ფხოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
შემდეგ საუკუნეებში ფხოელნი მოხსენიებულია კახეთის "ქორიკოზის" ([[ქორეპისკოპოსი]]) [[კვირიკე III |კვირიკე III დიდი]] დროს (1014 წ. ), როდესაც მან [[კახეთი]] ხელმეორედ დაიპყრო და ახალი [[საერისთავო]]ები განაწესა, ნათქვამია: "... მეორე (ერისთავი) დასვა [[კვეტერა |კვეტერისა]] და მიეცა [[უჯარმა |უჯარმის]] ზემოთი ორთა მთათა შორის, რომელ არიან [[კახეთი]]სა და [[კუხეთი]]სა ვიდრე კავკასამდე და გარდაღმად. ესე არს [[ერწო-თიანეთი]], [[ფხოველები |ფხოველნი]], [[ძურძუკი]] და [[ღლიღვი]]".<ref>ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება, ზ.ჭიჭინაძის გამოცემა, ტფილისი, 1913, გვ 151</ref> ამ მოკლე ცნობიდან ირკვევა, რომ ფხოვი საშუალო საუკუნეებში კვეტერის საერისთავოში შედიოდა.
 
XIII საუკუნეში, [[თამარ მეფე |თამარის]] მეფობის უკანასკნელ წლებში, დაახლოებით 1212 წელს, [[ფხოველები |ფხოელები]] და [[დიდოელები]] გამდგარან. „[[ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი]]“ მოგვითხრობს, რომ გამდგარ მთიულებს დაუწყიათ [[საქართველოს სამეფო]]ს ტერიტორიების აწიოკება. [[ივანე I მხარგრძელი |ივანე ათაბაგს]] სამ თვეში კვლავ დაუმორჩილებია [[ფხოველები |ფხოველნი]] და [[დიდოელები |დიდოელნი]], მათთვის [[ხარაჯა]] (საადგილმამულო გადასახადი) დაუწესებია და მეკავშირეობის გამტკიცების მიზნით [[მძევალი |მძევლები]] წამოუსხია. ამ ამბების აღწერისას მემატიანე ხაზს უსვამს განდგომილ მთიულთა სარწმუნოებასაც და გვაძლევს მათ მოკლე დახასიათებას: „ხოლო ფხოველნი ჯუარის მსახურნი არიან და ქრისტიანობასა იჩემებენ. ამათ იწყეს რბევად და ჴოცად და ტყუეობად ცხადად და ღამით. მოუწოდა მეფემან [[ათაბაგი |ათაბაგსა]] და ყოველთა მთეულთა ... მისცა ათაბაგსა და წარავლინა მათ ზედა. ხოლო ივანე გონიერად ყო: აღვიდა მთასა ჴადისასა და წარვლო წუერი მთისა, წარდგა მთასა ფხოველთასა და [[დიდოელები |დიდოთასა]], რომელი არავის ექმნა, არცა პირველ, არცა შემდგომად, რამეთუ ერთ–კერძო დაურჩა [[დურძუკეთი]] და ერთ–კერძო [[დიდოეთი]] და ფხოეთი. ცნეს რა მისვლა [[ათაბაგი]]სა, მოვიდეს ძღუნითა მეფენი დურძუკთანი, მოსცეს [[ლაშქარი]] და დაუდგეს გუერდსა. და იწყეს ზეიდაღმან ბრძოლად, და რბევად, და კლვად, და ტყუეობად და დაწუად; მოსწყჳდეს ურიცხჳ კაცი [[დიდოელები |დიდოი]] და [[ფხოველები |ფხოვი]], და დაყვნეს სამნი თუენი: ივნის, ივლისი და აგჳსტოსი. მაშინ შეიწრებულთა ათაბაგისათა მოსცეს მძევლები და აღუთქუეს მსახურებად ხარაჯა, და პირი სიმტკიცისა აღუთქუეს. წარმოასხეს მძევლები, ქმნეს [[ზავი |ზავნი]] და ესრეთ გამარჯუებითა მოვიდა ივანე მეფეს წინაშე და რქუა: „ძლიერო მეფეო! იქმნა ბრძანება შენი, მოვაოჴრენ ურჩნი შენნი დოდიეთიდოდოეთი და ფხოეთი“.<ref>ქართლის ცხოვრება, ტ. II, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., 1959, გვ. 111–112</ref>
 
ამ დროიდან ამ მხარეს სახელიც ეცვლება და ფხოვის ნაცვლად შემდეგ საუკუნეებში ის ფშავად იხსენიება. მისი ძველი ისტორიული სახელი ფხოვი დღეს მხოლოდ ერთ სოფელს, შუაფხოს შერჩენია, რომელიც ფხოვის არსებობის უტყუარი მოწმეა. შესაძლებელია, ეს შუაფხო XII საუკუნეში თავისი პოლიტიკურ–ეკონომიკური მნიშვნელობით ფხოვის ცენტრი ყოფილიყო, სადაც დაცულია ფშავის ძლიერი სალოცავი იახსრის ხატი და ნასოფლართა ნანგრევები. ფხოელების სახელწოდებაც ამ გეოგრაფიული ფხოვიდან უნდა ყოფილიყო წარმოშობილი, მაგრამ ამბოხების შემდეგ ფხოვის ხეობაშიც სახელი ფხოვი იცვლება, რომლის ნაცვლად შემოდის "ფშავი".<ref>მაკალათია სერგი, ფშავი, თბ., 1934</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფხოვი“-დან