ძველი ქართული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 153:
 
====ზმნა====
[[ზმნა|ზმნების]] წარმოების თვალსაზრისით ძველი ქართული ენა [[ქართული ენა|დღევანდელისაგან]] მკვეთრად განსხვავდებოდა. პირველი სუბიექტური პირის ნიშანი იყო '''ვ''' (როგორც დღეს). იგი არ იწერებოდა და არ გამოითქმოდა [[უ]] ხმოვნის წინ. მაგალითად ითქმოდა და იწერებოდა ''მე უთხარ'' (და არა ''მე '''ვ'''უთხარ''). [[]] ნიშანი დაკარგულია ''ვალ'', ''ვედ'' და ''ვიდ'' ფუძის ზმნებშიც: ''მივალ, მოვედ'' (და არა ''მივვალ, მოვვედ'').
 
მეორე სუბიექტური პირის ნიშანი [[ხანმეტი ძეგლები|ხანმეტ ძეგლებში]] არის '''[[ხ]]''' პრეფიქსი ('''ხ'''–იხილე, '''ხ'''–ჭამე, '''ხ'''–უთხარ). მოგვიანებით '''ხ''' ზოგან '''ჰ'''–მ შეცვალა, ზოგან კი '''ს'''–მ. მეორე პირის წართქმითი ბრძანებითის ფორმას ნიშანი არ ჰქონდა: იხილე! ჭამე! უთხარ!
 
მესამე სუბიექტური პირის ნიშნები მხოლობითში '''ს, ა, ო''' და '''ნ''' ბოლოსართებია (დგა–'''ს''', იხილ–'''ა''', აღაგ–'''ო''', არ–'''ნ''', მოვედი–'''ნ'''), ხოლო მრავლობითში – '''ენ, ან, ნ, ეს,''' და '''ედ''' (ადიდებ–'''ენ''', იტყოდი–'''ან''', ადიდებდე–'''ნ''', ჭამდ–'''ეს'''). მესამე სუბიექტური ნიშნები ძველ ქართულში ძირითადად იმით განსხვავდებიან თანამედროვესაგან, რომ ვნებითი გვარის ზმნებს აწმყოში ყოველთვის '''ს''' აქვთ მხოლობით რიცხვში (იმალები–'''ს''', ტყდები–'''ს'''), ხოლო უწყვეტელის მრავლობითში მესამე სუბიექტურ პირს ყველანაირ ზმნაში '''ეს''' ბოლოსართი გამოხატავს (აშჱნებდ–'''ეს''', იმღერდ–'''ეს'''...)
 
ვნებით გვარს ძველ ქართულ ენაში '''ნ''' ბოლოსართი აწარმოებს: განრისხ'''ნ'''ა, შეწუხ'''ნ'''ა, დადუმ'''ნ'''ა.
 
I ობიექტური პირის ნიშანი ადრინდელ ძეგლებში მრავლობითშიცა და მხოლობითშიც '''მ''' თავსართია: ''მომცა მე, მომცა ჩუენ''. შემდგომში მრავლობითში "მ" თავსართს '''გუ''' ჩაენაცვლა და დამკვიდრდა: ''მოგუცა ჩუენ''. "გუ" პრეფიქსიანი ფორმები ადრინდელ ძეგლებში იშვიათია. მე–2 ობიექტურ პირს ორივე რიცხვში '''გ''' პრეფიქსი აწარმოებდა: ''გნახა შენ, გნახნა თქუენ''. მესამე პირდაპირობიექტურ პირს მე–2 სერიის ფორმებში ნიშანი არ ჰქონდა, ხოლო პირველი სერიის ზმნისწინიან ფორმებში ჰქონდა: [[ხანმეტი ძეგლები|ხანმეტ ძეგლებში]] – '''[[ხ]]''', ხოლო [[ჰაემეტი ძეგლები|ჰაემეტ ძეგლებში]] – '''[[ჰ]]''' (მოხკლავს/მოჰკლავს, შეხკრებს/შეჰკრებს). [[IX საუკუნე|IX საუკუნიდან]] ზოგიერთი თანხმოვნის წინ ნიშანი '''[[ჰ]]''' შეცვალა '''[[ს]]'''–მ (დასწერს, შესჭამს).
 
====ზმნისწინი====