გილგამეშის ეპოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სურათი
ბოტის შეცვლა: nl:Gilgamesj-epos; cosmetic changes
ხაზი 1:
[[სურათიფაილი:GilgameshTablet.jpg|thumb|გილგამეშის ეპოსის ნაწყვეტი. ამ ტაბლეტზე მოთხრობილია დიდი [[წარღვნა|წარღვნის]] შესახებ.]]
'''გილგამეშის ეპოსი''', ასურულ-ბაბილონური (აქადური) ლიტერატურის ძეგლი, დღეისათვის ცნობილი პირველი ეთიკურ-ფილოსოფიური ხასიათის ეპოსი მსოფლიო მწერლობაში და ასევე, პირველი ლიტერატურული ნაწარმოებიც. საფუძვლად დაედო ძველი შუმერული თქმულებები ურუქის I დინასტიის (ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისი) მეფის [[გილგამეში]]ს შესახებ. მეტ-ნაკლები სისრულით შემორჩენილია ხუთიოდე თქმულება. შუმერული თქმულებები ძველთაგანვე ითარგმნებოდა [[აქადური ენა|აქადური ენის]] დიალექტებზე, მუშავდებოდა მთელი ათასწლეულის მანძილზე და ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს - II ათასწლეულის დასაწყისში ერთიანი ეპოსის სახე მიიღო. ეპოსის მოტივთაგან უმნიშვნელოვანესია მეგობრობა [[გილგამეში|გილგამეშსა]] და ველურობიდან ცივილიზებულ ადამიანამდე ამაღლებულ [[ენქიდუ|ენქიდუს]] შორის. ეს უკანასკნელი ათვინიერებს გილგამეშის უხეშ ბუნებას, მაღალი ზნეობისაკენ უბიძგებს მას, და ბოლოს, თავისი სიკვდილით ცხოვრების აზრზე დააფიქრებს. გილგამეშის შემდგომი ბედი დაკავშირებულია სიცოცხლისა და უკვდავების ძიებასთან, რაც მას მიიყვანს უთნაფიშთიმთან, საყოველთაო წარღვნას გადარჩენილ ერთადერთ კაცთან (ეპოსში ჩართულია [[წარღვნა|წარღვნის]] ვრცელი ეპიზოდი), და ბოლოს დაბრძენებულს დააბრუნებს ურუქში. გილგამეშის ეპოსი გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთში როგორც აქადურ, ასევე [[ხეთური ენა|ხეთურ]] და [[ხურიტული ენა|ხურიტულ]] ენებზე. ეპოსის გამოძახილმა თითქმის ახალი წელთაღრიცხვის მიჯნამდე მოაღწია. დღემდე შემორჩენილია [[ეპოსი|ეპოსის]] 12 ფირფიტა, თუმცა მეთორმეტე განსხვავებული შინაარსისაა და ნაწარმოების საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია. ერთ-ერთი ნაწყვეტი (სახელდობრ წარღვნის ეპიზოდი) 1872 წელს აღმოჩნდა ბრიტანეთის მუზეუმის ლურსმნული დამწერლობის ძეგლების კოლექციაში. ეპოსი ნათარგმნია თითქმის ყველა ევროპულ და ზოგიერთ აღმოსავლურ ენაზე. ქართულად არსებობს სამი დამოუკიდებელი თარგმანი.
 
