სემასიოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ur:علم المعانی
ბოტის შეცვლა: ar:السيمية; cosmetic changes
ხაზი 1:
'''სემასიოლოგია''' ([[ბერძნული ენა|ბერძნულად]] sēmasia – მნიშვნელობა და ...ლოგია), არის [[ლექსიკოლოგია|ლექსიკოლოგიის]] დარგი (განშტოება), რომელიც შეისწავლის [[სიტყვა|სიტყვის]] მნიშვნელობას (საგნობრივ მიმართებას), მის აგებულებას და დროში ცვალებადობას. ზოგჯერ სემასიოლოგია უფრო ფართოდაც ესმით, როგორც [[სიტყვა|სიტყვის]] შინაარსეული მხარის შემსწავლელი [[მეცნიერება]].

სემასიოლოგია ფართო გაგებით შეისწავლის გრძნობითს ელფერს, [[სტილისტიკა|სტილისტურ]] ღირებულებას.

სემასიოლოგია, როგორც [[ისტორიული ენათმეცნიერება|ისტორიული ენათმეცნიერების]] დარგი, შეიქმნა [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] I ნახევარში, როდესაც კ. რაიზიგმა (K. C. Reisig) მოძღვრება სიტყვის მნიშვნელობის შესახებ მოათავსა [[გრამატიკა|გრამატიკულ]] დისციპლინათა შორის. კ. რაიზიგსავე ეკუთვნის სახელწოდებაც, რომელიც გავრცელდა გერმანულენოვან და რუსულ (მოგვიანებით საბჭოთა) სპეციალურ ლიტერატურაში (თანამედროვე ფრანგულ- და ინგლისურენოვან [[ენათმეცნიერება|საენათმეცნიერო]] ლიტერატურაში გავრცელებულია ს ე მ ა ნ ტ ი კ ა).

ამჟამად სემასიოლოგია შეისწავლის სიტყვის მნიშვნელობის ცვლას, მნიშვნელობათა კლასიფიკაციას, სიტყვის შინაარსობრივი მხარის აგებულებას, ენობრივი ნიშნის ბუნებას და მისი კვლევის მეთოდებს.

თანამედროვე სემასიოლოგიური კვლევის უმთავრესი მიმართულებებია კომპონენტური ანალიზი ([[ლუი იელმსლევი|ლ. იელმსლევი (Hjelmslev)]]), დისტრიბუციული ანალიზი (ს. ზვიაგინცევი), სემანტიკური ველების თეორია (ტრირი, ვაისბერგერი, პორციგი), ლექსიკურ-სემანტიკური ვარიირება (ვ. ვინოგრადოვი) და სხვები.

ლექსიკის სემასიოლოგიურ კვლევას უპირისპირდება [[ონომასიოლოგია|ო ნ ო მ ა ს ი ო ლ ო გ ი ა]], სიტყვის, როგორც სახელწოდების, კვლევა. ზოგჯერ სემასიოლოგია იხმარება ლექსიკოლოგიის ფარდად.

== ლიტერატურა ==

* [[ქართული საბჭოთა ენციკლოპედია|ქსე]], ტომი 9-ე, ''სემეურვეო-ტიხტიხი''. [[თბილისი]]: მთავარი სამეცნიერო რედაქცია, [[1985]]. გვერდი 280/2

[[კატეგორია:ენათმეცნიერება]]
[[კატეგორია:ლექსიკოლოგია]]
[[კატეგორია:სემიოტიკა]]
ხაზი 21:

[[af:Semantiek]]
[[ar:علم الدلالةالسيمية]]
[[ast:Semántica]]
[[be-x-old:Сэмантыка]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სემასიოლოგია“-დან