დავით II (იმერეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 40:
1784–1786 წლებში [[ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება |ქუჩუკ–კაინარჯის ზავის]] გამო რუსეთმა დასავლეთ საქართველოში თურქთა პრეტენზიებს აშკარა ძალა ვერ დაუპირისპირა. [[1787]] წლის ივნისში დავით II–ის რწმუნებებით აღჭურვილი ახალი ელჩი – [[ბესიკი |ბესარიონ გაბაშვილი]] რუსეთს გაემგზავრა, მაგრამ [[სანქტ-პეტერბურგი |პეტერბურგში]] მხოლოდ [[1789]] წელს ჩააღწია.
 
[[1788]] წელს სამეგრელოში [[კაცია II დადიანი |კაცია დადიანის]] ვაჟი – [[გრიგოლ დადიანი |გრიგოლი]] გამთავრდა, რომელიც მეფის მოწინააღმდეგე თავადებს შეუერთდა. დადიანმა, პოლიტიკური მიზნით, დავით არჩილის ძე თავის დაზე, [[მარიამ დედოფალი (იმერეთი) |მარიამზე]] დააქორწინა. დავით II–მ გადაწყვიტა ესარგებლა გრიგოლის სიჭაბუკით და სამეგრელოს სამთავროს დამორჩილებისა და ლეჩხუმის ხელში ჩაგდების მიზნით, სამეგრელოზე ილაშქრა. ახალგაზრდა მთავარმა თავი ლეჩხუმს შეაფარა, სამეგრელოში კი, ამ დროს, მისი ძმა მანუჩარ II გაამთავრეს. ამ ფაქტმა ოდიშის ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფა გამოიწვია: ერთნი მხარს უჭერდნენ მანუჩარ II-ს, ხოლო მეორენი – გრიგოლს. ამ უკანასკნელის მხარეს იყვნენ აგრეთვე ლეჩხუმის სარდალ-მოურავი [[ქაიხოსრო გელოვანი]] და [[სახლთუხუცესი]] [[გიორგი ჩიქოვანი]]. დადიანმა იმერთა მეფის დავითის საწინააღმდეგოდ, ერეკლე II-ს დახმარება სთხოვა და თან თავისთან მიიწვია ერეკლეს შვილიშვილი, მის კარზე მყოფი დავით არჩილის ძე. დავით არჩილის ძის გამეფება იმერეთის სამეფო კართან ერეკლეს კარგა ხნის წინ ჰქონდა შეთანხმებული, მაგრამ დავით გიორგის ძე ტახტის დათმობას არ აპირებდა. [[ერეკლე II]]–მ გამოიყენა დადიანის თხოვნა მასთან დავით არჩილის ძის გაგზავნისა და დახმარების შესახებ და დასავლეთ საქართველოში ილაშქრა. [[1789]] წლის [[11 ივლისი |11 ივლისს]], სოფ. [[მათხოჯი | მათხოჯთან]] ქართლისა და სამეგრელოს გაერთიანებულმა ჯარმა [[მათხოჯის ბრძოლა 1789 |დაამარცხა]] დავით II, რომელიც ერთხანს იმერეთში ბრძოლას განაგრძობდა, მაგრამ ბოლოს [[ახალციხე]]ში გაიქცა: ტახტზე კი დავით არჩილის ძე ავიდა, [[სოლომონ II]]–ს სახელით.
 
====ბრძოლა ტახტის დასაბრუნებლად და გარდაცვალება====