ჯულია ლენონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 18:
ჯულია ხშირად იპყრობდა ქუჩაში მზერით მამაკაცებს. ის იყო მომხიბვლელი და კარგი აღნაგობის გოგონა დიდი ყავისფერი თვალებით, თუმცა მაღალ ქუსლებზე მდგომი სიმაღლეში აღწევდა 5,2 [[ფუტი|ფუტს]]. ის ყოველთვის კარგად ჩაცმული იყო და ღამით მაკიაჟით იძინებდა, რათა დილით გაღვიძებულს ლამაზი შესახედაობა ჰქონოდა. ჯულია ხშირი სტუმარი იყო ლივერპულის საცეკვაო დარბაზებისა და კლუბების, სადაც მას ხშირად იწვევდნენ საცეკვაოდ ჯარისკაცები, მეზღვაურები, ოფიციანტები და სხვ. ამბობდნენ, რომ ის იუმორით სავსე პიროვნება იყო და შეეძლო მთელი დღისა და ღამის მანძილზე ემღერა პოპულარული სიმღერები. იმასაც ამბობდნენ, რომ მისი ხმა წააგავდა ვერა ლინის ხმას მაშინ, როდესაც ალფრედის ხმა წააგავდა [[ლუი არმსტრონგი]]სა და ალ ჯოლსონის ხმას. ჯულია უკრავდა უკელელეზე, აკორდეონსა და [[ბანჯო]]ზე (ისევე, როგორც ალფრედი), თუმცა არასდროს მისდევდნენ მუსიკას პროფესიონალიზმის მისაღწევად. ისინი მთელი დღეები ერთად დაეხეტობოდნენ ლივერპულში და ოცნებობდნენ იმაზე, თუ რას გააკეთებდნენ მომავალში: როგორ გახსნიდნენ მაღაზიას, კაფეს, ბარს ან კლუბს.
 
1938 წლის [[3 დეკემბერი|3 დეკემბერს]], პირველი შეხვედრიდან 11 წლის შემდეგ, ჯულია და ალფრედი დაქორწინდნენ ჯულიას მიერვე წამოყენებული შეთავაზების საფუძველზე. ქორწინების აქტი შედგა ბოლტონ სტრიტის სამოქალაქო აქტების რეგისტრატურაში. ჯულიას ოჯახის არცერთი წევრი არ დასწრებია ცერემონიას. ჯულიამ ქორწინების მოწმობას წააწერა ”cinema usherette” (კინოს ბილეთების გამყიდველი). მათ თაფლობის თვე გაატარეს რესტორან Reece's-ში კლეიტონ სქვერზე (სადაც შემდგომში ჯონ ლენონმა იზეიმა სინტია პაუელზე დაქორწინება), შემდეგ კი წავიდნენ კინოთეატრში. ჯულიამ შეაბიჯა ნიუკასლ როუდის 9-ში ქორწინების მოწმობის ფრიალით და დაიძახა ”აგე! - მე მასზე დავქორწინდი”. ეს იყო ერთგვარი დაუმორჩილებლობის ჟესტი თავისი მამის წინააღმდეგ, რომელიც ემუქრებოდა მას იმით, რომ შვილად აღარ სცნობდა, თუ შეყვარებულთან თანაცხოვრებას გაბედავდა. ამ პირველ ღამეს ჯულია დარჩა მამის სახლში, ხოლო ალფრედი დაბრუნდა თავის საცხოვრებელში. მეორე დღეს ალფი დაბრუნდა ზღვაში სამი თვით, გაემგზავრა რა გემით [[ვესტ-ინდოეთი|ვესტ-ინდოეთში]].
 
თავიდან სტენლების ოჯახმა სრული იგნორირება გაუკეთა ალფრედს, მიაჩნდათ რა, რომ ის იყო ”ყველასათვის გამოუსადეგარი - ნამდვილად მიუღებელი ჩვენი ჯულიასათვისო”. ჯულიას მამა ალფრედისგან მოითხოვდა ეჩვენებინა რაიმე კონკრეტული მაგალითი იმისა, რომ ის შესძლებდა ჯულიას მატერიალურად რჩენას, მაგრამ ფრედის ერთადერთი იდეა იყო სამსახური დაეწყო ხმელთაშუაზღვის სავაჭრო საზღვაო ფლოტის გემზე ოფიციანტად. ის დაბრუნდა ლივერპულში რამდენიმე თვით ზღვაში ყოფნის შემდეგ და გადავიდა სტენლების ოჯახში ნიუკასლ როუდზე. მან თავი წარუდგინა ადგილობრივი თეატრის ხელმძღვანელობას როგორც ”გემის საესტრადო არტისტი”, თუმცა უშედეგოდ. ამასობაში ჯულიასთვის ცნობილი გახდა, რომ ის 1940 წლის იანვრიდან დაფეხმძიმებულიყო. როდესაც დაიწყო [[მეორე მსოფლიო ომი]], ალფრედი გააგზავნეს სამუშაოდ სავაჭრო ფლოტის მეზღვაურად, თუმცა ის რეგულარულად უგზავნიდა ფულს ჯულიას, რომელიც ცხოვრობდა ნიუკასლ როუდის 9-ში მის პატარა ჯონთან ერთად. როდესაც ალფრედმა 1943 წელს თვითნებურად დასტოვა სამსახური, ფულის მიღება ჯულიას შეუწყდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯულია_ლენონი“-დან