ნუმა პომპილიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: id:Numa Pompilius
ბოტის დამატება: als:Numa Pompilius; cosmetic changes
ხაზი 1:
{{რჩეული}}
[[სურათიფაილი:Numa pompilius.jpg|thumb|ნუმა პომპილიუსი]]
'''ნუმა პომპილიუსი''' ''(Numa Pompilius)'' (* [[21 აპრილი]], [[ძვ. წ. 753]] ― † [[ძვ. წ. 674]]) - [[რომის სამეფო|რომის]] ლეგენდარული მეორე მეფე.
 
== ნუმა პომპილიუსის წარმოშობა ==
 
[[სურათიფაილი:Numa-pompilius.jpg|thumb|left|ნუმა მუზებს სთხოვს რჩევას]]
ნუმა პომპილიუსი წარმოშობით [[საბინელები|საბინელი]] იყო, ქალაქ კუროსიდან. [[პლუტარქე|პლუტარქეს]] ცნობით იგი რომის დაარსების დღეს დაიბადა. მამამისს, პომპონიუსს, ოთხი ვაჟი ჰყავდა, ნუმა უმცროსი იყო. ზოგი ანტიკური ავტორი ამტკიცებდა რომ იგი [[პითაგორა|პითაგორას]] მოსწავლე იყო, მაგრამ პითაგორა ნუმაზე 200 წლით გვიან ცხოვრობდა. [[ტიტუს ლივიუსი]] მიიჩნევს რომ ნუმას მაღალი მორალური თვისებების მისაღწევად სრულიად არ ესაჭიროებოდა განათლების უცხოელ ფილოსოფოსთან მიღება, ვინაიდან საბინელები ზნეობით გამოირჩეოდნენ.
 
ხაზი 12:
ნუმა უკვე ორმოცი წლის იყო, როდესაც რომიდან მასთან ელჩები მოვიდნენ და მეფობა შესთავაზეს. ნუმა ჯერ არ თანხმდებოდა მეფობაზე, მიაჩნდა რომ იგი არ შეეფერებოდა მეომარ ერს. მაგრამ ელჩებმა მოახერხეს მისი დარწმუნება და ნუმა დათანხმდა.
 
== ნუმას მეფედ არჩევის წინაპირობები ==
 
[[რომულუსი|რომულუსის]] უცნაური სიკვდილის შემდეგ რომში მეფობის კანდიდატი არ იყო, საბინელი და რომაელი სენატორები ვერ თანხმდებოდნენ თუ ვინ უნდა ყოფილიყო რომის მეფე. ერთმანეთის კანდიდატებს კი არ სცნობდნენ. ეს იმით დასრულდა, რომ ასი სენატორი ათ-ათ კაციან დაჯგუფებად გაიყო, თითო დაჯგუფებამ აირჩია მეფე და 5 დღის ვადით მეფობდა ერთი მეფე, შემდეგ კი მეფე მეორე ჯგუფის წარმომადგენელი ხდებოდა. ასე გაგრძელდა დაახლოებით ერთი წელი.
ხაზი 18:
უბრალო ხალხს ეს არ მოეწონა, ერთი ბატონის მაგივრად მათ ასი ბატონი მიიღეს. ხალხმა განაცხადა რომ აწი მეფის გარდა არავის აღარ დაემორჩილებოდნენ, ამიტომ სენატორებმა გადაწყვიტეს შეკრება რათა აერჩიათ მეფე. საბინელებმა ნუმა პომპილიუსის კანდიდატურა წამოაყენეს. ნუმა ცნობილი იყო არა მარტო მაღალი მორალური თვისებებით, არამედ საღვთო და საერო კანონებში განსწავლულობით. რომაელებმა ნუმას კანდინატურას ვერავინ ვერ დაუპირისპირეს და დათანხმდნენ.
 
== ნუმას მმართველობა ==
 
როდესაც ნუმა რომში ჩამოვიდა, ფორუმზე მოაწყეს კენჭისყრა და ნუმა ერთხმად იქნა არჩეული. მაგრამ ახალი მეფე ამით არ დაკმაყოფილდა, იგი ავიდა კაპიტოლიუმზე და [[ავგურები|ავგურს]] სთხოვა ემკითხავა ფრინველების გაფრენით. მკითხაობით დადასტურდა ხალხის არჩევანის მართებულობა და ნუმა გახდა მეფე.
 
