucasicae (კავკასიის კარი) და Porta Hiberiae (იბერთა კარი), პტოლემე - Sarmatikai Pulai (სარმატების კარი), არაბები და სპარსელები - dar-i-alan (ალანთა კარი). ქართულ წყაროებში დარიალის აღსანიშნავად გვხვდება ტერმინები: რალანი, დარგანი, დარიალანი.