== პირველი ფირფიტა ==
მოთხრობა იწყება ურუქის მბრძანებლის – [[გილგამეში|გილგამეშის]] აღწერით, რომელიც ⅔ ღმერთია და ⅓ ადამიანი. იგი ყველაზე ძლიერია ოდესმე არსებულ ხელმწიფეებს შორის. ავტორი ადიდებს გილგამეშს და ქალაქ ურუქის მტიკიცეაგურის კედლებს. მიუხედავად დიდებისა, ხალხი გილგამეშის მმართველობით კმაყოფილი არაა, რადგან იგი თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, კერძოდ, ახლადდაქორწინებულ ქალთან პირველ ღამეს სწორედ ის ატარებს და არა ქმარი. ამით უკმაყოფილო მის ღმერთი [[ანუ]] ქალღმერთ არურუს ავალებს ნახევრად ველური არსების – [[ენქიდუ|ენქიდუს]] შექმნას, რომელმაც [[გილგამეში]] უნდა "დააბალანსოს". [[ენქიდუ]] ⅓ ადამიანია და ⅔ ცხოველი. იგი უდაბნოში ცხოვრობს და ხელს უშლის მწყემსებსა და მონადირეებს ცხოველების მონადირებაში. ამით უკმაყოფილო ერთ–ერთი მწყემსი მიდის [[გილგამეში|გილგამეშთან]] და შესჩივლებს ენქიდუს შესახებ. ხელმწიფე ენქიდუს მოსათვინიერებლად გზავნის სასახლის მეძავს – შამჰათს, რომელიც ენქიდუსთან ფიზიკურ კავშირს ამყარებს და ამით ხდება ნახევრად ველური არსების გაადამიანება. ექვსი ღამისა და შვიდი დღის შემდეგ ენქიდუ უკვე აღარ არის მხეცი, რომელიც ცხოველებთან ერთად ცხოვრობს. ამის შემდეგ შამჰათი არწმუნებს ენქიდუს, რომ იგი უკვე მზადაა ადამიანების საზოგადოებაში შესვლისათვის და თხოვს მას წავიდეს ურუქში. ამის პარალელურად, [[გილგამეში|გილგამეშს]] აქვს უცნაური სიზმრები, რომელთა ახსნისას მისი დედა – რიმატ ნინსუნი – მას ძლიერი მეგობრის მოახლოებას ამცნობს.
 
== მეორე ფირფიტა ==
[[ენქიდუ|ენქიდუ]] და შამჰათი ტოვებენ უდაბნოს და მიდიან ურუქში, რათა დაესწრონ ქორწილს. როდესაც ცერემონიაზე [[გილგამეში|გილგამეშიც]] გამოჩნდება და დააპირებს პატარძალთან ერთად დაძინებას, მას თავისი ღონიერი ფეხით წინ გადაეღობება [[ენქიდუ|ენქიდუ]], რომელიც ეწინააღმდეგება [[გილგამეში|გილგამეშის]] [[ეგო|ეგოს]], მის ქალისადმი მოპყრობას და ქორწინების წმინდა წესების უგულებელყოფას. ენქიდუ და გილგამეში მართავენ ორთაბრძოლას, რაც საბოლოოდ გილგამეშის გამარჯვებით სრულდება. იგი ენქიდუს თხოვნის შემდეგ სიცოცხლეს უნარჩუნებს მას. ამ შემთხვევიდან გილგამეში სიმამაცესთან და კეთილშობილებასთან ერთად სწალობს სიბრალულისა და თავმდაბლობის ძალას. ენქიდუ და გილგამეში მეგობრები ხდებიან. ამით გილგამეში გარდაიქმნება უკეთეს არსებად და პირიქითაც, ენქიდუც განიცდის ტრანსფორმაციას და იძენს კარგ თვისებებს. ისინი ერთმანეთს მაგალითებს აძლევენ და ერთმანეთისგან სწავლობენ. ხანდახან გილგამეში და ენქიდუ თავს ერთმანეთის ძმებადაც კი თვლიან.
 
