არქეოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: be:Археалогія
No edit summary
ხაზი 1:
არქეოლოგია – (არქეო – /ბერძნ. archaios - ძველი/, რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, მიუთითებს მისი შემცველი სიტყვების კავშირს სიძველესთან. მაგ., [[არქეოგრაფია]], არქეოლოგია, [[არქეოპტერიქსი]]) – მეცნიერება, რომელიც კაცობრიობის ისტორიულ წარსულს სწავლობს ნივთიერი კულტურის ძეგლების მიხედვით.
'''არქეოლოგია''' არის [[მეცნიერება]], რომელიც შეისწავლის [[საზოგადოება|საზოგადოების]] [[ისტორია|ისტორიას]] ადამიანთა სიცოცხლისა და საქმიანობის მატერიალური ნაშთების მიხედვით. არქეოლოგია იკვლევს ცალკეულ უძველეს საგნებს ([[შრომის იარაღი|შრომის იარაღები]], [[ჭურჭელი]], იარაღი, [[სამკაული|სამკაულები]]) და მთელ კომპლექსებს ([[ნასახლარი|ნასახლარები]], [[განძი|განძები]], [[სამაროვანი|სამაროვნები]]), რომლებიც აღმოჩენილია არქეოლოგიური გათხრებით. ამ მატერიალური ძეგლების საფუძველზე შესაძლებელი ხდება იმ ეპოქების სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის აღდგენა, რომლებიც წერილობით წყაროებში ნაკლებად ან საერთოდ არ არის აღწერილი.
 
არქეოლოგიური ძეგლები ერთადერთი წყაროა ადამიანთა საზოგადოების განვითარების ისტორიის უდიდესი ნაწილის შესასწავლად. არქეოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს [[დამწერლობა |დამწერლობიანი]] ეპოქების ისტორიულად შესასწავლადაც. არქეოლოგიური კვლევის შედეგები ავსებს და აზუსტებს წერილობითი წყაროების ცნობებს. არქეოლოგთა აღმოჩენილია თვით დამწერლობის უძველესი ძეგლებიც.
 
ნივთიერი ძეგლების მოსაპოვებლად ტარდება არქეოლოგიური გათხრები, რომლებსაც ჩვეულებრივ წინ უძღვის არქეოლოგიური დაზვერვა. განათხარი მასალის შესწავლისას არქეოლოგია ეყრდნობა ნივთიერი ძეგლების ასაკის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის საკუთარ მეთოდებს (იხ. ქვემოთ არქეოლოგიური დათარიღება). ამგვარი შესწავლის შემდეგ არქეოლოგიური ძეგლი ისტორიულ წყაროდ იქცევა. არქეოლოგია ნივთიერი წყაროების მონაცემთა საფუძველზე ახდენს ძველ საზოგადოებათა კულტურულ და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის რეკონსტრუქციას. ვინაიდან ადამიანთა საზოგადოების ისტორიული განვითარების ყოველ საფეხურზე ნივთიერი კულტურა და ყოფა კანონზომიერადაა დაკავშირებული სოციალურ–ეკონომიკურ ცხოვრებასთან.
არქეოლოგია როგორც მეცნიერება ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნის დასაწყისში. მანამდე იგი წარმოაგენდა ანტიკური ხანის შემსწავლელი [[ხელოვნებათმცოდნეობა|ხელოვნებათმცოდნეობის]] მიმართულება. არქეოლოგიის დარგები გამოიყოფა ეპოქების (ქვის ხანის, ბრინჯაოს ხანის), კულტურულ-ისტორიული ან ეთნოგრაფიული რეგიონის შესაბამისად. არქეოლოგიური მასალების დამუშავებისათვის გამოიყენება ტიპოლოგიური, ტრასეოლოგიური, კარტოგრაფიული და სხვა მეთოდები.
 
