ენეოლითის ხანა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ენეოლითის ხანა''' – (ლათ. aeneus - სპილენძი და ბერძნ. lithos - ქვა), [[ნეო...
(განსხვავება არ არის)

20:05, 24 აგვისტო 2010-ის ვერსია

ენეოლითის ხანა – (ლათ. aeneus - სპილენძი და ბერძნ. lithos - ქვა), ნეოლითიდან ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი პერიოდი, როცა ჩნდება თვითნაბადი სპილენძის ცივი დამუშავების გზით დამზადებული იარაღი. ადამიანი თანდათან ეუფლება სპილენძის მადნის ჩამოსხმის ხერხს, ჩნდება სპილენძის ჩამოსხმული იარაღი და სამკაული. ენეოლოთის ეპოქაში ქვის იარაღის გვერდით სპილენძის იარაღიც იხმარებოდა. მეცნიერთა უმრავლესობა ენეოლითს განიხილავს არა როგორც ცალკე ეპოქას, არამედ როგორც ბრინჯაოს ხანის ადრინდელ ეტაპს – სპილენძის ხანას. შუამდინარეთსა და ეგვიპტეში ენეოლითი იწყება ძვ. წ. IV ათასწლეულში, ევროპაში – ძვ. წ. III ათასწლეულში. საქართველოს ტერიტორიაზე ენეოლითის ძეგლებია: ამირანის გორა, არუხლოს გორა, იმირის გორა, შულავრის გორა, თეთრი წყაროს ნასოფლარი.

ლიტერატურა=