== მესამე ფირფიტა ==
რამდენიმე წლის შემდეგ, [[გილგამეში|გილგამეში]] ხდება მოწყენილი ურუქში მშვიდობიანი ცხოვრებით. საკუთარი სახელის კიდევ უფრო განდიდების სურვილით იგი გადაწყვეტს წავიდეს [[კედარი|კედარის]] ტყეში, მოჭრას რამოდენიმე დიდი ხე და მოკლას ტყის მცველი – [[დემონი|დემონი]] [[ჰუმბაბა]]. გილგამეშს ამის გაკეთება სურს დიდებისათვის და აგრეთვე კედარის მოსაპოვბლად, რათა მისგან რამოდენიმე დიდი საგანი გააკეთოს. ენქიდუ ამბობს, რომ კედარის ტყეში ღვთაებების სამეფოა და იქ მოკვდავები არ უნდა მივიდნენ, მაგრამ მეგობრის გადარწმუნებას ვერ ახერხებს. ისინი ეძებენ სიბრძნეს და რჩევას უხუცესთა საბჭოსაგან, მაგრამ გილგამეში ჯიუტობს და საბოლოოდ ენქიდუც ნებდება მის სურვილს. ისინი ერთად ემზადებიან [[კედარი|კედარის]] ტყეში მოგზაურობისათვის. გილგამეში თავისი განზრახვის შესახებ უამბობს თავის დედას, რომელიც თავიდან ჩივის, თუმცა შემდეგ მზის ღმერთს [[შამაში|შამაშს]] სთხოვს დახმარებას და ამავდროლად რჩევებს აძლევს [[ენქიდუ|ენქიდუს]]. ქალი აგრეთვე ენქიდუს ღებულობს როგორც მეორე შვილს.
 
== მეოთხე ფირფიტა ==
ფირფიტაში აღწერილია [[გილგამეში|გილგამეშისა]] და [[ენქიდუ|ენქიდუს]] მოგზაურობა [[კედარი|კედარის]] ტყისაკენ. გზაში გილგამეში ხედავს ხუთ ცუდ სიზმარს, თუმცა ფირფიტის ცუდი სტუქტურის გამო იმ მონაკვეთის აღდგენა, სადაც მისი სიზმრების შესახებაა საუბარი, თითქმის შეუძლებელია. ენქიდუ გილგამეშის სიზმრებს თითოეულ შემთხვევაში აღწერს როგორც კარგ ნიშანს. როდესაც ისინი მიაღწევენ კედარის ტყეს, ენქიდუს კვლავ შიში მოიცავს და გილგამეში ამხნევებს მას.
 
== მეხუთე ფირფიტა ==
როდესაც გმირები საბოლოოდ მიაღწევენ დანიშნულების ადგილს, კედარის ტყის მონსტრი დემონი მცველი [[ჰუმბაბა]] მათ დაშინებას იწყებს. [[გილგამეში|გილგამეშს]] შიში მოიცავს, თუმცა [[ენქიდუ|ენქიდუს]] გამამხნევებელი სიტყვების შემდეგ ისინი ორივენი იწყებენ ტყის მცველის წინააღმდეგ ბრძოლას. მათმა გააფთრებამ [[სირია|სირიის]] მთები [[ლიბანი|ლიბანისაგან]] განაცალკევა. გილგამეში ჰუმბაბას შესაცდენად ხერხს მიმართავს: თავისი დებისა და ცოლების საყვარლებად მიცემას სთავაზობს მას. ამით მოტყუებულ [[ჰუმბაბა|ჰუმბაბას]] ავიწყდება თავისი შვიდი ფენისაგან შემდგარი აბჯრის ჩაცმა, რაც გილგამეშსა და ენქიდუს უპირატესობას აძლევს ბრძოლაში. საბოლოოდ, მზის ღმერთი [[შამაში]] გმირების დასახმარებლად გზავნის თავის 13 ქარს, რის შემდეგაც ჰუმბაბა მარცხდება. იგი სიცოცხლის შენარჩუნებას შესთხოვს გილგამეშს და ეს უკანასკნელიც ინდობს მას. [[ენქიდუ]] ბრაზდება მისი მეგობრის ამ გადაწყვეტილებით და დაჟინებით სთხოვს მას მონსტრის მოკვლას. ჰუმბაბა ენქიდუსკენ ტრიალდება და ამჯერად მას შესთხოვს დაარწმუნოს მისი მეგობარი, რომ მას სიცოცხლე შეუნარჩუნოს. ენქიდუ არ ითვალისწინებს მის თხოვნას და კვლავ იმეორებს თავის მოთხოვნას, რისი გამგონე ჰუმბაბაც ორივე გმირს წყევლის.გაბრაზებული [[გილგამეში]] კლავს ტყის მცველ მონსტრს. ამის შემდეგ ორი გმირი ჭრის დიდ [[კედარი|კედარს]], რომლისგანაც ენქიდუ აკეთებს დიდ კარს ღმერთებისათვის და მას ტივტივით მდინარის დინებას ატანს.
 
