ანგელოზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: hi:देवदूत
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Guido Reni 031.jpg|thumb|right|px|მთავარანგელოზი მიქაელი ამარცხებს სატანას. რომი, სანტა მარია დელა კონცეზიონე]]
'''ანგელოზი''' ({{lang-el|ἄγγελος}} „ანგელოს“ — მაცნე) — [[სული|სულიერი]] [[გონი|გონიერი]] [[არსება]], გამოხატავს [[ღმერთი|ღვთის]] ნებას და აქვს არაადამიანური შესაძლებლობა და გონიერება.
 
ბიბლიაში მოხსენებული ანგელოზთა 9 დასი, რომლებიც 3 იერარქიად იყოფიან:
 
სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი <br />
უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.<br />
მთავრობანი (საწყისნი), მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.<br />
 
 
 
'''მთავარანგელოზები''':
 
'''მიქაელი''' - ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“) - მძლეველი ყველა მტრული ძალისა. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცთუნებათა დროს.
 
'''გაბრიელი ''' - სიმტკიცე (ძალი) ღვთისა (დან. 8, 16; ლკ. 1, 26) - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.
 
'''რაფაელი ''' - ღვთიური მკურნალი (ტობ. 3, 16; 12, 15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია.
 
'''ეგუდიელი''' - ღვთის დიდებას ნიშნავს.ის ადიდებს უფალს, განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს.
 
'''სელაფიელი''' - მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას.
 
'''ურიელი ''' - ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5, 20)
 
'''ვარახიელი''' - კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია.
 
'''იერომიელი ''' - ნიშნავს ღვთისკენ ამაღლებას (3 ეზრ. 4, 36). იგი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია. ხატებზე გამოისახება სასწორით ხელში.
 
 
==ლიტერატურა==
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
 
 
{{ესკიზი-რელიგია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანგელოზი“-დან