დავით II (იმერეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 31:
 
==ბიოგრაფია==
====გამეფება და მმართველობის წლებიპირველი წელი====
დავითი გამეფებისას 29 წლისა იყო. [[სოლომონ I]]–ის მიერ ტახტზე მემკვიდრედ გამოცხადებულ დავით არჩილის ძეს (მომავალი [[სოლომონ II]]) ამ დროისათვის 12 წელი შესრულებოდა და პაპის – ერეკლე II–ის კარზე იზრდებოდა. ამით ისარგებლა დავით გიორგის ძემ და [[პაპუნა წერეთელი |პაპუნა]] და [[ზურაბ წერეთელი (იმერეთი)|ზურაბ]] წერეთლების, [[ბერი წულუკიძე |ბერი წულუკიძის]], [[კაცია II დადიანი]]სა და [[გიორგი V გურიელი]]ს ხელშეწყობით გამეფდა.
 
დავითმა [[1784]] წლის თავი მეფედ გამოაცხადა და [[26 აპრილი |26 აპრილს]] (ახ. სტ. [[9 მაისი]]) დადო ფიცი, რომლის ძალითაც სოლომონ I–ის პოლიტიკის გაგრძელებას კისრულობდა. მის მომხრედ გამოდიოდა რუსეთიც, რომელსაც მეფემ იმავე წელს ქვეშევრდომობა სთხოვა. რუსეთის მთავრობა მაშინვე ჩაერია იმერეთის საქმეებში და [[1784]] წლის მაისში დავით გიორგის ძე და ერეკლე II მოარიგა: იმერეთის მეფე იძულებული გახდა, დავით არჩილის ძე თავის მემკვიდრედ გამოეცხადებინა, მისთვის საუფლისწულო მიეცა და სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ ტახტიც დაეთმო. დავით გიორგის ძე ცდილობდა, დიდ ფეოდალთა გავლენისაგან გათავისუფლებულიყო და თავისი ერთგულნი ([[ელიზბარ ერისთავი (ერისთვისშვილი) |ელიზბარ ერისთავი]] და სხვები) დააწინაურა. ამით [[პაპუნა წერეთელი]], [[ბერი წულუკიძე ]] და სხვა დიდი თავადები მტრად გადაიკიდა.
 
====ოსმალეთის პრეტენზიები და რუსეთის პოზიცია====
იმერეთის [[რუსეთის იმპერია |რუსეთთან]] დაახლოებამ [[ოსმალეთის იმპერია |ოსმალეთი]] დააფრთხო და მან იმერეთის მეფედ [[ქაიხოსრო აბაშიძე |ქაიხოსრო ლევანის ძე აბაშიძე]] გამოაცხადა. იმავე დროს, [[სტამბოლი]]დან ტახტის მეორე მაძიებელი, [[რაჭის საერისთავო |რაჭის ერისთავის]] ვაჟი, [[გიორგი რაჭის ერისთავი |გიორგი]] ("ქიორ–ბეიდ" – ცალთვალად წოდებული) გამოემართა. ოსმალეთი აშკარად ამზადებდა დასავლეთ საქართველოში შემოჭრას. ამ რთულ ვითარებაში მეფემ გაბედულად იმოქმედა: შემოირიგა ზურაბ და პაპუნა წერეთლები და წულუკიძეს მორჩილება გამოაცხადებინა. [[1785]] წლის მიწურულს, რუსეთის აქტიური ჩარევის შედეგად, [[ოსმალეთის იმპერია |თურქეთი]] იძულებული გახდა უარი ეთქვა იმერეთში თავისი კანდიდატის გამეფებაზე. თუმცა, თურქთა მარბიელი რაზმების თარეში არ წყდებოდა. [[1785]] წელს მეფემ რაჭის ერისთავის ძე – გიორგი შემოირიგა და ახლად აღდგენილი [[რაჭის საერისთავო]] ჩააბარა; [[1786]] წელს კი წულუკიძის, წერეთლისა და დავით არჩილის ძის იმერეთში შემოსული ჯარი დაამარცხა. ეს ჯარი მეფის მოწინააღმდეგეებს ახალციხის [[სულეიმან–ფაშა |ფაშა სულეიმანმა]] დაახმარა.
 
1784–1786 წლებში [[ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება |ქუჩუკ–კაინარჯის ზავის]] გამო რუსეთმა დასავლეთ საქართველოში თურქთა პრეტენზიებს აშკარა ძალა ვერ დაუპირისპირა. [[1787]] წლის ივნისში დავით II–ის რწმუნებებით აღჭურვილი ახალი ელჩი – [[ბესიკი |ბესარიონ გაბაშვილი]] რუსეთს გაემგზავრა, მაგრამ [[სანქტ-პეტერბურგი |პეტერბურგში]] მხოლოდ [[1789]] წელს ჩააღწია.
 
====კონფლიქტი ოდიშის მთავართან და მეფობის დასასრული====
[[1788]] წელს სამეგრელოში [[კაცია II დადიანი |კაცია დადიანის]] ვაჟი – [[გრიგოლ დადიანი |გრიგოლი]] გამთავრდა, რომელიც მეფის მოწინააღმდეგე თავადებს შეუერთდა. დადიანმა, პოლიტიკური მიზნით, დავით არჩილის ძე თავის დაზე, [[მარიამ დედოფალი (იმერეთი) |მარიამზე]] დააქორწინა. დავით II–მ გადაწყვიტა ესარგებლა გრიგოლის სიჭაბუკით და სამეგრელოს სამთავროს დამორჩილებისა და ლეჩხუმის ხელში ჩაგდების მიზნით, სამეგრელოზე ილაშქრა. ახალგაზრდა მთავარმა თავი ლეჩხუმს შეაფარა, სამეგრელოში კი, ამ დროს, მისი ძმა მანუჩარ II გაამთავრეს. ამ ფაქტმა ოდიშის ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფა გამოიწვია: ერთნი მხარს უჭერდნენ მანუჩარ II-ს, ხოლო მეორენი – გრიგოლს. ამ უკანასკნელის მხარეს იყვნენ აგრეთვე ლეჩხუმის სარდალ-მოურავი [[ქაიხოსრო გელოვანი]] და [[სახლთუხუცესი]] [[გიორგი ჩიქოვანი]]. დადიანმა იმერთა მეფის დავითის საწინააღმდეგოდ, ერეკლე II-ს დახმარება სთხოვა და თან თავისთან მიიწვია ერეკლეს შვილიშვილი, მის კარზე მყოფი დავით არჩილის ძე. დავით არჩილის ძის გამეფება იმერეთის სამეფო კართან ერეკლეს კარგა ხნის წინ ჰქონდა შეთანხმებული, მაგრამ დავით გიორგის ძე ტახტის დათმობას არ აპირებდა. [[ერეკლე II]]–მ გამოიყენა დადიანის თხოვნა მასთან დავით არჩილის ძის გაგზავნისა და დახმარების შესახებ და დასავლეთ საქართველოში ილაშქრა. [[1789]] წლის [[11 ივლისი |11 ივლისს]], სოფ. [[მათხოჯი | მათხოჯთან]] ქართლისა და სამეგრელოს გაერთიანებულმა ჯარმა [[მათხოჯის ბრძოლა 1789 |დაამარცხა]] დავით II, რომელიც ერთხანს იმერეთში ბრძოლას განაგრძობდა, მაგრამ ბოლოს [[ახალციხე]]ში გაიქცა: ტახტზე კი დავით არჩილის ძე ავიდა, [[სოლომონ II]]–ს სახელით.