== მეექვსე ფირფიტა ==
[[გილგამეში]] უარს ამბობს ცის ღმერთ [[ანუ|ანუს]] შვილის – ქალღმერთი [[იშთარი|იშთარის]] მიერ შემოთავაზებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამის მიზეზი ქალღმერთის მიერ მისი ყოფილი საყვარლების, მაგალითად მწყემსი დუმუზის, მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობაა. გილგამეშის გადაწყვეტილებით გაბრაზებული [[იშთარი]] მამამისს, [[ანუ|ანუს]] სთხოვს ''სამოთხის ხარის'' გაგზავნას, რათა ამით მან შური იძიოს ურუქის მბრძანებელზე. თავდაპირველად ანუ უარზეა, თუმცა მას შემდეგ, რაც იშთარისაგან მკვდრების გაცოცხლების და მათ მიერ ცოცხალი ადამიანების განადგურების მუქარას მოისმენს, თანხმდება მას. ''სამოთხის ხარს'' უბედურება და გასაჭირი მოაქვს ქვეყნიერებისათვის. [[ეპოსი|ეპოსის]] თანახმად, იგი იწვევს გვალვას, რის შედეგადაც წყალი ქრება და მცენარეულობა ნადგურდება. [[გილგამეში]] და [[ენქიდუ]] ღმერთების დახმარების გარეშე კლავენ ''სამოთხის ხარს'' და მის გულს მსხვერპლად სწირავენ მზის ღმერთ [[შამაში|შამაშს]]. ამის შემდეგ გმირებს ესმით [[იშთარი|იშთარის]] ტირილის ხმა. ენქიდუ მკლავს აგლეჯს ხარს და მას დაშინების მიზნით მტირალე ქალღმერთს ესვრის სახეში. ქალაქი [[ურუქი]] აღნიშნავს გმირების ამ გამარჯვებას, თუმცა [[ენქიდუ|ენქიდუს]] ცუდი სიზმარი ესიზმრება, რომელიც შემდეგ ფირფიტაშია აღწერილი.
 
== მეშვიდე ფირფიტა ==
ენქიდუს სიზმარში, ღმერთები გადაწყვეტენ, რომ ''სამოთხის ხარისა'' და [[ჰუმბაბა|ჰუმბაბას]] მკველობისათვის ვინმე უნდა დაისაჯოს. მათი გადაწყვეტილებით ეს სწორედ [[ენქიდუ|ენქიდუა]], მიუხედავად იმისა, რომ [[შამაში]] ამის წინიააღმდეგია. ენქიდუ გილგამეშს ამცნობს ღმერთების ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ წყევლის მის მიერ ღმრეთებისათვის [[კედარი|კედარისაგან]] გაკეთებულ კარს. შოკში ჩავარდნილი [[გილგამეში]] მიდის ტაძარში და თავისი მეგობრის ჯანმრთელობისათვის ლოცულობს [[შამაში|შამაშის]] სახელზე. ამის შემდეგ [[ენქიდუ]] იწყებს მონადირისა და შამჰათის წყევლას, რადგანაც იგი უკვე ნანობს იმ დღეს, როდესაც ადამიანი გახდა. [[შამაში]] სამოთხიდან ესაუბრება ენქიდუს – უსამართლოდ მოქცევაში ადანაშაულებს მას და ასევე ამცნობს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ [[გილგამეში]] სევდისაგან ძალიან შეიცვლება. [[ენქიდუ]] ივიწყებს თავის წყევლას და შამჰათს ემადლიერება. იგი თანდათანობით უფრო და უფრო ავად ხდება და სიკვდილის პირას მისული აღწერს მის ჩასვლას საშინელ ''ქვესკნელის სამყაროში'', რომელსაც იგი ''მტვრის სახლს'' უწოდებს, სადაც მკვდრებს ჩიტების მსგავსად ფრთები აქვთ. ისინი თიხას ჭამენ და სინათლის გარეშე არსებობენ.
 
