კახეთის აჯანყება (1605): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 6:
აჯანყება [[ქიზიყი|ქიზიყიდან]] დაიწყო. კონსტანტინე I სასწრაფოდ გაემართა იქითკენ და დიდი საჩუქრებით, დაპირებებითა და შაჰის აგენტების დახმარებით მოახერხა აჯანყებულთა ასისთავების მოსყიდვა. მარტის დამლევს კონსტანტინე I [[გრემი|გრემში]] ჩავიდა. აქ თავადებსა და სხვა თავკაცებს დიდი პატივი სცა, შაჰის სახელით შირვანში ლაშქრობა გამოაცხადა, მოლაშქრეებს დიდ ჯილდოს შეჰპირდა. ამით მან აჯანყება დროებით შეაჩერა. კახეთის მესვეურები, რომელთაც სათავეში მეფე დავით I-ის ქვრივი [[ქეთევან დედოფალი]] ედგა, გარეგნულად კონსტანტინეს ერთგულობდნენ, ფარულად კი აჯანყებისათვის ემზადებოდნენ.
 
კონსტანტინე I-მა კახეთის 10-ათასიანი ჯარით და ყიზილბაშთა ლაშქრით შირვანზე გადაილაშქრა და ქ.შემახას ალყა შემოარტყა. ალყა ძალიან გაჭიანურდა. კახთა ლაშქარი უკმაყოფილებამ მოიცვა. შეთქმულებმა ისარგებლეს მომენტით და ღამით კონსტანტინე I-ის კარავს დაეცნენ. რენეგატი გაიქცა, მეორე დილით კი კახ მოლაშქრეთა შეჩერება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. აჯანყებულები ბრძოლის ველიდან შინისკენ დაიძრნენ, [[ყიზილბაშები]] კი - ირანისკენ. აჯანყებულ კახთა მოციქულებმა აბას I-ს მორჩილება აღუთქვეს და მეფედ ქრისტიანი [[თეიმურაზ I|თეიმურაზი]] ([[დავით I, ალექსანდრე II-ის ძე|დავით I-ის]] ძე, შემდეგში [[თეიმურაზ I]]) მოითხოვეს. შაჰმა, რომელიც ოსმალეთთან ომისათვის ემზადებოდა, ისინი იმედით გამოისტუმრა.
 
აჯანყებულებმა დახმარება სთხოვეს ქართლის მეფეს [[გიორგი X|გიორგი X-ს]], რომელმაც მათ [[ამილახვარი, პაპუნა|პაპუნა ამილახვარი]] მიაშველა ზემო ქართლის ჯარით. ბრძოლა გაიმართა [[22 ოქტომბერი|22 ოქტომბერს]] ბელაქნისწყალზე, სადაც კონსტანტინე I-ის ლაშქარი დამარცხდა, ხოლო თვითონ ბრძოლაში დაიღუპა.