ნეოლითის ხანა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ევროპა]]სა და აზიაში ნეოლითის ძეგლების დიდი ნაწილი ძვ. წ. VI – III ათასწლეულებითთარიღდება. [[ახლო აღმოსავლეთი |ახლო აღმოსავლეთში]] უძველეს მიწათმოქმედ – მესაქონლე ტომთა კულტურები ძვ. წ. VIII –VII ათასწლეულებით თარიღდება. ნეოლითის კულტურებს უკავშირდება [[შუა აზია |შუა აზიის]] სამხრეთში გავრცელებული [[ჯეითუნის კულტურა ]](ძვ. წ. VI-V). [[ჩინეთი]]ს სამიწათმოქმედო ნეოლითი ([[იანშაო]]) ეკუთვნის IV – III ათასწლეულს. [[ეგვიპტე]]სა და [[ჩრდილოეთი აფრიკა |ჩრდ. აფრიკაში]] სამიწათმოქმედო ნეოლითი ძვ. წ. V-IV ათასწლეულებით თარიღდება. [[კავკასია]]ში ნეოლითის ძეგლები ძირითადად თავმოყრილია დას.
 
ამიერკავკასიაში, განსაკუთრებით კი – დას. [[საქართველო]]ში. აქ გვხვდება როგორც ადრინდელი ნეოლითური უკერამიკო ნეოლითის კომპლექსები ([[ქობულეთი]], [[ხუცუბანი]], [[ანასეული I]] I, [[ხორში]], [[გალი I]] I და სხვ.). გვხვდება აგრეთვე განვითარებული ნეოლითის ხანის კომპლექსები ([[ოდიში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) |ოდიში]], [[ანასეული]] II, [[კისტრიკი]], [[გურიანთა (ნამოსახლარი) |გურიანთა]], [[მელოური]] და სხვ.). აღმ. ამიერკავკასიის ვრცელი ტერიტორია ([[აზერბაიჯანი]]ს დიდი ნაწილი, [[არარატის ველი]] და სამხ.–აღმ. საქართველო) ძვ. წ. VI-V ათასწლეულებში ათვისებული ჰქონდათ მიწათმოქმედ–მესაქონლე ტომებს ([[შულავერი–შომუთეფეს კულტურა]]), რომლის ადრეული ძეგლები ([[შულავრისგორა]], [[გადაჭრილიგორა]], [[იმირის გორა]], [[შომუთეფე]], [[ხათუნარხი]] და სხვ.) ყველა ნიშნის მიხედვით განვითარებულ ნეოლითს მიეკუთვნება. ცენტრ. კავკასიის მთისწინა ზოლში, კავკასიის ორივე კალთაზე, გავრცელებული ჩანს მონადირე–მეთევზეთა და შემგროვებელთა ზონალური [[პალურ–ნაგუთანის კულტურა |კულტურა პალურ–ნაგუთანის ტიპისა]], რომელიც [[კოდორი]]დან [[არაგვი |არაგვ]]–[[თერგი]]ს აუზამდე ჩანს გავრცელებული. ამ კულტურას ახასიათებს თავისებური ქვის ინდუსტრია, რომელიც მთიან ზონაში გავრცელებული [[მეზოლითი]]ს საფუძველზე იყო განვითარებული.
 
==ლიტერატურა==
6,771

რედაქტირება