ჟორჟ ბიზე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
(ვიკიფიცირება)
ჟორჟ ბიზე დაიბადა 1838 წლის 25 ოქტომბერს [[პარიზი|პარიზში]], მუსიკოსის ოჯახში. მამა სიმღერის მასწავლებელი იყო, დედა კარგად უკრავდა ფორტეპიანოზე და ჟორჟის პირველი მასწავლებელიც დედა იყო. ჟორჟ ბიზეს ნამდვილი სახელი ალექსანდრ ცეზრ ლეოპოლდ ბიზეა, მაგრამ მოგვიანებით მოინათლა როგორც ჟორჟ ბიზე.
 
ოთხი წლის ასაკში ბიზემ კარგად იცოდა ნოტები, ხოლო ათი წლის ასაკში პარიზის კონსერვატორისშიკონსერვატორიაში შევიდა ორ ფაკულტეტზე: ფორტეპიანოსა და კომპოზიციის განხრით, შ.გუნუს ხელმძღვანელობით, სადაც ცხრა წელი დაჰყო. მას იტაცებდა ლიტერატურაც. ბიზე კონსერვატორიაში წარმატებულად მეცადინეობდა, ახალგაზრდა მუსიკოსმა არაერთხელ მიიღო პრემიები კონსერვატორიის შიდა კონკურსებზე: ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრით, პოლიფონისა და კომპოზიციაში. მან კონსერვატორია დაამთავრა 1857 წელს მიღებული დიდი რიმსკის პრემიით და საშუალება მიეცა სწავლა გაეგრძელებინა [[იტალია]]ში.
 
[[რომი|რომში]] ყოფნის დროს ბიზე ქმნის კომიკურ ოპერას „დონ პროკოპიოს და სიმფონია კანტატას „ვასკო და გამას“, სადაც გამოვლინდა კომპოზიტორის სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნები - ინტერესი ფერადოვან, ნათელ, ხალხურ სცენისადმი.
 
იტალიიდან დაბრუნების შემდეგ იმედი აქვს, რომ წარმატებას მიაღწევს, დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში, მაგრამ კომპოზიტორის მთელი ხანმოკლე სიცოცხლე მძიმე და გამუდმებული შრომის მაგალითია. ბიზე იძულებულია გააორკესტროს სხვისი ნაწარმოებები, უკეთოს მას კორექტურა, წეროს მსუბუქი მუსიკა, ირბინოს კერძო გაკვეთილებზე.