ბრინჯაოს ხანა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: pnb:کانسی ویلہ
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Bronze age weapons Romania.jpg|thumb|200px|ბრინჯაოს ხანის იარაღები და ორნამენტები]]
'''ბრინჯაოს ხანა''' — საზოგადოების განვითარების ისტორიულ–კულტურული პერიოდი, როცა საბრძოლო და
'''ბრინჯაოს ხანა''' — ადამიანის ისტორიის არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით გამოყოფილი ერა, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო [[ბრინჯაო]]ს ნაკეთობათა წამყვანი როლი, რაც დაკავშირებული იყო ისეთი ლითონების დამუშავების გაუმჯობესებასთან, როგორიცაა [[სპილენძი]] და [[კალა]], რომელსაც საბადოებიდან იღებდნენ, შემდეგ კი მათგან ბრინჯაოს ამზადებდნენ. ბრინჯაოს ხანა ეკუთვნის ადრეული ლითონის ეპოქის გვიანდელი ფაზა, რომელმაც შეცვალა [[სპილენძის ხანა]] და წინ უძღოდა [[რკინის ხანა]]ს. ქრონოლოგიურად ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის პერიოდი ძვ. წ. 3500-დან ძვ. წ. 1100-მდე, თუმცა სხვადასხვა კულტურაში ეს პერიოდი მერყეობს.
სამუშაო იარაღების დასამზადებელი ძირითადი მასალა იყო [[ბრინჯაო]]. ბრინჯაოს ხანას წინ უსწრებდა [[ენეოლითი]].
 
ბრინჯაოს ხანა მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვა პერიოდს მოიცავდა. ბრინჯაოს უძველესი (ძვ. წ. IV ათასწლ.) ნაწარმი აღმოჩენილია სამხრეთ [[ირანი |ირანში]], [[თურქეთი |თურქეთსა]] და [[შუამდინარეთი |შუამდინარეთში]]. ძვ. წ. IV ათასწლ. ბოლოდან ბრინჯაო გავრცელდა [[ეგვიპტე]]ში, III ათასწლეულის ბოლოდან – [[ინდოეთი |ინდოეთში]], II ათასწლეულიდან – [[ევროპა]]ში, II ათასწლეულის შუახანიდან – [[ჩინეთი |ჩინეთში]]. [[ამერიკა]]ში ბრინჯაოს ხანას დამოუკიდებელი ისტორია აქვს; იქ მეტალურგიული ცენტრი [[პერუ]]სა და [[ბოლივია |ბოლივიის]] ტერიტორიაზე იყო (VI-X სს. ე. წ. გვიანი [[ტიუანაკოს კულტურა]]). ცენტრალურ [[აფრიკა]]ში ბრინჯაოს წარმოების დამოუკიდებელი კერები უნდა აღმოცენებულიყო არა უგვიანეს ძვ. წ. I ათასწლეულისა.
{{ესკიზი-ისტორია}}
 
ბრინჯაოს ხანაში განსაკუთრებით მკვეთრად იჩინა თავი ისტორიული განვითარების უთანაბრობამ. [[ახლო აღმოსავლეთი]]ს ქვეყნებში ([[შუამდინარეთი]], [[ელამი]], [[ეგვიპტე]], [[სირია]]) ვითარდებოდა კლასობრივი საზოგადოებები და უძველესი [[სახელმწიფო]]ები. ძვ. წ. III-II ათასწლეულებში მწარმოებლური მეურნეობის ამ ცენტრებს გარეთაც გარცელდა და შეიქმნა ახალი ცივილიზაციები: [[ჰარაფის კულტურა]] ინდოეთში, [[ინის სახელმწიფო]] ჩინეთში, [[ხური-მითანი]]ს, [[ხეთები]]სა და სხვ. სახელმწიფოები [[წინა აზია]]ში; [[კრეტა-მიკენის კულტურა]] [[ევროპა]]ში.
 
[[ევრაზია |ევრაზიის]] უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული ცენტრი ბრინჯაოს ხანაში იყო [[კავკასია]]. ბრინჯაოს ხანა აქ სამ ეტაპად იყოფა: ადრინდელი (ძვ. წ. III ათასწლ.), შუა (ძვ. წ. II ათასწლ. I ნახ.) და გვინდელი (ძვ. წ. II ათასწლ. II ნახ.). კავკასიაში გამოიყოფა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის თავისებური მატერიალური კულტურები: კოლხეთის დაბლობზე, ჩრდ.– დას. კავკასიაში (ე. წ. [[მაიკოპის კულტურა]]) და ე. წ. [[მტკვარ-არაქსის კულტურა]], რომელიც ძირითადად გავრცელებული იყო ცენტრ. და აღმ. [[ამიერკავკასია]]ში.
 
შუა ბრინჯაოს ხანაში კავკასიაში რამდენიმე დამოუკიდებელი კულტურა იქმნება: [[თრიალეთის კულტურა |თრიალეთის]], [[სევან-უზერლიქის კულტრა |სევან–უზერლიქის]], [[თაზაქენთ-ყიზილვანქის კულტურა |თაზაქენთ–ყიზილვანქის]], დას. საქართველოსა და ჩრდ. კავკასიის კულტურები. ფიქრობენ, რომ ამ დროს იქმნებოდა ტომთა დიდი კავშირები, რომლებსაც ეს ცალკეული კულტურები შეესაბამებოდა.
 
გვიანდელი ბრინჯაოს ხანის მასალები კავკასიაში ორგანულად უკავშირდება როგორც წინამორბედ, ისე მომდევნო პერიოდის ძეგლებს და ადგილობრივი კულტურის განვითარების ერთ–ერთ მნიშვნელოვან საფეხურს წარმოადგენს. გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში კავკასიაში მოხდა დიდი სამეურნეო და სოციალურ–პოლიტიკური ძვრები. საწარმოო ძალთა და წარმოების საშუალების განვითარების ერთ–ერთი ძირითადი შედეგი იყო [[რკინა |რკინის]] აღმოჩენა და ათვისება (ძვ. წ. II ათასწლ. დასასრ.), რამაც რევოლუციური როლი შეასრულა საზოგადოების განვითარების ისტორიაში. მოხდა შრომის მესამე დანაწილება. [[ხელოსნობა]] გამოეყო [[მიწათმოქმედება]]ს. გაცხოველდა [[აღებ-მიცემობა]]. გაღრმავდა [[პირველყოფილი თემური წყობილება |პირველყოფილი თემური წყობილების]] რღვევის პროცესი, მომზადდა საფუძვლები კლასობრივ საზოგადოებათა ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოების შექმნისათვის .
 
==ლიტერატურა==
* კ. ფიცხელაური, ი. გაგოშიძე, ბრინჯაოს ხანა, [http://www.nbg.gov.ge/uploads/leqsikoni.pdf ნუმიზმატისა და ბონისტის განმარტებითი ლექსიკონი]
 
[[კატეგორია:ისტორიული პერიოდები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრინჯაოს_ხანა“-დან