== მერვე ფირფიტა ==
[[გილგამეში]] იწყებს გოდებას [[ენქიდუ|ენქიდუს]] სიკვდილის გამო. იგი უამრავ საჩუქარს სთავაზობს ღმერთებს იმის სანაცვლოდ, რომ მათ ექიდუსთან ახლოს ყოფნის საშუალება მისცენ ''ქვესკნელის სამყაროში''. გილგამეში ბრძანებს, რომ ურუქის მთელმა მოსახლეობამაც – უბრალო გლეხებიდან დაწყებული მაღალი წოდების ტაძრის ქურუმებით დამთავრებული – იგლოვოს ენქიდუ. იგი ასევე ბრძანებს, რომ ქალაქში აიგოს [[ენქიდუ|ენქიდუს]] ქანდაკებები. გილგამეში იმდენად სავსეა დარდითა და მწუხარებით, რომ ექვსი დღისა და შვიდი ღამის განმავლობაში არ ტოვებს ენქიდუს გვამს და ამ ხნის განმავლობაში არავის აძლევს მის დაწვის საშუალებას.
 
== მეცხრე ფირფიტა ==
[[გილგამეში]] გადაწყვეტს თავიდან აიცილოს [[ენქიდუ|ენქიდუს]] ბედი და იწყებს სახიფათო მოგზაურობას უთნაფიშთიმისა და მისი ცოლის სანახავად, რომლებიც ერთადერთი ადამიანები არიან, რომლებიც დიდ [[წარღვნა|წარღვნას]] გადაურჩნენ და ღმერთების მიერ უკვდავობა მიენიჭათ. გილგამეშს იმედი აქვს, რომ თავადაც გახდება უკვდავი. უთნაფიშთიმი და მისი ცოლი ცხოვრობენ მშვენიერ ქვეყანაში – [[დილმუნი|დილმუნში]], რომელიც სხვა სამყაროშია. გილგამეში აღმოსავლეთით მიემართება მათი ადგილსამყოფელისაკენ და გზად უამრავ მდინარეს, ოკეანეს და მთას გადის. უკიდურეს აღმოსავლეთით, ქვეყნიერების დასასრულში იგი ებრძვის და კლავს მთის ლომებს, დათვებს და სხვა არსებებს. საბოლოოდ, იგი მიაღწევს მაშუს მთის ტყუპ მწვერვალებს, საიდანაც მზე ამოდის და ახალი სამყარო იწყება. აქ მას უწევს შესასვლელის მცველი ორი [[მორიელი|მორიელის]] მსგავსი საშინელი არსების ნებართვა, რომ მას გზის გაგრძელების საშუალება მისცენ. მას შემდეგ, რაც [[გილგამეში]] არწმუნებს მათ, თუ როგორი მოწადინებული და შემართულია იგი უთნაფიშთიმის სანახავად, მორიელები მას შესვლის ნებას აძლევენ. გილგამეში ბნელ გვირაბში შედის, სადაც მზე მოგზაურობს ყოველ ღამით. ზუსტად იმ დროს, როდესაც სადაცაა გილგამეშს მზე წამოეწევა და ''ჩრდილოეთის ქარი'' და ყინვა აწუხებს, გმირი გვირაბის გასასვლელს მიაღწევს და გასაჭირს თავს დააღწევს. სამყარო, რომელსაც გილგამეში გვირაბის მეორე მხარეს იხილავს, ულამაზესი და ბრწყინვალეა. ის სავსეა ხეებით, რომლებსაც ფოთლებად ძვირფასი ქვები ასხიათ.
 
