მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

ამ დროისთვის რომს ჰყავდა კარგად გაწვრთნილი არმია და შედარებით სუსტი ფლოტი. ეს ომი არ გამოირჩეოდა დიდი ბრძოლებით. უმეტესად ხდებოდა ქალაქების ხანგძლივი ალყა, კომუნიკაციებისთვის ბრძოლა და უპრეცენდენტო მაშტაბების საზღვაო ბრძოლები. ომის მსვლელობისას რომაელებმა ისწავლეს ახალი ტიპის გემების მშვენებლობა, როგორიცაა [[კვინკვერემა|კვინკერემები]], [[გეკსერი|გეკსერები]] და [[გეპტერი|გეპტერები]]. ასევე შეიმუშავეს [[ყვავი (აბორდაჟი)|ყვავებით]] გემების [[აბორდაჟი|აბორდაჟზე]] აღება.
 
ადრე თუ გვიან ეს ორი სახელმწიფო უნდა დაპირისპირებოდა ერთმანეთს [[ხმელთაშუა ზღვა]]ში ბატონობის მოსაპოვებლად. ომის დაწყების საბაბად სიცილიაში დაწყებული კონფლიქტი გამოდგა. [[სირაკუზებისირაკუზა |სირაკუზის]] ტირან [[აგაფოკლეაგათოკლე]]ს გარდაცვალების შემდეგ, კამკპანიელი დაქირავებული მეომრები უნდა დაბრუნებულიყვნენ იტალიაში. მაგრამ ამის ნაცვლად, ისინი თავს დაესხნენ სიცილიურ ქალაქ [[მესინა]]ს და აიღეს იგი. [[რეგიუმი]]ს მოსახლეობა შეშინდა კამპანიელების თარეშით, და მათ დაცვა და დახმარება რომს სთხოვეს. რომაელებმა გამოგზავნეს 4000-კაციანი გარნიზონი [[დეციუს იუბელიუს კამპანუსი]]ს მეთაურობით. გარნიზონი ცოტა ხანში აჯანყდა და რეგიის მოსახლეობა დაარბია. აჯანყების ჩასახშობად რომაელებმა ჯარები გააგზავნეს. აჯანყებულთა დამარცხების შემდეგ ისინი სამაგალითოდ დასაჯეს, ხოლო ქალაქი მის მკვიდრ მოსახლეობას დაუბრუნეს.
 
მესინაში გამაგრებული კამპანიელების წინააღმდეგ კი სირაკუზებისსირაკუზის ახალი ტირანი [[გიერონიჰიერონი]] იბრძოდა. როდესაც კამპენიელები დამარცხების პირას იყვნენ, მათმა ნაწილმა დახმარება კართაგენს სთხოვა, ნაწილმა კი რომს. რომაელები თავდაპირველად ორჭოფობდნენ, ვინაიდან არ ამართლებდნენ კამპანიელებს, მაგრამ მათი არ დახმარება ნიშნავდა კუნძულზე კართაგენის ჰეგემონიას. ამიტომ [[ძვ. წ. 264]] წელს რომაელები დათანხმდნენ დახმარების აღმოჩენაზე, მიუხედავათ იმისა, რომ ამით მათ დაარღვიეს [[ძვ. წ. 306]] წლის შეთანხმება, რომლის თანახმად მათ ჯარებს არ უნდა დაედგათ ფეხი სიცილიაზე.
 
== ომის დაწყება ==
6,771

რედაქტირება