ვესტფალიის ზავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
როგორც წესი, ვესტფალიის მშვიდოებას უწოდებენ სამშვიდობო ხელშეკრულებებს ხელმოწერილს კაიზერი ფერდინანდ III-ის მიერ საფრანგეთსა და შვედეთთან მათ მიერ ვეფელინგჰოფენთან წაგებული ბრძოლის შედეგად (1648 წლის 4-5 ივნისი). შეთანხმება შესაძლებელი გახდა სამშვიდობო კონგრესით, რომელიც მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში ჩატარდა 1643-49 წლებში, რომლის ზოგადი მიზანი ევროპაში მიმდინარე ომების ჩაცხრობა იყო, განსაკუთრებით კი ოცდაათწლიანი ომის.
 
ვესტფალიის ზავით შვედეთმა მიიღო დასავლეთ პომერანია შტეტინის პორტით, აღმოსავლეთ პომერანიის გარკვეული ნაწილი, უფლება პომერანის ყურეზე ზღვისპირა ქალაქების ჩათვლით. შვედეთის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მოხვდა ჩრდილოეთ გერმანიის უმსხვილესი მდინარეების შესართავები. გარკვეული დროით შვეციაშვედეთი დიდ ევროპულ ზესახელმწიფოდ გადაიქცა, და მისი გავლენის ქვეშ მოექცა ბალტიის რეგიონი და გერმანული სახელმწიფოები. საფრანგეთმა მიიღო ელზასი (სტრასბურგის გარდა) და ზოგიერთი ქალაქის მფარველობა.
 
ჰოლანდია აღიარებულ იქნა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ასევე აღიარეს შვეიცარიის კავშირიც.