==არქეოლოგიის ისტორია==
არქეოლოგია, როგორც მეცნიერება, რომელსაც კვლევის საკუთარი მეთოდები აქვს, ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში, თუმცა სიძველეებისადმი ინტერესს უძველესი დროიდანვე იჩენდნენ. ჯერ კიდევ ძვ. წ. VI საუკუნეში [[ბაბილონეთი |ბაბილონის]] მეფე [[ნაბონიდი]]ს ბრძანებით თხრიდნენ ძველ სასახლეთა ნანგრევებს და აღრიცხავდნენ ყოველგვარ მონაპოვარს, უმთავრესად კი წარწერებს. ტერმინი „არქეოლოგია“ სიძველეთმცოდნეობის მნიშვნელობით პირველად გამოიყენა [[პლატონი |პლატონმა]] (ძვ. წ. IV ს.) სიძველეთა შესწავლა საგანგებო ყურადღების საგანი გახდა [[ძველი რომი |ძველ რომში]]. რომაელმა პოეტმა და მოაზროვნემ [[ლუკრეციუსი |ლუკრეციუსმა]] პირველმა გამოთქვა ჰიპოთეზა კაცობრიობის ისტორიაში ქვის, [[ბრინჯაოს ხანა |ბრინჯაოსა]] და [[რკინის ხანა |რკინის ხანის]] მონაცვლეობის შესახებ (ეს [[ჰიპოთეზა]] [[1836]] წელს დაასაბუთა დანიელმა არქეოლოგმა კ. თომსენმა).
 
[[რენესანსი]]სა და მომდევნო ხანაში, განსაკუთრებით კი XVIII საუკუნეში, გაცხოველდა ინტერესი არქეოლოგიური სიძველეებისადმი. გაჩნდნენ ანტიკვარი–კოლექციონერები, რომლებიც აგროვებდნენ არქეოლოგიურ ძეგლებს. დაიწყეს ასევე არქეოლოგიური გათხრების წარმოება მეცნიერული თვალსაზრისით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა [[პომპეი]]ს გათხრებს, რომელიც დაიწყო [[1748]] წელს და ფართო მასშტაბი მიიღო XIX საუკუნეში. XVIII საუკუნეში შეიქმნა პირველი არქეოლოგიური საზოგადოებები, დაარსდა სამეცნიერო არქეოლოგიური ჟურნალები. მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებში თანდათანობით დაგროვდა დიდი მნიშვნელობის არქეოლოგიური კოლექციები.
არქეოლოგები ახდენენ მოპოვებული არქეოლოგიური მასალის დათარიღებას. მათი ქრონოლოგია შეიძლება იყოს აბსოლუტური, ანუ გამოსახული წლებში, საუკუნეებში, ათასწლეულებში, ან ფარდობითი სხვა ძეგლებთან მიმართებაში (უფრო ადრინდელი, უფრო გვიანდელი). არქეოლოგიური დათარიღება ხდება თვით არქეოლოგიური (სტრატიგრაფიული, ტიპოლოგიური და ა.შ.) ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მეთოდებით (რადიონახშირბადული და სხვა).
 
არქეოლოგიის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა [[საბუნებისმეტყველო მეცნიერებები |საბუნებისმეტყველო მეცნიერებთა]] აღმავლობამ. არქეოლოგმა [[მორტილიე]]მ დაამუშავა ( 1869 – 1883 წწ.) [[ქვის ხანა |ქვის ხანის]] ძეგლების კლასიფიკაცია. მის მიერ გამოყოფილი ქვის ხანის ძირითადი ეტაპები – [[შელი]], [[აშელი]], [[მუსტიე]] და სხვ. ასახავენ ქვის იარაღების დამზადების ტექნიკის განვითარების თანამიმდევრულ ეტაპებს, რაც შეესატყვისება ადამიანის კულტურის განვითარების ცალკეულ საფეხურებს. [[გეოლოგია |გეოლოგიური]] თვალსაზრისით არქეოლოგიის მონაცემების ანალიზით შესაძლებელი გახდა კაცობრიობის ისტორიის დაკავშირება [[დედამიწა |დედამიწის]] ისტორიის პერიოდებთან. დროთა განმავლობაში [[შრომის იარაღი |იარაღებისა]] და ნივთიერი კულტურის სხვა ძეგლების შესწავლიდან არქეოლოგია გადავიდა [[პირველყოფილი საზოგადოება |პირველყოფილი საზოგადოების]] ისტორიულ შესწავლაზე. XIX საუკუნის ბოლოს დადგინდა კავშირი [[პალეოლითი |პალეოლითსა]] და [[ნეოლითი |ნეოლითს]] შორის, გამოიყო გარდამავალი ეპოქა – [[მეზოლითი]].
 
