დოსითეოსი (ფიცხელაური): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 15:
#ქსნის მოსახლეობის მართვა დავალებოდათ ადგილობრივ აზნაურებს: [[ფიცხელაურები|ფიცხელაურებს]], [[ფურცელაძეები|ფურცელაძეებს]] და [[ჩერქეზიშვილები|ჩერქეზიშვილებს]].
 
იმპერატორმა ალექსანდრემ პროექტი მოიწონა და ოსეთის სასულიერო კომისიის თავმჯდომარის რანგში [[1815]] წელს დოსითეოზი [[საქართველო]]ში დაბრუნდა და თავის სასულიერო საქმიანობას შეუდგა.
 
==სასულიერო კარიერა==
 
[[1807 ]] წელს დოსითეოზი ქვათახევის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. მის შესახებ [[იოანე ბაგრატიონი]] წერს: {{ციტატა|“არს წერილთა შინა გამოცდილი და უბნობასა შინა რიტორი. ამან იღვაწა მსგავსად პირველისა და განაახლა ხელახლა მონასტერი და დაადგინა ბერები. ამანვე აღაშენა კარგი წისქვილი გორსა შინა და განუმრავლა შემოსავალი მონასტერსა“.}} [[1809]] წელს არქიმანდრიტ დოსითეოსის ძებნის შედეგად, აღმოჩენილ იქნა ქვათახევის მონასტრის სიწმინდეები, რომლებიც ნახევარი საუკუნის წინ ბერებმა ლეკთა შემოსევის გამო გადამალეს და ისინი კვლავ მონასტერში დააბრუნა.
 
1811 წელს ქვათახევის შიომღვიმის სავანეც მიეწერა და არქიმანდრიტი დოსითეოზი შეთავსებით შიომღვიმის წინ ამძღვრადაც დაინიშნა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ გორის ეპისკოპოსად და ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად ინიშნება.
 
1815 წელს უკვე მთავარეპისკოპოს დოსითეოსს ახლად შექმნილი ოსეთის ეპარქიის მართვა დაევალა, მასვე დაუმორჩილეს სამწყსოდ [[თელავი]]ს [[თელავის მაზრა|მაზრის]] ქრისტიანები და კავკასიის მთის ქორეპისკოპოსის წოდება მიანიჭეს. მთავარმართებელ რტიშჩევის დროს ქსნის ერისთავების დასმენის შედეგად მოსკოვში გაიწვიეს სადაც მოღვაწეობდა [[1825]] წლამდე, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და თბილისში ცხოვრობდა. გარდაიცვალა [[1830]] წელს და დაკრძალულია ავლაბრის გორაზე მდებარე [[თბილისი]]ს [[თბილისის ფერისცვალების მონასტერი|ფერისცვალების მონასტერში]].
 
[[კატეგორია:ქართველი საეკლესიო მოღვაწეები]]