== მეათე ფირფიტა ==
[[გილგამეში]] ხვდება ქალს, სახელად სიდურს, რომელსაც იგი მისი გარეგნობის გამო თავდაპირველად მკვლელი ჰგონია. გილგამეში უყვება მას თავის მოგზაურობის შესახებ. ქალი ცდილობს გადაარწმუნოს იგი და შეაცვლევინოს მისი გადაწყვეტილება, თუმცა ამაოდ. სიდური გილგამეშს გზავნის მებორნე ურშანაბისთან, რომელიც გმირს ზღვის გადალახვაში უნდა დაეხმაროს, რათა მან უთნაფიშთიმამდე მიაღწიოს. ურშანაბი ქვის გოლიათებთან ერთად იმყოფება, რომლებსაც გილგამეში მტრებად მიიჩნევს და კლავს. როდესაც ურუქის მეფე მებორნეს აუხსნის თავისი მოგზაურობის მიზანს, ურშანაბი მას აუწყებს, რომ მხოლოდ ახლახანს მოკლულ ქვის არსებებს შეეძლოთ ''სიკვდილის წყლების'' გადალახვა. ამ წყლების გადაცურვა თითქმის შეუძლებელია, რადგან მათი ოდნავი შეხებაც კი სიკვდილს იწვევს. მიუხედავად საშიშროებისა, ურშანაბი თანხმდება გილგამეშის დამხარებას და სთხოვს მას მოჭრას 300 ხე, რომლებიც ისე უნდა დაალაგოს, რომ წყალზე გადასასვლელად გამოიყენონ, ხოლო აფრის ფუნქციას კი ტანისამოსი შეასრულებს. საბოლოოდ, [[გილგამეში]] და ურშანაბი მიაღწევენ დანიშნულების ადგილს, [[დილმუნი|დილმუნს]]. უთნაფიშთიმი ამჩნევს, რომ ნავში ურშანაბისთან ერთად სხვაც იმყოფება და მას ვინაობის გამხელას სთხოვს. გილგამეში უამბობს თავის მოგზაურობის მიზანს და დახმარებას სთხოვს მას. უთნაფიშთიმი საყვედურობს ურუქის მეფეს, რადგან მისი თქმით ადამიანის ბედის წინააღმდეგ ბრძოლა ამაოა და ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღებას ხელს უშლის.
 
== მეთერთმეტე ფირფიტა ==
[[გილგამეში]] ამჩნევს, რომ უთნაფიშთიმი მისგან არაფრით განსხვავდება და სთხოვს მას მოყვეს თავისი ისტორია და განმარტოს, თუ რატომ აქვს განსხვავებული ბედი. უთნაფიშთიმი უამბობს მას დიდი [[წარღვნა|წარღვნის]] შესახებ, რომელსაც მხოლოდ იგი გადაურჩა და ამის შემდეგ ღმერთების მიერ უკვდავება აქვს მინიჭებული. იგი ეჭვობს, თუ რატომ უნდა დასდონ ღმერთებმა იგივე პატივი გილგამეშს, თუმცა უხალისოდ მაინც თანხმდება მისცეს უკვდავობის შანსი მას, მაგრამ, ჯერ გამოცდის სახით სთხოვს ექვსი დღისა და შვიდი ღამის განმავლობაში ძილის გარეშე გაძლოს. როგორც კი უთნაფიშთიმი თავის სათქმელს დაასრულებს, გილგამეშს ჩაეძინება. უთნაფიშთიმი სასაცილოდ იგდებს ურუქის ხელმწიფეს თავისი ცოლის თანდასწრებით და სთხოვს მას გილგამეშის გამოფხიზლებამდე ყოველდღე ერთი ახალი პური დააცხოს, რათა შემდგომ [[გილგამეში|გილგამეშმა]] ვერ უარყოს საკუთარი წარუმატებლობა. როდესაც შვიდი დღის შემდეგ ურუქის ხელმწიფე იღვიძებს და საკუთარ მარცხს აღმოაჩენს, უთნაფიშთიმი გააფთრებულია და მას და ურშანაბის, რომელიც მის მიერ განდევნილ იქნა, ქალაქ ურუქში დასაბრუნებლად გზავნის. გამგზავრების მომენტში უთნაფიშთიმის ცოლი სთხოვს მის ქმარს წყალობა გამოიჩინოს გილგამეშისადმი, რადგან მან ხანგრძლივი გზა განვლო მათთან მისასვლელად. უთნაფიშთიმი თანხმდება და ურუქის ხელმწიფეს მცენარის შესახებ უამბობს, რომელიც ოკეანის ფსკერზე ხარობს და მისი გამოყენების შემდეგ ახალგაზრდობის დაბრუნება შეიძლება. გილგამეში მართლაც იპოვის მცენარეს ფეხებზე მიბმული ქვების დახმარებით, რაც მას საშუალებას აძლევს ოკეანის ფსკერზე გადაადგილდეს, თუმცა არ სჯერა მცენარის ძალის და გადაწყვეტს [[ურუქი|ურუქში]] დაბრუნების შემდეგ მოხუც კაცზე გამოცადოს ის. საუბედუროდ, ცურვის დროს, გილგამეში მას ტბის ნაპირზე ტოვებს, სადაც მცენარეს გველი იპარავს. ქვეწარმავალი კანს იცვლის და ახალგაზრდავდება. ამის შემყურე ურუქის ხელმწიფე ტირილს იწყებს ურშანაბის თანდასწრებით, რადგან მან სიკვდილთან ბრძოლის უკანასკნელი შესაძლებლობაც დაკარგა. საბოლოოდ, [[გილგამეში]] ბრუნდება [[ურუქი|ურუქში]] და ურშანაბისთან აქებს ქალაქის მასიურ და მტკიცე გალავანს.
 
