ოსკარ შმერლინგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
კატ.
ხაზი 4:
==ბიოგრაფია==
სწავლობდა [[პეტერბურგი | პეტერბურგის]] სამხატვრო აკადემიაში ([[1884]]-იდან), [[მიუნხენი| მიუნხენში]] ([[1891]]-92). [[1893]] თბილისში დაბრუნდა. იყო ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი ([[1902]]-[[1918]]). [[1921]]-იდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ახლად დაარსებულ [[თბილისის სამხატვრო აკადემია | თბილისის სამხატვრო აკადემიაში]]. შმერლინგი ქართული კარიკატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. [[1901]]-იდან მისი კარიკატურები იბეჭდებოდა [[ცნობის ფურცელი|"ცნობის ფურცლის"]] სურათებიან დამატებაში. თანამშრომლობდა ჟურნალ [[ეშმაკის მათრახი|"ეშმაკის მათრახში"]], [[ტარტაროზი|"ტარტაროზში"]] და სხვ. იგი ხატავდა პეიზაჟებს, ბატალურ და ჟანრულ სურათებს. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის ილუსტრაციის განვითარების საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნახატები საბავშვო წიგნებისათვის ([[გოგებაშვილი, იაკობ | ი. გოგებაშვილის]] [[დედა ენა|"დედა ენა"]], გრავირებულია გ. ტატიშვილის მიერ; [[თავდადებულნი ქართველნი|"თავდადებულნი ქართველნი"]], [[1895]]; [[იავნანამ რა ჰქმნა|"იავნანამ რა ჰქმნა"]], [[1904]]; ზღაპრები, ქართველ ქალთა წრის გამოცემა, [[1905]] და სხვ.). [[1930]]-იან წლებში შეასრულა ძველი თბილისის ყოფისა და ტიპების ამსახველი მრავალრიცხოვანი აკვარელი ("მეზურნეები", "ორი ქალაქელი", კერძო კუთვნილება) და სხვ.
 
 
{{ბიოგრაფია}}
[[კატეგორია:გერმანელები]]
[[კატეგორია:ქართველი-გერმანელი მხატვრებიქართველები]]
[[კატეგორია:გერმანელი მხატვრები]]
[[კატეგორია:ქართველი მხატვრები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1863]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1938]]