განსაკუთრებით წარმატებებს მიაღწია კლასიკურმა არქეოლოგიამ. მისი შემდგომი განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ფრანგული, გერმანული, ინგლისური და ამერიკული არქეოლოგიური ექსპედიციების მუშაობას [[ეგვიპტე]]ში, [[საბერძნეთი |საბერძნეთში]], [[თურქეთი |თურქეთში]], [[ირანი |ირანში]], [[ერაყი |ერაყში]], [[წინა აზია]]სა და [[ჩრდილოეთი აფრიკა |ჩრდილოეთ აფრიკის]] სხვა ქვეყნებში; შედეგად აღმოჩნდა ეგვიპტის, [[მესოპოტამია |მესოპოტამიის]], ეგეოსის უძველესი ცივილიზაციები. ასეთივე ძვ. ადრინდ. მონათმფლობელური ცივილიზაციები აღმოჩნდა XX საუკუნის 20–იან წლებში ინდოეთში და შემდეგ ჩინეთშიც.
არქეოლოგიურ ძეგლთა ერთობლიობას, რომლებიც მიეკუთვნებიან ერთ პერიოდს, ერთ რეგიონს ან ხასიათდებიან საერთო თავისებურებებით, [[არქეოლოგიური კულტურა|არქეოლოგიურ კულტურას]] უწოდებენ. ცნობილი არქეოლოგიური კულტურებია:
 
არქეოლოგიის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ო. [[მონტელიუსი]]ს მიერ დამუშავებულ ე. წ. ფორმალურ–ტიპოლოგიურ მეთოდს – ნივთების კლასიფიკაციის მეთოდს, რომელიც მათი შეფარდებითი [[ქრონოლოგია |ქრონოლოგიის]] დადგენის საშუალებას იძლევა. [[ევოლუციური სკოლა]] [[ეთნოგრაფია]]სა და არქეოლოგიაში სხვადასხვა ხალხების კულტურების ურთიერშედარებით მივიდა დასკვნამდე, რომ მთელი საზოგადოების განვითარება ერთიანია. შემუშავდა არქეოლოგიური კულტურის ცნება. არქეოლოგიური კულტურების შესწავლის შედეგად გადაწყდა ხალხთა ნივთებისა და იდეების წარმოშობისა და [[მიგრაცია |მიგრაციების]] მრავალი პრობლემა.
 
XX ს–ის I ნახევარში არქეოლოგია განვითარდა ცალკეული არქეოლოგიური ეპოქებისა და ქვეყნების მიხედვით. არქეოლოგიის მონაცემები წარმატებით გამოიყენება ისტორიული დასკვნებისათვის. შეიქმნა კაპიტალური განმაზოგადებელი ნაშრომები (ჟ. დეშელეტის, ლ. ნიდერლეს, გ. ჩაილდის, გ. კლარკის და სხვ.). თანამედროვე არქეოლოგია არქეოლოგიური ძეგლების გათხრების, ფიქსაციის, რესტავრაცია – კონსერვაციის, კლასიფიკაციის, დათარიღებისა და სხვა დროს წარმატებით იყენებს საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა მეთოდებს. ფართოდ გამოიყენება ფოტოგადაღება, გეოფიზიკური და ელექტრომაგნიტური მეთოდები, ნიადაგების ქიმიური ანალიზები და სხვა. ქიმიკოსები, მეტალურგები, კერამიკოსები და სხვა სპეციალისტები სისტემატურად მუშაობენ არქეოლოგებთან ერთად არქეოლოგიური მონაპოვრის კონსერვაციის, რესტავრაციისა და
ტექნოლოგიის შესწავლის დარგში – როგორც საველე პირობებში, ისე მუზეუმებში. არქეოლოგიური ძეგლების დასათარიღებლად გამოიყენება პალეოკლიმატოლოგიის, პალეობოტანიკის, პალეოზოოლოგიის მეცნიერებათა მიღწევები. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ასტრონომიულ დენდროქრონოლოგიურ მეთოდებს, განსაკუთრებით კი ე. წ. რადიოკარბონულ მეთოდს, რომელიც საშუალებას იძლევა დიდი სიზუსტით დათარიღდეს ორგანული ნაშთები ([[ნახშირი]], [[ძვალი]]). მასობრივი არქეოლოგიური მასალის შესწავლისას ხშირად გამოიყენება სტატისტიკურ – კომბინატორული მეთოდები. დიდი მნიშვნელობა აქვს არქეოლოგიურ [[კარტოგრაფია]]ს.
 