[[სურათიფაილი:Numahead coin.jpg|thumb|ნუმას გამოსახულება მონეტაზე]]
გამეფების შემდეგ ნუმამ პირველი რაც ჰქნა, დაითხოვა 300 მცველის რაზმი. მას მიაჩნდა რომ სრულიად შეუძლია ენდოს ხალხს, რომელმაც იგი აირჩია.
 
ხაზი 37:
პონტიფიკუსების მოვალეობაში ასევე შედიოდა დაკრძალვის რიტუალების შესრულება, ამის გარდა ისინი ხალხს უნდა დახმარებოდნენ და ესწავლებინათ სხვადასხვა რიტუალების ჩატარება.
 
[[სურათიფაილი:Numa painting.jpg|thumb|left|ნუმა პომპილიუსი ხალხში]]
 
ნუმას მიერ მიღებულმა ზომებმა გაამართლა, ხალხი უკვე არა ომებზე, არამედ ღვთისმსახურებაზე ფიქრობდა, მეზობლების აზრიც შეიცვალა რომზე - ადრე თუ რომს მათ დასაღუპად აღმართულ სამხედრო ბანაკად აღიქვამდნენ და არა ქალაქად, ახლა უკვე შეიცვალეს აზრი და სამარცხვინოდ მიაჩნდათ ევნოთ ასეთი ღვთისმოსავი ერისთვის.
ხაზი 45:
ნუმას ქორწინებასა და შვილებზე ისტორიკოსების აზრები განსხვავდება. ზოგი მიიჩნევს რომ იგი მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული და ერთადერთი ქალიშვილი პომპილია ჰყავდა, სხვებს მიაჩნიათ რომ მას კიდევ ოთხი ვაჟი ჰყავდა, მესამენი კი უარყოფენ მეორეთა აზრს და ამტკიცებენ რომ პომპილია ნუმას მეორე ქორწინებისგან დაიბადა, როდესაც ეს უკანასკნელი უკვე რომის მეფე იყო. ყოველ შემთხვევაში პომპილია გათხოვილი იყო მარციუსზე და მისი ვაჟი ანკუს მარციუსი რომის მეოთხე მეფე გახდა.
 
== სიკვდილი ==
 
ნუმა პომპილიუსმა 43 წელი იმეფა და ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. მის დასაფლავებაზე შეიკრიბნენ არა მარტო რომაელები, არამედ მეზობელი ქალაქების მოსახლეობაც. ისეთი გლოვა და მოთქმა იყო, თითქოს არა მოხუც მეფეს კრძალავდნენ, არამედ ახალგაზრდა ახლობელს. იგი არ დაწვეს, როგორც ეს რომში იყო მიღებული, არამედ დაკრძალეს ქვის კუბოში, მეორე კუბოში კი მის მიერ დაწერილი წმინდა წიგნები დაკრძალეს, ასეთი იყო ნუმას სურვილი.
ხაზი 51:
ამგვარად რომი განადიდა მისმა ორივე პირველმა მეფემ, რომულუსმა დაპყრობებით, ნუმამ კი მშვიდობით და ღვთისმოსაობით. ნუმას დიდებას მის შემდეგ მეფეების უბედურებამაც შეუწყო ხელი. ნუმას სიკვდილის შემდეგ რომის ტახტზე ხუთი მეფე ავიდა, უკანასკნელი კი განდევნეს და მეფობის მმართველობა რომში ამით დასრულდა.
 
== შენიშვნა ==
* სტატია დაწერილია [[პლუტარქე|პლუტარქეს]] შედარებითი ბიოგრაფიების ნუმა პომპილიუსის ბიოგრაფიის და ტიტუს ლივიუსის "რომის ისტორია დასაბამიდან" მიხედვით.
 
== ლიტერატურა ==
 
* [http://ancientrome.ru/antlitr/plutarch/sgo/numa-f.htm პლუტარქე - ნუმა პომპილიუსის ბიოგრაფია (რუსულად)]
ხაზი 76:
[[კატეგორია:გარდაცვლილი ძვ. წ. 674]]
 
[[als:Numa Pompilius]]
[[ar:نوما بومبيليوس]]
[[be:Нума Пампілій]]