სერბეთ-ბულგარეთის ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: hr:Srpsko-bugarski rat 1885
ბოტის შეცვლა: hr:Srpsko-bugarski rat 1885.; cosmetic changes
ხაზი 4:
ომის დაწყების გამომწვევი მიზეზი იყო, [[ბულგარეთი]]ს და [[აღმოსავლეთ რუმელიის რესპუბლიკის]] გაერთიანება, რომლის წინააღმდეგაც გამოდიოდნენ როგორც [[რუსეთი]] ასევე [[ავსტრო-უნგრეთი]] და [[სერბეთი]].სამივე მათგანი ბულგარეთის გაერთიანებაში ხედავდა [[ბალკანეთი|ბალკანეთში]] გავლენის დაკარგვის საფრთხეს.ავსტრო-უნგრეთის ხელისუფლება აქეზებდა სერბეთის მეფეს [[მილან IV]] ობრენოვიჩს, და პირდებოდა გამარჯვების შემთხვევაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ ზრდას დასავლეთ ბალკანეთში, ასევე [[ბელგრადი|ბელგრადში]] იმედოვნებდნენ რომ [[ოსმალეთი]] ომში დახმარებას აღმოუჩენდა სერბეთს და შეეცდებოდა რამდენიმე წლის წინ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას(რაც არ გამართლდა),სერბეთის ხელისუფლებას ეიმედებოდა ასევე რუსეთის რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა და რომელიც განაწყენებული იყო იმით რომ ბულგარეთი რუსეთის სურვილის საწინააღმდეგოდ მაინც გაერთიანდა.<br />საომარი მოქმედებების დაწყების მიზეზი გახდა სასაზღვრო კონფლიქტი მდ.[[ტიმოკი|ტიმოკზე]], სადაც სერბეთ-ბულგარეთის საზღვარი გადიოდა.რამდენიმე წლის განმავლობაში მდ.ტიმოკმა კალაპოტი შეიცვალა და სერბი მესაზღვრეები ბულგარულ მხარეს აღმოჩნდნენ,[[ბულგარელები]]ს მოთხოვნის მიუხედავად რომ [[სერბები]] გადასულიყვნენ მდინარის მეორე მხარეს სერბებმა არ ისურვეს მოთხოვნის შესრულება, მაშინ ბუგარელერბმა ძალით დაატოვებინეს ტერიტორია სერბებს, რაც გახდა კიდეც ფორმალურად ომის დაწყების მიზეზი.
 
სერბეთის არმია ომის დაწყებისას ფაქტობრივად ყველა მონაცემით(არტილერიის გარდა) სჯობდა ბულგარეთისას, სერბები შეიარაღებული იყვნენ თანამედროვე ტექნიკით ასევე მიღებული ჰქონდათ დიდი საბრძოლო გამოცდილება ოსმალეთთან წარმოებულ ბოლო ორ ომში და ჰყავდათ მაღალკვალიფიციური გენერლები და ოფიცრები. თუმცა არსებობდა მნიშვნელოვანი პრობლემებიც კერძოდ ის რომ სერბ მეომრებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სათანადო დონეზე ათვისებული ახალი შეიარაღება და არ იცოდნენ მისი გამოყენება, ასევე მილან IV ომის დაწყებისას გამოსცა ბრძანება რომ მოეხდინათ მხოლოდ პირველი კლასის ქვეითების მობილიზება (30 წლამდე ახალწვეულები) რითაც დაუკარგა სერბეთის არმიას შესაძლებლობა გამოეყენებინა ომებში გამოცდილი ვეტერანები. ომის დაწყების მომენტში სერბეთში არსებობდა ბევრი საშინაო პრობლემა რაც არ იძლეოდა საშუალებას მომხდარიყო სრული კონცენტრაცია საომარ მოქმედებებზე.მთავარი შეცდომა მილან IV იყო ის რომ როცა საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ დეკლარაცია გამოსცა, მასში ეწერა რომ სერბები მიდიოდნენ ბულგარელების დასახმარებლად [[თურქები]]ს წინააღმდეგ საომრად , როცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა სერბეთის არმიაში გაუგებრობამ იჩინა თავი.
 
ბულგარეთის არმია განსხვავებით სერბეთისგან არ იყო შეიარაღებული თანამედრომე ტექნიკით და მხოლოდ არტილერიით სჯობდა თავის მოწინააღმდეგეს. სიტუაციას ართულებდა ისიც რომ ბულგარეთის გაერთიანების შემდეგ რუსეთს და ბულგარეთს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, განაწყენებულმა [[რუსები|რუსებმა]] ბულგარეთიდან ყველა თავისი ოფიცერი და გენერალი გაიწვიეს, შეიქმნა ისეთი სიტუაცია რომ ახლად შექმნილ ბულგარეთის არმიაში არ იყვენენ ოფიცრები რომლებსაც კაპიტანზე უფრო მაღალი წოდება ექნებოდათ, ამიტომაც ამ ომს ხშირად "კაპიტნების და გენერლების ომს" უწოდებენ.კიდევ უფრო ართულებდა მდგომარეობას ისიც რომ ბულგარეთის არმიის უმთავრესი ძალები ოსმალეთის საზღვართან იმყოფებოდნენ (თუმცა ომის დაწყებიდან 5-6 დღეში ბულგარელებმა შეძლეს ამ ძალების ომის წინა ხაზზე გადასროლა).თუმცა ბულგარეთის არმიას სერბეთისგან განსხვავებით ჰქონდა მაღალი საბრძოლო სულისკვეთება და შემართება დაეცვათ ბულგარეთი,არ დაეშვათ მათი სამშობლოს ხელახალი დაპყრობა და დანაწილება.
 