==არქეოლოგია საქართველოში==
არქეოლოგია [[საქართველო]]ში XIX საუკუნეში ჩაისახა, თუმცა არქეოლოგიურ გათხრებს ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. არქეოლოგიურ ძეგლთა თავმოყრისა და შესწავლის ცდები დაკავშირებულია [[1852]] წელს დაარსებულ კავკასიის მუზეუმთან (ამჟამად [[სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი | ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი]]) და [[1873]] წელს [[დიმიტრი ბაქრაძე |დ. ბაქრაძის]] ინიციატივით დაარსებულ [[კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება]]სთან. მიუხედავად არქეოლოგიური გათხრების მცირე მასშტაბისა, XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოხდა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენები: [[სამთავროს სამაროვანი |სამთავროს სამაროვნისა]] და [[საჩხერის ყორღანული სამარხები]]ს გათხრები, [[ყაზბეგის განძი]]ს, [[ახალგორის განძი]]ს პოვნა და სხვა გათხრებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად [[კავკასიის მუზეუმი]] არქეოლოგიურ ძეგლთა ერთ–ერთ უდიდეს საცავად იქცა; დღესდღეობით მისი მემკვიდრეა სიმონ ჯანაშიას სახ. სახელმწიფო საქართველოს მუზეუმი, რომელსაც [[1936]]–[[1941]] წლებში გადაეცა თბილისში არსებული [[შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის მუზეუმი]]ს ფონდები. მდიდარი არქეოლოგიური ფონდებია საქართველოს [[ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი |ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშიც]] (დაარსდა [[1934]] წ.), რომელსაც გადაეცა [[საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი]]ს, [[საეკლესიო მუზეუმი]]სა (დაარსდა [[1889]] წ.) და [[თსუ]]–ს ხელოვნებათმცოდნეობის კაბინეტთან არსებული [[სიძველეთა მუზეუმი]]ს ([[1925]]–[[1930]] წწ.) ფონდები. საქართველოს არქეოლოგიური მასალის დიდი ნაწილი თავმოყრილია [[თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ |თბილისის]], ბათუმის, [[გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი |გორის]], [[ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი |ზუგდიდის]], [[თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი |თელავის]], [[ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი |ქუთაისის]] ისტორიულ–ეთნოგრაფიულ სახელმწიფო მუზეუმებში, აგრეთვე [[სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი |ახალციხის]], [[მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი |მარტვილის]], [[გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი |გურჯაანის]], [[სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი |მესტიის]], [[მცხეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი |მცხეთის]], [[რუსთავის ისტორიული მუზეუმი |რუსთავის]], [[ფოთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი |ფოთის]], [[ცხინვალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი |ცხინვალის]], [[ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი |ხონის]] მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გამოვლინდა მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლი, [[პალეოლითი]]დან გვიანდელ [[შუა საუკუნეები |შუასაუკუნეებამდე]]. მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა [[იაშთხვა]]ში აღმოჩენილი [[აშელის ეპოქა |აშელის ეპოქის]] ძეგლი, [[წონა |წონის]], [[კუდარო |კუდაროს]], [[ჯრუჭალა]]ს და სხვა პალეოლითური ხანის [[მღვიმე]]ები, ზედა პალეოლითური მღვიმე–ნამოსახლარები: [[დევის ხვრელი]], [[საკაჟია]] და სხვა; აგრეთვე [[ქვემო ქართლი |ქვემო ქართლში]] გამოვლენილი [[შულავრის ენეოლითური კულტურა]]. [[ადრებრინჯაოს ხანა |ადრინდელი ბრინჯაოს ხანის]] [[თრიალეთის კულტურა |თრიალეთის ყორღანული კულტურის]] ძეგლების აღმოჩენასა და შესწავლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო საქართველოს, არამედ წინა აზიის არქეოლოგიისათვის.
 
