აფონსუ V (პორტუგალია): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ბოტის შეცვლა: da:Alfonso 5. af Portugal)
 
შემდეგ აფონსო საკმაო ხანს იბრძოდა კასტილიის ტახტისთვის. თავისი პრეტენზიების გასამართლებლად მან ცოლად მოიყვანა ხუანა, [[ენრიკე IV (კასტილია)|ენრიკე IV]]-ს ერთადერთი ქალიშვილი, [[1475]] წელს აფონსუ კასტილიაში შეიჭრა და ომი ენრიკეს დის იზაბელას წინააღმდეგ დაიწყო. პორტუგალელებმა აიღეს [[ტორო]] და [[სამორა]], მაგრამ მეტ წარმატებებს ვერ მიაღწიეს - კასტილიელი დიდებულები დედოფლის ერთგულები დარჩნენ. [[1476]] წელს გაიმართა [[ტოროსთან ბრძოლა]]. აფონსუ დამარცხდა. [[1479]] წელს მან უარი თქვა კასტილიის ტახტზე, იზაბელასთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადო და გაშორდა ხუანას. იმავე წელს იგი განმარტოვდა და მმართველობა შვილს [[ჟუან II (პორტუგალია)|ჟუანს]] გადააბარა. მისი ბრძანებით [[ლისაბონი]]ს მახლობლად, ზღვის ნაპირზე, დაიწყო მონასტრის მშენებლობა. აფონსუს აქ სურდა დასახლება, მაგრამ იგი გარდაიცვალა სანამ მონასტრის მშენებლობა დასრულდებოდა.
==ლიტერატურა==
{{ესკიზი-პორტუგალია}}
* Рыжов, K. (1999). ''Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа''. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X
{{პორტუგალიის მეფეები}}
 
[[კატეგორია:პორტუგალიის მეფეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1432]]