პუბლიუს დეციუს მუსი (უფროსი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: sh:Publije Decije Mus (340. pne.)
ბოტის დამატება: pt:Públio Décio Mus; cosmetic changes
ხაზი 1:
'''პუბლიუს დეციუს მუსი''' - (''[[ლათინური ენა|ლათ.]]'' Publius Decius Mus) კვინტუსის ძე. [[რომის რესპუბლიკა|რომის]] [[კონსული]] [[ძვ. წ. 340]] წელს.
 
== ბიოგრაფია ==
 
პუბლიუს დეციუს მუსის შესახებ სამწუხაროდ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. უცნობია მისი დაბადების თარიღი და ადგილი, მისი საქმიანობა [[ძვ. წ. 352]] წლამდე, როდესაც იგი აირჩიეს მენსარების<ref>მენსარიები - მემაგიდეები (ლათინურად Mensa - მაგიდა). ასე შეარქვეს ამ 5 კაციან კოლეგიას იმის გამო რომ ისინი მაგიდასთან ისხდნენ ფორუმზე და ასე ანაწილებდნენ ვალებს.</ref> ხუთკაციან კოლეგიაში. ამ კოლეგიის მოვალეობა იყო შეესწავლათ მოქალაქეთა ვალები და ვადაგასული ვალები დაეფარათ. ამ კოლეგიის მუშაობა ძალიან კარგად შეაფასეს, როგორც [[ტიტუს ლივიუსი]] გვამცნობს, მათ ვალების პრობლემა შესანიშნავად გადაჭრეს.
 
=== სამნიტებთან ომში გმირობა ===
 
[[სამნიტური ომები|I სამნიტური ომის]] დროს პუბლიუს დეციუსი იყო კონსულ [[ავლუს კორნელიუსი]]ს ლეგიონებში სამხედრო [[ტრიბუნი]]. აქ მან გმირობითა და გონების გამჭრიახობით გამოიჩინა თავი. კონსულმა [[სატიკულუმი]]დან გამოსვლისას ჯარები ტყიან მთებში შეიყვანა, საიდანაც მხოლოდ ვიწრო ხეობით შეიძლებოდა გამოსვლა, ხოლო ხეობის მაღლობებზე [[სამნიტები]] იყვნენ ჩასაფრებულნი.
ხაზი 21:
დეციუსის მეომრები კონსულმა გულუხვად დაასაჩუქრა, თითოს ორმაგი სანოვაგე, ორ-ორი ტუნიკა და თითო ხარი აჩუქა, ხოლო დეციუსს ოქროს გვირგვინი და თეთრი ხარი მოოქროვილი რქებით უბოძა, ჯარისკაცებმა კი [[ბალახის გვირგვინი]]ც უბოძეს. ხოლო როდესაც კონსულები ტრიუმფით დაბრუნდნენ რომში, დეციუსს არანაკლები პატივი ხვდა წილად, ვიდრე მათ.
 
=== ლათინებთან ომში თავის მსხვერპლად შეწირვა ===
 
ძვ. წ. 340 წელს პუბლიუს დეციუსი კონსულად აირჩიეს [[ტიტუს მანლიუსი|ტიტუს მანლიუს ტორკვატუსთან]] ერთად. მათ ამოცანას შეადგენდა [[ლათინები]]ს წინააღმდეგ [[ლათინური ომი|ომის]] წარმართვა. რომაული და ლათინური ლეგიონები [[კაპუა]]სთან დაბანაკდნენ. ღამით ორივე კონსულმა ერთი და იგივე სიზმარი ნახა, მათ გამოეცხადათ ღმერთი და უთხრა რომ ერთი ჯარის მხედართმთავარი და მეორე ჯარი ქვესკნელის ღმერთებს უნდა შეეწიროს მსხვერპლად.
ხაზი 37:
რომაელებმა სძლიეს ლათინებს [[ბრძოლა ვეზუვის მთასთან|ვეზუვისთან ბრძოლაში]]. იმ საღამოს პუბლიუს დეციუსის ცხედრის აღმოჩენა ვერ მოხერხდა, იგი მხოლოდ მეორე დილას იპოვეს და დიდი პატივით დაკრძალეს.
 
== წყაროები ==
 
* [http://ancientrome.ru/antlitr/livi/kn08-f.htm ტიტუს ლივიუსი რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან VII და VIII წიგნები]
 
== შენიშვნები ==
{{სქოლიოს სია}}
 
== იხ. აგრეთვე ==
 
* [[ლათინური ომი]]
* [[ტიტუს მანლიუსი]]
* [[ბრძოლა ვეზუვის მთასთან]]
 
[[კატეგორია:რომაელები]]
ხაზი 65:
[[it:Publio Decio Mure (console 340 a.C.)]]
[[nl:Publius Decius Mus I]]
[[pt:Públio Décio Mus]]
[[ru:Публий Деций Мус (консул 340 года до н. э.)]]
[[sh:Publije Decije Mus (340. pne.)]]