საქართველოს არქეოლოგიურ განვითარებაში ახალი ეტაპი იყო მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობა, რომელმაც შეისწავლა [[სამთავროს სამაროვანი]], [[არმაზისხევი]]ს, [[ბაგინეთი]]სა და საკუთრივ მცხეთის ძეგლები. მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა დაკავშირებულია ახალმშენებლებთან. აღსანიშნავია მშენებელთა და არქეოლოგთა თანამშრომლობა [[კოლხეთის დაბლობი |კოლხეთის დაბლობზე]], [[თრიალეთი |თრიალეთში]], [[ენგურჰესი]]ს ტერიტორიაზე, [[ალაზნის სარწყავი სისტემა |ალაზნის სარწყავი სისტემის]] ტრასაზე, [[რუსთავი |რუსთავში]], [[ახალქალაქი |ახალქალაქში]], [[ვარციხე]]ში, [[ჟინვალი |ჟინვალსა]] და [[ბორჯომის ხეობა]]ში ([[ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი]]). არქეოლოგიურმა კვლევა–ძიებამ სრულიად ახლებურად წარმოადგინა წინაქრისტიანული ხანის საქართველოს კულტურული და სოციალურ–ეკონომიკური სახე. [[მცხეთა |მცხეთის]], [[ვანი]]ს, [[უფლისციხე |უფლისციხის]], [[სოხუმი]]ს, [[ფიჭვნარი]]ს, [[ბიჭვინთა |ბიჭვინთის]], [[ურბნისი]]სა და სხვა აღმოჩენებმა გვიჩვენა საქართველოში პირველი სახელმწიფოების ჩამოყალიბების, [[ქალაქი |ქალაქებისა]] და საქალაქო ცხოვრების ჩასახვა – განვითარების
თავისებურებანი, გამოავლინა მრავალფეროვანი [[ხელოსნობა |ხელოსნური]] ნაწარმი.
 
==არქეოლოგიური გათხრები==
მიწის გათხრითი სამუშაოები არქეოლოგიური ძეგლის გამოვლენისა და ისტორიული კვლევის მიზნით. არქეოლოგიური ძეგლები მრავალფეროვანია. თითოეული მათგანის გათხრას თავისი სპეციფიკა აქვს. ფიქსაციის გასაადვილებლად თხრილს კვადრატებად ყოფენ; თხრიან ხელით, სხვადასხვა ხელსაწყოთი ([[ბარი]], [[წერაქვი]], [[დანა]], [[ლანცეტი]], [[ფუნჯი]]). მექანიზმების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გათხრილი და გადარჩეული მიწის გასატანად. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გათხრის პროცესის ყველა საფეხურის დაწვრილებით აღწერას. თხრილის გეგმაზე აღინიშნება აღმოჩენილი ნივთები და ნაგებობანი. გეგმის გარდა, აუცილებელია თხრილის ვერტიკალური ჭრილის ნახაზები, ფოტოსურათები, რომელზეც აისახება კულტურული ფენების თანმიმდევრობა. მათზე დაკვირვება საშუალებას იძლევა დადგინდეს [[შედარებითი ქრონოლოგია]]. ხშირად საჭირო ხდება სინჯების აღება [[პალეობოტანიკა |პალეობოტანიკური]], [[დენდროქრონოლიგია |დენდროქრონოლიგიური]], პალეომაგნიტური, [[ქიმია |ქიმიური]] და სხვა ანალიზებისათვის. საქართველოში
არქეოლოგიური გათხრების ჩატარების უფლება აქვთ მხოლოდ სპეციალისტ არქეოლოგებს არქეოლოგიური გათხრების ჩატარების ნებართვის მიღების შემდეგ.
 
==არქეოლოგიური განძი==
არქეოლოგიური განძი ეწოდება რაიმე მიზეზით დამალულ, უპირატესად მიწაში დაფლულ ნივთებს, რომლებიც თავისი დროისათვის მატერიალურ ფასეულობას წარმოადგენდნენ, ჩვენთვის კი, უპირველეს ყოვლისა, ისტორიული წყაროს მნიშვნელობა აქვთ. განძს უმეტესად მოსალოდნელი საშიშროების წინ მალავდნენ. ზოგჯერ ხერხდება ზოგიერთი არქეოლოგიური განძის დაკავშირება წერილობითი წყაროებით ცნობილ ისტორიულ მოვლენებთან. მაგ., [[დმანისის განძი]]ს დაფლვა უკავშირდება [[მონღოლები |მონღოლთა]] მიერ ქ. [[დმანისი]]ს აღებას. უძველესი არქეოლოგიური განძი ახალი [[ქვის ხანა]]ს ([[ნეოლითი |ნეოლითს]]) განეკუთვნება.
 
საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ არქეოლოგიური განძებიდან ჯერჯერობით უძველესია [[შუა ბრინჯაოს ხანა |შუა ბრინჯაოს ხანის]] [[ურეკის განძი]] (ძვ. წ. XVIII-XVI სს.). არქეოლოგიურ განძთა სიმრავლით განსაკუთრებით ცნობილია [[კოლხური კულტურა]] (ძვ. წ. XIV-VII სს.). მელითონეთა სახელოსნოებთან ხშირად აღმოჩნდება და გამოსაყენებლად მეტწილად უვარგისი [[სპილენძი]]სა და [[ბრინჯაო]]ს იარაღ–სამკაული, რომელიც ხელმეორედ გადადნობისათვის იყო განკუთვნილი. ასეთ არქეოლოგიურ განძს მდნობელთა განძს უწოდებენ.
 
არქეოლოგიური გათხრების თავისებური და ფართოდ გავრცელებული სახეობაა [[მონეტა]]თა განძები. განძებს, რომლებიც მონეტებთან ერთად ლითონის სხვა ნივთებსაც შეიცავს, ჩვეულებრივ შერეულ განძს უწოდებენ. ლითონის ფულის ყოველი განძი ძვირფასი ისტორიული წყაროა ამა თუ იმ ქვეყნის სამონეტო მიმოქცევისა და სხვა ქვეყნებთან სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობათა შესასწავლად. საქართველოს ტერიტორიაზე ლითონის ფულის განძები ხშირად ჩნდება ძვ. წ. VI-V საუკუნეებიდან, როდესაც საქართველოში დაიწყო სამონეტო მიმოქცევა და მოიჭრა პირველი მონეტა – [[კოლხური თეთრი]]. სპეციალურ ლიტერატურაში არქეოლოგიური განძის სახელით ზოგჯერ სრულიად სხვა სახის ძეგლები მოიხსენიება, მაგ., ე. წ. [[ახალგორის განძი]] სინამდვილეში მდიდრული სამარხის ინვენტარია და არა არქეოლოგიური განძი. თითოეული არქეოლოგიური განძი მნიშვნელოვანი ისტორიული ღირებულების არქეოლოგიური ძეგლია. ამიტომ ყოველი მოქალაქე ვალდებულია შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური განძი სახელმწიფო მუზეუმს ჩააბაროს, რისთვისაც იგი მიიღებს საგანგებო გასამრჯელოს ფულად ჯილდოს.
 
==არქეოლოგიური დათარიღება==
არქეოლოგიური დათარიღება არის ისტორიულ მოვლენათა დათარიღება, მოვლენათა ქრონოლოგიის დადგენა არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით. არსებობს არქეოლოგიური დათარიღების ორი სისტემა: [[აბსოლუტური ქრონოლოგია |აბსოლუტური]] და [[შედარებითი ქრონოლოგია |შედარებითი]]. აბსოლუტური ქრონოლოგია განსაზღვრავს ამა თუ იმ მოვლენის თარიღს მოქმედი კალენდრის მიხედვით, შედარებითი ქრონოლოგია კი მხოლოდ მოვლენათა თანმიმდევრობას ასახავს. შედარებით თარიღებს ადგენენ [[სტრატიგრაფია |სტრატიგრაფიული]] და [[ტიპოლოგია |ტიპოლოგიური]] მეთოდებით. არქეოლოგიურ ძეგლების კულტურულ ფენათა განლაგებაზე დაკვირვება შესაძლებელს ხდის, განისაზღვროს მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობა. ერთმანეთზე დაფენილ კულტურულ ფენათაგან უფრო ძველია ის, რომელიც ღრმადაა მოქცეული. ტიპოლოგიური მეთოდი ემყარება დროთა განმავლობაში ნივთების ტიპის, მათი დამზადების ტექნიკასა და ა.შ. ცვლას. შედარებითი ქრონოლოგიიდან აბსოლუტურზე გადასვლა შესაძლებელია თუ დაუთარიღებელ არქეოლოგიურ მასალასთან ერთად აღმოჩნდება ისეთი ნივთები, რომელთა დამზადების დრო ცნობილია სხვა წყაროებიდან, ან რომლებიც თვით შეიცავენ თარიღს (მონეტები, წარწერები და სხვ.).
 
