ჩრდილოეთი რეგიონი (პორტუგალია): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: {{ინფოდაფა დასახლება |სტატუსი = რეგიონი |ქართული სახელი...)
 
'''ჩრდილოეთი რეგიონი''' ([[პორტუგალიური ენა|პორტ.]]: [ʁɨʒiˈɐ̃w̃ ˈnɔɾtɨ]), [[რეგიონი]] [[პორტუგალია|პორტუგალიის]] [[ჩრდილოეთი|ჩრდილოეთ]] რეგიონი. ის არის მდიდარი მცენარეული საფარის, დიდი [[ისტორია|ისტორიის]] და [[კულტურული მემკვიდრეობა|კულტურული მემკვიდრეობის]] მქონე რეგიონი. მისი [[დედაქალაქი|დედაქალაქია]] [[პორტო]]. 2007 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 4,034,271 ადამიანს, ფართობი - 21,278 კვ.კმ-ს. შესაბამისად სიმჭიდროვეა 173 ად/კვ.კმ. ჩრდილოეთი რეგიოი გაოირჩევა სხვა რეგიონებისგან კულტურული მრავალფეროვნებით, მიუხედავად ძლიერი ერთიანი პორტუგალიური იდენტობის განცდისა ამ რეგიონის ქალაქები ისტორიულად ერთმანეთისგან განსხვავდება თავისი [[კულტურა|კულტურით]].
 
==ისტორია==
რეგიონი დასახლებული იყო პრეისტორიული ხანიდან. [[კოა-ვალეი|კოა-ვალეიში]] არის პრეისტორიული კლდეზე ნახატები. ისტორიულად აქ სამხრეთ [[გალისია|გალისიური]] სამეფოები იყო, რომლებიც XI საუკუნეში ჩმოყალიბდა როგორც ნაწილი გაერთიანებული [[გალისიის სამეფო|გალისიის]] და [[ლეონის სამეფო|ლეონის სამეფოსი]]. მას ეწოდა [[პორტუკალიის საგრაფო]]. აქედან იყო პორტუგალიელების პირველი მეფეც - [[აფონსო I (პორტუგალია)|აფონსო I (დიდი)]]. ის დაიბადა XII საუკუნის დასაწყისში, მან სამეფო სამხრეთით გააფართოვა რომელიც ითვლება [[რეკონკისტა|რეკონკისტას]] ერთთ ყველაზე საგმირო საქმედ.
 
წარულის მემკვიდრეობა ჩანს ყველგან. რეგიონში უამრავ შენობას ამშვენებს გერბები. რეგიონის სამზარეულო არის განთქმული და მრავალფეროვანი - მსუბუქი და მდიდრული თეთრი ღვინოებით. ასევე ხელით შესრულებული ნაქარგებით.