== მეთორმეტე ფირფიტა ==
''ეს ფირფიტა ეპოსის საერთო შინაარსისაგან განსხვავდება და კონტექსტიდან ამოვარდნილია. იგი სავარაუდოდ სხვა ავტორის მიერ მოგვიანებითაა დაწერილი.'' [[გილგამეში]] შესჩივლებს [[ენქიდუ|ენქიდუს]], რომ თავისი სათამაშო ბურთები მიწისქვეშეთში ჩაუცვივდა. [[ენქიდუ]] მათ უკან ამოტანას სთავაზობს. გახარებული გილგამეში არიგებს მას, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რათა უკან დაბრუნება შეძლოს. ენქიდუ ივიწყებს მეგობრის სიტყვას და ყველაფერს მისი რჩევის საპირისპიროდ აკეთებს. შედეგად, იგი თავს ვერ აღწევს მიწისქვეშეთს და იქ დარჩენა უწევს. შეწუხებული გილგამეში ღმერთებს ევედრება, დაეხმარონ თავისი მეგობრის დაბრუნებაში. ღმერთები – ენლილი და სინი თავს არ იწუხებენ მისთვის პასუხის გასაცემად, ხოლო [[შამაში]] და ეა კი მის დახმარებას გადაწყვეტენ. შამაში დედამიწაში ხვრელს აკეთებს, საიდანაც ენქიდუ ამოდის. ფირფიტა იმით სრულდება, რომ [[გილგამეში]] ეკითხება ენქიდუს იმის შესახებ, თუ რა იხილა მან მიწისქვეშეთში. მოთხრობის მიხედვით გაურკვეველია [[ენქიდუ]] მართლაც უბრუნდება რეალურ ცხოვრებას, თუ იგი მხოლოდ მოჩვენებად არსებობს.
 
