'''სტეფანწმინდა''' (ყოფილი ყაზბეგი) - [[დაბა]], [[ყაზბეგის რაიონიმუნიციპალიტეტი|ყაზბეგის რაიონისმუნიციპალიტეტის]] ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე [[თერგი|თერგის]] ხეობაში, [[მყინვარწვერი|მყინვარწვერის]] ძირში ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. იგი ქალაქ [[ვლადიკავკაზი|ვლადიკავკაზიდან]] დაშორებულია 46 კმ-ით. დაბის სტატუსი მიენიჭა [[1966]] წელს. მოსახლეობა 1 820 (2002). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები. ყაზბეგში დაცულია [[ყაზბეგი, ალექსანდრე|ალექსანდრე ყაზბეგის]] მამისეული ორსართულიანი სახლი (ამჟამად მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) და კარის ეკლესია. სახლის წინ მწერლის საფლავია, დგას [[ბიუსტი]]. დაბის ცენტრში აღმართულია მისივე მონუმენტი. ყაზბეგს თავს დაჰყურებს [[გერგეტის სამება|გერგეტის სამების]] ეკლესია.
[[2006]] წელს დაბა ყაზბეგს დაუბრუნდა მისი ყოფილი სახელი.