საკუთრივ არქეოლოგიური დათარიღების მეთოდების გარდა, არქეოლოგიაში ფართოდ იყენებენ მეთოდებს, რომლებიც ემყარება [[საბუნებისმეტყველო მეცნიერებები |საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა]] მიღწევებს. ასეთებია: რადიოკარბონული (არქეოლოგიური ძეგლების დათარიღება ორგანული წარმოშობის ნაშთებში რადიოაქტიური [[ნახშირბადი]]ს რაოდენობის მიხედვით), პალეომაგნიტური (დათარიღება გამომწვარი [[თიხა |თიხის]] ნაწარმში ნარჩენი მაგნეტიზმის მიხედვით), [[დენდროქრონოლოგია |დენდროქრონოლოგიური]] (დათარიღება განათხარი ხეების წლიური წრეების მიხედვით), ყვავილთა მტვრის ანალიზის, ქიმიური და სხვა მეთოდები.
 
==არქეოლოგიური კულტურა==
არქეოლოგიური კულტურა არის ტერმინი, რომლითაც არქეოლოგიაში აღინიშნება გარკვეული ხანისა და განსაზღვრულ ტერიტორიაზე გავრცელებული ადგილობრივი თავისებურებების მქონე არქეოლოგიურ ძეგლთა ერთობლიობა. არქეოლოგიური კულტურის გამოყოფის დროს ითვალისწინებენ დამახასიათებელ ნიშანთა მთელ კომპლექსს – მეურნეობის ხასიათსა და განვითარების დონეს, დასახლების ტიპს, დაკრძალვის წესს, სამკაულის, იარაღისა და კერამიკის ფორმებსა და ორნამენტაციას. არქეოლოგიური კომპლექსის ცალკეულ ელემენტთა მსგავსება ან განსხვავება სხვა კულტურის შესაბამის ელემენტებთან საკმაო საფუძველი არ არის არქეოლოგიური კულტურის გამოსაყოფად. სპეციალისტთა უმრავლესობის აზრით, არქეოლოგიური კულტურა გარკვეული ეთნიკური ერთობის კუთვნილება უნდა იყოს. ზოგჯერ ხერხდება არქეოლოგიური კულტურის დაკავშირება რომელიმე ეთნიკურ ჯგუფთან, უმეტეს შემთხვევაში კი ამგვარი დაკავშირება მეტ–ნაკლებად დასაბუთებული ვარაუდის ფარგლებს არ სცილდება. არქეოლოგიურ კულტურას, როცა მისი მატარებელი ეთნოგრაფიული ერთეული უცნობია, სახელწოდება ეძლევა გავრცელების ძირითადი ტერიტორიის (მაგ., [[მტკვარ–არაქსის კულტურა]]) ან იმ ძეგლის მიხედვით, სადაც პირველად განისაზღვრა იგი (მაგ., [[ტრიპოლიეს კულტურა]]), ანდა არქეოლოგიური კულტურის ამა თუ იმ დამახასიათებელი (განმსაზღვრელი) ელემენტის მიხედვით.
 
==არქეოლოგიური ძეგლები==
არქეოლოგიური ძეგლები ეწოდება ადამიანის მიერ შექმნილ ნივთიერი კულტურის ძეგლებს, რომლებიც არქეოლოგიური კვლევების საგანს წარმოადგენენ. არქეოლოგიურ ძეგლს განეკუთვნება ყველაფერი, რასაც ადამიანის არსებობისა და მოქმედების კვალი ატყვია, მაგალითად, [[ნასახლარი |ნასახლარები]], [[ნასოფლარი |ნასოფლარები]], [[ნაქალაქარი |ნაქალაქარები]], [[სამარხი |სამარხები]], საყოფაცხოვრებო ნივთები, [[მონეტა |მონეტები]], [[სამკაული |სამკაულები]] და სხვ. არქეოლოგიური ძეგლები შესაძლოა მიწის ზემოთაც აღმოჩნდეს, მაგრამ უპირატესად ისინი მიწითაა დაფარული და მათ გამოსავლენად საჭიროა არქეოლოგიური გათხრების ჩატარება. არსებობს ასევე წყალქვეშმოქცეული არქეოლოგიური ძეგლებიც.
 
==ცნობილი არქეოლოგიური კულტურები==
 
'''[[პალეოლითი|პალეოლითის ხანა]]'''
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არქეოლოგია“-დან