შიიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: ast:Xiísmu
ბოტის დამატება: be-x-old:Шыізм; cosmetic changes
ხაზი 1:
'''შიიტობა''', შიიზმი (شيعة علي ში'ათ 'ალი; შია, ში, ალიდები) ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება [[ისლამი|ისლამში]]. მუსლიმები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ [[მუჰამადი|მუჰამადის]] შემდეგ უმათის ხელმძღვანელობა უნდა გადასცემოდა ალის და არა [[აბუ ბაქრ იბნ აბუ ყანიფა|აბუ ბაქრს]]. საბოლოოდ მაინც მიაღწიეს გამარჯვებას და ალი ხალიფად აირჩიეს, თუმცა ამას მოჰყვა [[უმათის განხეთქილება|მუავიას აჯანყება]] და [[ხარიჯიტები|ხარიჯიტების]] გამოყოფა.
 
განასხვავებენ რამდენიმე მიმდინარეობას – 'ითნა აშრიათი (თორმეტეულები), ზეიდიტები (ხუთეული), ისმაილიტები, ღულათი (თავის მხრივ ალავიტები, აჰლულ–ჰაყი და დრუზები).
 
== ეტიმოლოგია ==
 
[[ფაილი:Dhulfiqar.png|thumb|250px|[[ზულფიყარი]], [[ხმალი]] რომელიც [[მუჰამადი|მუჰამადმა]] გადასცა [[ალი იბნ აბუ თალიბი|ალის]] [[ბადრის ბრძოლა|ბადრის ბრძოლის]] წინ, ჩვეულებრივ გამოსახავენ როგორც [[შამშირი|შამშირს]] ორადგაყოფილი ბოლოთი]]
 
სახელწოდება ში'ათ 'ალი მომდინარეობს [[არაბული ენა|არაბული]] ში'ათ (პარტია, პოლიტიკური დაჯგუფება) და პირველი იმამი [[ალი იბნ აბუ თალიბი|ალის ]] სახელიდან. კლასიკურ არაბულში ში'ათ ატარებდა პოლიტიკური დაჯგუფების მნიშვნელობას, ხოლო ჰიზბ, რაც დღეს ატარებს იგივე მნიშვნელობას, საერთოდ ყოველგვარ დაჯგუფების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. "ში'ათ"–სთვის თანამედროვე მნიშვნელობის მინიჭებას მიაწერენ თორმეტეულთა, ისმაილიტთა და დრუზების მეექვსე იმამს, [[ჯაფარ ას–სადიყი|ჯაფარ ას–სადიყ იბნ მუჰამადს]].
 
== იდეა და რწმენა ==
 
მიუხედავად საერთო საფუძვლებისა, დღესდღეობით უკვე საკმაოდ დიდი განსხვავებაა სუნიტურ და შიიტურ ისლამს შორის. შიიტები არ არიან შეზღუდული მაზჰაბებით და აქვთ შენარჩუნებული თავისუფალი [[იჯთიჰადი]].
 
