გელათის საეპისკოპოსო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
'''გელათის საეპისკოპოსო''', ერთ-ერთი დიდი [[ეპარქია]] ფეოდალურ [[საქართველო]]ში. დააარსა [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფე [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|ბაგრატ III-მ]] XVI საუკუნის 20-იან წლებში. მოიცავდა ტერიტორიას [[ქუთაისი]]დან, [[რიონი|მდ. რიონიდან]], [[ყვირილა|მდ. ყვირილის]] გადაღმა [[კაცხი|კაცხამდე]]. ხრეითიდან [[რაჭა|რაჭის]] მთამდე და [[ოკრიბა]]ს. გელათის ეპისკოპოსი (გენათელი) მეფის რწმუნებულად ითვლებოდა გელათის მონასტერში. კათოლიკოს [[ევდემონ I|ევდემონ ჩხეტიძის]] დროს ([[1557]]-[[1578]]) დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან [[გელათის მონასტერი|გელათის მონასტერში]] გადმოიტანეს. კათოლიკოსს საკუთრებად გადაეცა წმ. გიორგის ეკლესია. XIX საუკუნის 20-იან წლებში გელათის საეპისკოპოსო გაუქმდა და იმერეთის საეპისკოპოსოში შევიდა.
 
== ლიტერატურა ==
 
* '' ლომინაძე ბ.,'' გელათი, თბ., 1955;
* ''მისივე,'' გელათი (მეგზური), თბ., 1959;