== პერსონაჟები და გეოგრაფიული ობიექტები ==
* '''ანუ''' – სამოთხისა და ცის ღმერთი შუმერულ, ასურულ და ბაბილონურ მითოლოგიაში.
* '''ანაუაკი''' – ღმერთთა ჯგუფი, ანუს კომპანიონები.
* '''ანზუ''' – ღმერთი–ჩიტი. ჰქონდა არწივის ფრთები და ლომის ფორმის ფეხები.
* '''აპსუ''' – მითიური ოკეანე მიწისქვეშეთში, საიდანაც წყაროები და სასმელი წყაროები მოედინებოდნენ.
* '''არურუ''' – დედამიწის დედა–ღვთაება, ენლილის და, ენკის მეუღლე და ნინსარის დედა.
* '''ენლილი''' – მთავარი ღმერთი. ქარის პატრონი.
* '''ენქიდუ''' – ეპოსის ერთ–ერთი მთავარი მოქმედი პირი. იგი ღმერთ ანუს დავალებით თიხისაგან შექმნა ქალღმერთმა არურუმ.
* '''ერეშქიგალი''' – ირკალას (მიწისქვეშეთი) დედოფალი.
* '''ეთანა''' – ქალაქ ქიშის ხელმწიფე. ლეგენდის თანახმად იგი წარღვნას გადაურჩა.
* '''გილგამეში''' – მოხსენიებულია შუმერულ მეფეთა სიაში. სავარაუდოდ იგი იყო ნამდვილი ხელმწიფე ძვ.წ. 26 საუკუნეში.
* '''ჰუმბაბა''' – კედარის ტყის გიგანტური მცველი, სავარაუდოდ ჰქონდა ლომის სახე.
* '''იგიგის ღმერთები''' – ძირითადი, პირველხარისხოვანი ღმერთები.
* '''ირკალა''' – საშინელი მიწისქვეშეთი, რომელსაც მართავდა სიკვდილის ღმერთი ნერგალი და მისი მეუღლე ერეშქიგალი.
* '''იშთარი''' – სიყვარულის, ნაყოფიერებისა და ომის ქალღმერთი, შამაშის ტყუპისცალი.
* '''ლაპის ლაზული''' – ლილაქვა, ლურჯი ფერის ძვირფასი ქვა.
* '''ნინურტა''' – მიწათმოქმედების, ხვნის ღმერთი.
* '''ნიპური''' – უძველესი წმინდა ქალაქი, მდებარეობს ახლანდელი ერაყის ტერიტორიაზე, ბაღდადის სამხრეთით, 150 კმ–ს მანძილზე.
* '''რიმათ–ნინსუნი''' – წმინდა ქალღმერთი, გილგამეშის დედა, მეფე–ღმერთის – ლუგალბანდას – მეუღლე.
* '''სიდური''' – ბრძენი ქალი, მიჩნეულია ღვთაებად. მისი სახელი დაკავშირებულია ლუდთან.
* '''სიპარი''' – უძველესი ქალაქი, მდებარეობს ახლანდელი ერაყის ტერიტორიაზე, ქალაქ ბაღდადის მიდამოებში.
* '''ურუქი''' – უძველესი ქალაქი მესოპოტამიაში, მდებარეობს ერაყის ტერიტორიაზე, ბაღდადის სამხრეთით, დაახლოებით 200 კმ–ში.
* '''უთნაფიშთიმი''' – შურუპაკის ხელმწიფე. ლეგენდის მიხედვით, წარღვნას გადარჩენილი ადამიანი.
* '''შამაში''' – მზის ღმერთი, მთვარის ღმერთ ნანარის დაქვემდებარებაში მყოფი.
* '''შამჰათი''' – სასახლის მეძავი, ქალღმერთ იშთარის ქურუმი.
* '''შურუპაკი''' – უძველესი ქალაქი, მდებარეობს ერაყის ტერიტორიაზე, ბაღდადის სამხრეთ–აღმოსავლეთით, დაახლოებით 200 კმ–ში.
 
== ლიტერატურა ==
* '' კიკნაძე ზ.,'' ქსე, ტ. 3, გვ. 154, თბ., 1978
 
== რესურსები ინტერნეტში ==
1. [http://reso-kiknadze.de/gilgameSis%20eposi.pdf გილგამეშის ეპოსის ანალიზი ქართულ ენაზე] ავტორი: ზ. კიკნაძე.
 
2. [http://mcgoodwin.net/pages/otherbooks/gilgamesh.html გილგამეშის ეპოსის მოკლე შინაარსი ინგლისურ ენაზე] ავტორი: მ.მაკგუდვინი
{{ახლო აღმოსავლეთის უძველესი ისტორია}}
 
[[კატეგორია:ანტიკური ლიტერატურა]]
[[კატეგორია:ძველი შუამდინარეთი]]
Line 112 ⟶ 113:
[[mk:Гилгамеш (еп)]]
[[ml:ഗില്‍ഗമെഷ് ഇതിഹാസം]]
[[nl:GilgamesjeposGilgamesj-epos]]
[[no:Gilgamesj]]
[[pl:Epos o Gilgameszu]]