=== მუჰამადის მემკვიდრეობის საკითხი ===
 
ალი იყო მუჰამადის აღმზრდელი ბიძის, აბუ თალიბის ვაჟი და პირველი მამაკაცი, რომელმაც მუჰამადის სამოციქულო მისიის ირწმუნა. 632 წელს, მუჰამადის გარდაცვალებისას, როდესაც ალი და მისი ნათესავები მუჰამადს გლოვობდნენ, [[აიშა ბინთ აბუ ბაქრი|აიშამ]] მოაწყო საიდუმლო კრება, რომელსაც მეთაურობდნენ აბუ ბაქრი, [[უმარი]] და [[უსმან იბნ აფანი|უსმანი]]. მათ ხალიფად გამოაცხადეს აბუ ბაქრი, რამაც ალის გულისწყრომა გამოიწვია, მაგრამ არ შეეწინააღმდეგა აბუ ბაქრს, რადგან უმათის ერთიანობის დარღვევა არ სურდა. 656 წელს ხალიფა უსმანის მკვლელობის შემდეგ, ალი გახდა ხალიფა. მანვე სასტიკად აკრძალა ადამიანების გარჩევა კანის ფერით, რასაც შეეწინააღმდეგნენ გავლენიანი აზ–ზუბაირ იბნ ალ ავამი და რამდენიმე მისი თანამოსაგრე, რომლებიც სავარაუდოდ დიდ მოგებას შოულობდნენ შავკანიანი მონებით ვაჭრობით. ისინი მყისვე დაუკავშირდნენ
აიშას, [[მუავია იბნ აბუ სუფიანი|მუავიას]] და ალის სხვა მოწინააღმდეგეებს. მუავიამ შეაგროვა შამის ([[სირია]]) ლაშქარი, თავის მხრივ ალიმაც შეკრიბა ჯარი და ერთმანეთს შეხვდნენ თანამედროვე [[ერაყი|ერაყისა]] და სირიის საზღვარზე. მუავიამ მოლაპარაკება მოინდომა, რასაც დათანხმდა ალი – ალის მოლაშქრეთა ნაწილმა ეს ღალატად ჩაუთვალა და განუდგა, მათგან ჩამოყალიბდა [[ხარიჯიტები]]ს მიმდინარეობა, რომლის ყველა წევრმაც დადო ფიცი სიკვდილით დაესაჯათ ყველა, ვისაც კი ხელი ერია უმათის განხეთქილებაში. [[661]] წელს ([[ჰიჯრა|ჰიჯრის]] შემდეგ 40 წელი), [[რამადანი]]ს 19–ს, [[სალაჰ ალ–ფაჯრი]]სას იგი მოწამლული ხმლით სასიკვდილოდ დაჭრა სამმა ხარიჯიტმა – აბდურრაჰმან იბნ მულჯამმა და ორმა მისმა თანამოაზრემ, რომლებმაც მიმალვა მოასწრეს. ორ დღეში ალი საწამლავისგან გარდაიცვალა, ხოლო იბნ მულჯამი მოგვიანებით დასაჯეს. ალი დაკრძალეს იქვე და მისი აკლდამის გარშემო ააგეს ჯერ მეჩეთი, შემდეგ კი გაშენდა წმიდა ქალაქთაგან ერთ–ერთი, [[ნაჯაფი]].
 
=== ალის მემკვიდრეობის საკითხი ===
 
ალი, რადგან მუსლიმთა საბჭო ხალიფის ასარჩევად არ შედგა, [[დე იურე]] ჩაანაცვლა მისმა უფროსმა ვაჟმა, მეორე იმამმა და მეხუთე მართლმორწმუნე ხალიფამ [[ჰასან იბნ ალი]]მ, მაგრამ ფაქტიური ძალაუფლება მუავიას ხელში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჰასან იბნ ალი სრულიად არაამბიციური პიროვნება იყო, მუავიამ ჰიჯრის 50 ([[669]]) წელს მაინც მოაწამლინა იგი, რადგან მისი ვაჟს, [[იაზიდი|იაზიდს]] ძალაუფლების მოცილე არ ჰყოლოდა. მაგრამ ამჯერად ჰასანი ჩაანაცვლა მისმა ძმამ, ბევრად ამბიციურმა, გამჭრიახმა და მამაცმა პიროვნებამ, [[ჰუსაინ იბნ ალი]]მ. ჰუსაინმა შეკრიბა ასიოდე თავისი მომხრე და გაემართა [[ქუფა|ქუფისაკენ]] (სამხრეთ ერაყი), სადაც ალის მომხრეები იყვნენ გამაგრებული. მაგრამ 61 წლის [[აშურა|ათ მუჰარამს]] [[ქარბალა]]სთან მას ჩაუსაფრდა სირიელთა ლაშქარი (ზოგი ცნობით 20 000, ზოგი ცნობით 7 000 მეომარი) და ბრძოლაში მოჰკლეს ჰუსაინი, მისი მხლებლები და სირიელთა ლაშქრიდან ჰუსაინის მხარეს გადასული მებრძოლები (მაგ: [[ჰურ იბნ იაზიდ არ–რიათი]]). ჰუსაინს თავი მოჰკვეთეს და წაიღეს აშ–შამში ([[დამასკო]]).
 
