მრავალწევრი: განსხვავება გადახედვებს შორის

ბოტის დამატება: yo:Onírúiyepúpọ̀; cosmetic changes
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
(ბოტის დამატება: et:Polünoom)
(ბოტის დამატება: yo:Onírúiyepúpọ̀; cosmetic changes)
'''მრავალწევრი''', ''პოლინომი'', გამოსახულება Ax<sup>k</sup>y<sup>l</sup>...w<sup>m</sup>+Bx<sup>n</sup>y<sup>p</sup>...w<sup>q</sup>+...+Dx<sup>r</sup>y<sup>s</sup>...w<sup>t</sup>, სადაც x, y, ..., w ცვლადებია, ხოლო A, B, ... D (მრავალწევრის კოეფიციენტები) და k, l, ..., t (ხარისხის მაჩვენებლები) — მთელი არაუარყოფითი რიცხვები — მუდმივებია. Ax<sup>k</sup>y<sup>l</sup>...w<sup>m</sup> სახის შესაკრებს მრავალწევრის ''წევრებს'' უწოდებენ. მრავალწევრის ორ წევრს ეწოდება მსგავსი, თუ მათში ერთნაირ ცვლადებს ერთნაირი ხარისხის მაჩვენებლები აქვთ. მრავალწევრის მსგავსი წევრები შეიძლება შევცვალოთ ერთი წევრით (მსგავსი წევრების ''დაყვანა''). ორ მრავალწევრს ეწოდება ''ტოლი'', თუ მსგავსი წევრების დაყვანის შმდეგ ყველა წევრი ნულისაგან განსხვავებული კოეფიციენტებით წყვილ-წყვილად ტოლია (მაგრამ თითოეული მათგანი შეიძლება ცაწერილი იყოს განსხვავებული რიგით) ან მრავალწევრის ყველა კოეფიციენტი ნულის ტოლია. ამ შემთხვევაში მრავალწევრს უწოდებენ ''იგივურად ნულის ტოლს'' და აღნიშნავენ ნიშნით 0.
 
მრავალწევრის წევრის ''ხარისხი'' ეწოდება ამ წევრში შემავალი ცვლადების ხარისხის მაჩვენებელთა ჯამს. თუ მრავალწევრი იგივურად ნულის ტოლი არაა, მაშინ მის წევრებს შორის, რომელთა კოეფიციენტები განსხვავებულია ნულისაგან, არსებობს ერთი ან არმდენიმე უდიდესი ხარისხის წევრი. ამ უდიდეს ხარისხს უწოდებენ მრავალწევრის ''ხარისხს''. მრავალწევრს, რომელიც იგივურად ნულის ტოლია, ხარისხი არ აქვს.
 
== ლიტერატურა ==
* [[ქსე]], ტ. 7, გვ. 165, თბ., 1984
 
[[კატეგორია:ალგებრა]]
[[vi:Đa thức]]
[[yi:פאלינאם]]
[[yo:Onírúiyepúpọ̀]]
[[zh:多項式]]
[[zh-yue:多項式]]
77 934

რედაქტირება