ალექსანდრე V: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 28:
}}
'''ალექსანდრე V''' (დ. დაახლოებით [[1703]]/[[1704]] — გ. [[მარტი]], [[1752]]), [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფე [[1720]]-[[
ალექსანდრე V [[რუსეთი|რუსეთთან]] დაახლოების მომხრე იყო. მის პირველ ცდას [[1720]]-[[1730]] ამ მხრივ შედეგი არ მოჰყოლია. მხოლოდ რუსეთ-ოსმალეთის [[1735]]-[[1739]] ომის დროს, რუსების მიერ აზოვის აღების შემდეგ ([[1736]] წლის [[16 ივნისი]]), გაუჩნდათ ალექსანდრე V-სა და მის მომხრეებს დახმარების იმედი. [[1738]] ალექსანდრე V-მ რუსეთში ელჩად გაგზავნა ქუთათელი მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი. ელჩმა იმპერატორს დასავლეთ საქართველოს რუკა წარუდგინა, ქვეყნის ოსმალებისაგან განთავისუფლების გეგმა გააცნო და მფარველობა სთხოვა. ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა რუსეთ-ოსმალეთის [[ბელგრადის საზავო ხელშეკრულება 1739|ბელგრადის საზავო ხელშეკრულებამ]] ([[1739]]). სამეფოში კვლავ ატყდა შინაფეოდალური ომი. [[1741]] წელს ალექსანდრე V-ის მოწინააღმდეგე ფეოდალებმა მისი ძმა გიორგი გაამეფეს. მაგრამ ალექსანდრე V-მ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. [[1743]] წელს მან ზავი დადო დადიანთან და სამეფოში მცირე ხნით მშვიდობა ჩამოვარდა. [[1746]] წელს ალექსანდრე V ტახტიდან გადააყენა მისმა ძმამ - მამუკამ. [[1747]] ოსმალეთის დახმარებით ალექსანდრე V-მ ისევ დაიბრუნა მეფობა, მაგრამ სამეფოში საერთო არეულობა სუფევდა.
|