== იმამთა ხელისუფლება ==
 
== უსულ ალ–'იმან და ფურუ' ად–დინ ==
 
შიიტური რწმენით, არსებობს ხუთი უსულ ალ–'იმან (أصول الدين; ან უსულ ად–დინ – أصول الدين რწმენის საფუძვლები) და ათი ფურუ' ად–დინ (فروع الدین; რწმენის გამოხატულება).
 
=== რწმენის საფუძვლები ===
 
==== თავჰიდი ====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] توحيد; ისლამის ერთ–ერთი ძირითადი პინციპი, მონოთეიზმი, ღვთის თანაზიართა და თანასწორთა გამორიცხვა უარყოფა.
 
==== ადალათი ====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] عدالة; სამართლიანობა, სიმართლე. შიიტური რწმენით, უსამართლობა, ბოროტი საქმეები და ცოდვები იწვევს ღვთის რისხვას, ამიტომაც რწმენის ერთ–ერთ საფუძვლად მიღებულია სამართლიანობა. "სამართლიანი ადამიანი არც შეეცდება მოჰკლას, არც შეცდება დაჩაგროს, არც შეეცდება წაართვას, არც სხვა ცოდვისკენ მიიდრიკება" – ჯა'ფარ ას–სადიყი, შიიტთა მეექვსე იმამი.
 
==== ნაბუვათი ====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] نبوة‎; ღვთის მიერ გამოგზავნილ წინასწარმეტყველთა რწმენა და მათი პატივისცემა. ნუბუვათი შეიცავს ასევე [[სალავათი]]ს დამატებას წინასწარმეტყველთა და იმამთა სახელებზე, ასევე რწმენას რომ [[მუჰამადი]] იყო მოციქულთა ბეჭედი.
 
==== იმამათი ====
 
იმამთა, როგორ მუჰამადის კანონიერ მემკვიდრეთა მიღება და ლოდინი [[მაჰდი]]სა.
 
==== იაუმ ალ–ყიამათი ====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] يوم القيامة; დღე აღდგენის [გარდაცვლილებისა], ან يوم الدين‎; დღე სამსჯავროსი, დღე რწმენის [გამოცდისა], ასევე السعة; საათი [გარდაუვალი]. რწმენა უკანასკნელ, სამსჯავროს დღეში, როცა მასიჰ ად–დაჯალი დამარცხდება და დედამიწაზე დაიდგმება ღვთის ტახტი, იგი განსჯის ადამიანებს, ვერავინ შეძლებს მოტყუებას, რადგან მათ თავისი სხეულის ის ნაწილი გასცემს, რითაც შესცოდა (მაგ: მპარავთ – ხელები, გემოთმოყვარეთ – პირი, მრუშებს – სასქესო ორგანოები და ა.შ.). ასევე, ამ საფუძველს მიეთვლება ყოველი ესქატოლოგიური წარმოდგენა – მაგ: მალაქათი([[არაბული ენა|არაბ.]] ملائكة; ანგელოზნი.) რწმენა ანგელოზების, როგორც ღვთის ნების აღმასრულებლებისა და მისი ერთგული მსახურების არსებობაში. ღაიბათი ([[არაბული ენა|არაბ.]]غيبة თვალს მიფარება) მეთორმეტე იმამის არსებობის რწმენა და მისი მოიმედება. ქუთუბი ([[არაბული ენა|არაბ.]] الكتب; წიგნები, წერილები.) ღვთის მიერ გადმოვლენილ წერილების რწმენა და მათი პატივისცემა.
 