სერბებმა საზღვარი 14 ნოემბერს გადაკვეთეს და დაიწყეს შეტევის განვითარება ბულგარეთის ტერიტორიის სიღრმეში, მაგრამ შეტევა სწრაფად შეჩერდა როცა სერბები მიადგნენ ქ.[[სილვინიცა]]ს 16-19 ნოემბერს სერბეთის არმია წარუმატებლად უტევდა ბულგარელების პოზიციებს,ამავე დროს ტიმოკის დივიზიამ ალყაში მოაქცია ქალაქი [[ვიდინი]] თუმცა ვერავითარი წარმატების მიღწევა ვერ შეძლო და უკვე ომის დასრულების შემდეგ, 29 ნოემბერს მოხსნა ალყა ქალაქს და სერბეთში დაბრუნდა.სილვინიცასთან განცდილი მარცხის შემდეგ სერბებმა უკან დახევა დაიწყეს და უკვე 24 ნოემბერს სერბეთის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.ბულგარელებმა კი კონტრშეტევა წამოიწყეს ქ.[[პიროტი]]ს მიმართულებით 26-27 ნოემბერს გაიმართა პიროტის ბრძოლა სადაც ბულგარელებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს სებებზე და აიძულეს ისინი დაეტოვებინათ პიროტი, სერბები [[ნიში|ნიშში]] გამაგრდნენ, ბულგარელებმა კი დაიწყეს მზადება ნიშის იერიშისთვის.თუმცა 28 ნოემბერს ავსტრო-უნგრეთის ელჩი სერბეთში შეხვდა ბულგარელ სამხედროებს და გააფრთხილა რომ თუ ისინი განაგრძობდნენ საბრძოლო მოქმედებებს მათ უკვე ავსტო-უნგრეთის არმიასთან მოუწევდათ ბრძოლა. ავსტო-უნგრეთთან ომის თავიდან აცილების მიზნით ბულგარელებმა შეწყვიტეს საბრძოლო მოქმედებები და დაბრუნდნენ თავიანთ ტერიტორიაზე,სერბები ომის დასრულების მიუხედავად მაინც ცდილობდნენ აეღოთ ვიდინი და ზავის დადების დროს თავისთვის უფრო მომგებიანი პირობები მიეღოთ. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გაფორმდა 7 დეკემბერს, საბოლოო საზავო ხელშეკრულება კი 1886 წლის 19 თებერვალს ბუქარესტში.
 
საზავო ხელშეკრულებას არავითარი ტერიტორიული ცვლილებები არ მოუხდენია, სერბეთ-ბულგარეთის საზღვარი გავიდა კვლავ იქ სადაც გადიოდა, მაგრამ ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით მოხდა ბულგარეთის გაერთიანების აღიარება ევროპის წამყვანი სახელმწიფოების მიერ რაც ბულგარეთისთვის დიდი გამარჯვება იყო.
 
ომში სერბებს დაეხოცათ 746, და დაეჭრათ 4,570 ჯარისკაცი და ოფიცერი. ბულგარელების ანალოგიური დანაკარგი შეადგენდა 771 დახოცილ და 4,232 დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს.ამ ომში დამარცხების შემდეგ სერბეთის არმიამ განიცადა დიდი მორალური დარტყმა და რაც მთავარია შეილახა მისი პრესტიჟი რომლის აღდგენა ბალკანეთის ომის შემდეგაც კი ვერ მოხერხდა. თავის მხრივ ბულგარეთის არმიამ ამ ომის შემდეგ ევროპაში დაიმკვიდრა ბალკანეთში საუკეთესო არმიის წოდება, ხოლო ბულგარელებს კი ზოგჯერ "ბალკანეთის პრუსიელებსაც" კი უწოდებდნენ.ამ ომმა დიდი გავლენა იქონია სერბეთ-ბულგარეთის ურთიერთობებზე და თუკი აქამდე ორივე ერი ერთობლივად იბრძოდა თურქი დამპყრობლების წინააღდეგ, ომის შემდეგ მათ შორის უნდობლობა და მტრული ურთიერთდამოკიდებულება გაჩნდა.
 
 
[[კატეგორია:ბულგარეთის ომები]]
Line 27 ⟶ 26:
[[fr:Guerre serbo-bulgare]]
[[he:מלחמת בולגריה-סרביה (1885)]]
[[hr:Srpsko-bugarski rat 1885.]]
[[id:Perang Serbia-Bulgaria]]
[[it:Guerra serbo-bulgara]]