ხურიტები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ჰური გადატანილია ხურიტები-ზე)
{{ძველი მესოპოტამია}}
'''ხურიტები''', ''ხურის ტომები,'' [[ხურის სამეფო]]ს ძირითადი მოსახლეობა, ენობრივად ურარტუელთა მონათესავე ტომები. დოკუმენტურად დადგენილია მათი ბინადრობა ჩრდილო შუამდინარეთში (მდინარეების ხაბურისა და ბელიხის ზემო დინებებსა და ხეობებში), რომელიც ძველი ბაბილონური წყაროების მიხედვით, შედიოდა „სუბართუში“, სადაც ცხოვრობდნენ „სუბარელები“- საერთოდ ბაბილონის ჩრდილოეთით მოსახლე ეთნიკურად სხვადასხვა წარმოშობის ტომები. ვარაუდობენ, რომ ხურიტები ჩრდილოეთ შუამდინარეთის ძველისძველი ბინადარნი არ არიან და გადმოსახლდნენ აღმოსავლეთიდან (ზაგროსის მთიანეთიდან) ანდა ჩრდილოეთიდან (სომხეთის ზეგნიდან, ამიერკავკასიიდან ან ჩრდილო აღმოსავლეთ კავკასიიდან). მაგრამ გამორიცხული არ არის ხურიტების ავტოქტონობაც, მით უმეტეს, რომ ხურიტებს მიაკუთვნებენ ასიროიდულ ანთროპოლოგიურ ტიპს. ლაპარაკობდნენ ხურიტულ ენაზე, რომელიც ენათესავება ურარტულს. სტრუქტურულად ამსგავსებენ ხან ქართველურ (ნ. ნოზაძე), ხან აღმოსავლეთ-კავკასიურ (ი. დიაკონოვი) ენებს. ხურიტები მშვიდობიანი გზით გავრცელდნენ წინა აზიის სხვადასხვა რეგიონში - მდინარე ტიგრის აღმოსავლეთით (არაფხასა და ნუზიში)., მდინარე ევფრატის დასავლეთით (აღმოსავლეთ ანატოლიაში, ჩრდილოეთ სირიაში და სხვაგან). ხურიტული ეთნიკური ელემენტი გავრცელებული იყო ასურეთში, ბაბილონეთში და სხვაგან. ხურიტებს უკავშირებენ [[მტკვარ-არაქსის კულტურა|მტკვარ-არაქსის ენეოლითურ კულტურას]], რომელიც ახლოსაა ხარბეთ-ქერაქის კულტურასთან (ჩრდილოეთი სირიასა და პალესტინაში). ხურიტებმა დიდი გავლენა მოახდინეს ხეთურ კულტურასა და რელიგიაზე, მეზობელ სემიტ ტომებზე. ძვ. წ. II ატასწლეულის I ნახევარში ხურიტების ტერიტორიაზე შეიჭრა არიული ეთნიკური ჯგუფი და განიცადა ხურიზაცია (არიული კვალი შემორჩა მითანის ღვთაებათა და პირთა, კერძოდ, მეფეთა სახელებში, მეცხენეობასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიაში). ხური-არიული მითანის დაცემის შემდეგ ხურიტების ძლიერებაც დასუსტდა. ძვ. წ. I ათასწლეულის დამდეგს ხურიტული ეთნიკური ელემენტი შემორჩა ხურიტების ყოფილ ტერიტორიაზე წარმოქმნილ გუზანის სამეფოში, რომელიც მოგვიანებით მთლიანად არამეული გახდა.
'''ჰური''' ('''ჰურრი''', '''ჰურრიტები''') — ქვეყანა და ხალხი ჩრდილოეთ [[შუამდინარეთი|შუამდინარეთში]] (ბიბლ. ჰორიტები), [[ასირია|ასირიისა]] და [[შუმერი]]ს ტექსტებში ნახსენებია [[ძვ. წ. III ათასწლეული]]დან, [[ჰამურაბი]]ს ჟამს შექმნეს [[მიტანის სამეფო]] ([[ევფრატი]]ს მხარეში), რომელიც [[ძვ. წ. XIV საუკუნე]]ში დააქციეს ([[ხეთები]]ს მეზობლად, შემდეგ [[ურარტუ]]ს ტერიტორიაზე მათი სახელმწიფო კიდევ არსებობდა). ცნობილია [[სარიტუალო ტექსტი|სარიტუალო ტექსტები]], [[ამარნის წერილი]], მდიდარი [[მითოლოგია|მითოლოგიური]] ფრაგმენტები, [[შუმერული კულტურა|შუმერთა კულტურის]] ზეგავლენა. ბევრი რამ სადავოა. ჰქონდათ [[ლურსმული დამწერლობა]]. უდავოა ჰურიტული მითების ზეგავლენაც მეზობელ ხალხთა მითოლოგიურ და რელიგიურ წარმოადგენებზე (იხ. [[ჰუბაბა]]).
==ლიტერატურა==
 
*Дьяконов И. М., Народы древней Передней Азии. «Переднеазиатский этнографический сборник», т. 1, М., 1958;
*Меликишвили Г. А., Древневосточные материалы по истории народы Закавказья, ч. 1 - Наири-Урарту, Тб., 1954;
*Imparati F., Hurriti, Roma, 1964;
*O‘Callaghan R. T., Aram Naharaim, Roma, 1948
*გიორგაძე გ., ქსე, ტ. 11, გვ. 517-518, თბ., 1987
{{ახლო აღმოსავლეთის უძველესი ისტორია}}
 
[[კატეგორია:ჰურრიტებიხურიტები]]
[[კატეგორია:სირიის ისტორია]]