=== რწმენის გამოხატულებანი ===
 
გარდა რწმენის საფუძვლებისა, არსებობს რწმენის გამოხატულებანი, რომელიც შიიტების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და განსაზღვრავს კიდეც მას.
 
==== 'იმანი ====
 
[[არაბული ენა|არაბ]] إيمان‎‎; დარწმუნება უსულ ალ–'იმანსა და მათში ეჭვის შეუტანლობა.
 
==== სალათი ====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] صلاة; ლოცვა. ხუთჯერადი სარიტუალო ლოცვა დღის განმავლობაში კონკრეტულ დროზე.
 
==== საუმი ====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] صوم; მარხვა რამადანის თვეში. მარხვა გრძელდება მზის ამოსვლიდან (როსედაც უკვე შესაძლებელი ხდება გაარჩიო თეთრი ძაფი შავისაგან) მზის ჩასვლამდე (როდესაც იგივე მოქმედება შეუძლებელი ხდება), ასევე მარხულობენ მუჰარსმის პირველ ათ დღეს, დაშვებულია ნებაყოფლობითი მარხვა ნებისმიერ დროს გარდა [[აიდულ–ფიტრი]]სა.
 
==== ჰაჯი ====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] حج; [[მექა|მექისა]] და [[მედინა|მედინის]] მოლოცვა, ასევე არსებობს დიდი ჰაჯი, როდესაც მორწმუნემ უნდა მოილოცოს შემდეგი ქალაქები: მექა, მედინა, [[იერუსალიმი]], [[ნაჯაფი]], [[ქარბალა]], [[ყუმი]] და [[მეშჰედი]].
 
==== ზაქიათი ====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] زكاة‎; გადასახადი, რომელსაც მორწმუნე იხდის უმწეოთა და უპოვართა სასარგებლოდ. ასევე ამ გადასახადში შედის ხუმსი ([[არაბული ენა|არაბ.]] خمس; ერთი მეხუთედი გადასახადი ღანიმადან ([[არაბული ენა|არაბ.]] غَنيمَة; გულისხმობს დიდ საშოვარს, ასევე საომარ ალაფს, დავლას).
 
==== ჯიჰადი ====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] جهد; ბრძოლა ღვთის საამებლად. არსებობს სხვადასხვა ჯიჰადები – მაგ: დიდი ჯიჰადი, სულის განსამტკიცებლად ბრძოლა, სიტყვის ჯიჰადი – ისლამის გავრცელება სიტყვით, მისიონერობა, ცოდნის ჯიჰადი – მეცნიერი, რომელიც სწავლობს ისლამს და მონაწილეობს თეოლოგიურ კამათებში, მცირე ჯიჰადი – ფიზიკური ბრძოლა ისლამისთვის, ასევე გამოჰყოფენ ქალთა ჯიჰადს – ბავშვების გაჩენასა და აღზრდას ისლამური რწმენით.
 
==== ამრ ბი ალ–მა'რუფი ====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] امر بالمعروف; სიკეთის თესვა; სამართლიანობის მხარდაჭერა.
 
==== ნაჰი 'ან ალ–მუნქარი ====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] نهي عن المنكر; ბოროტის და უსამართლობის უარყოფა, ხელისშეშლა და წინააღმდეგობის გაწევა.
 
==== თავალა ====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] تولّى‎; მუჰამადის სახლეულის პატივისცემა.
 
==== თაბარა' ====
 
[[არაბული ენა|არაბ.]] تبرأ; მუჰამადის სახლეულის მოწინააღმდეგეთაგან თავის შორს დაჭერა.
 
 
== გავრცელება თანამედროვე მსოფლიოში ==
 
== დევნა ==
 
 
ხაზი 107:
[[ast:Xiísmu]]
[[az:Şiə]]
[[be-x-old:Шыізм]]
[[bg:Шиитски ислям]]
[[bn:শিয়া ইসলাম]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შიიზმი“-დან