დავით II (იმერეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
'''დავით II''' (დ. [[1755]] – გ. [[11 იანვარი]], [[1795]]), [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფე [[1784]]-[[1789]] წლებში, [[გიორგი VII (იმერეთის მეფე)|გიორგი VII-ს ძე]], [[სოლომონ I|სოლომონ I-ს]] ბიძაშვილი.
 
==გამეფება და მმართველობის წლები==
დავითი გამეფებისას 29 წლისა იყო. [[სოლომონ I]]–ის მიერ ტახტზე მემკვიდრედ გამოცხადებულ დავით არჩილის ძეს (მომავალი [[სოლომონ II]]) ამ დროისათვის 12 წელი შესრულებოდა და პაპის – ერეკლე II–ის კარზე იზრდებოდა. ამით ისარგებლა დავით გიორგის ძემ და [[პაპუნა წერეთელი |პაპუნა]] და [[ზურაბ წერეთელი (იმერეთი)|ზურაბ]] წერეთლების, [[ბერი წულუკიძე |ბერი წულუკიძის]], [[კაცია II დადიანი]]სა და [[გიორგი V გურიელი]]ს ხელშეწყობით გამეფდა.
 
დავითმა [[1784]] წლის თავი მეფედ გამოაცხადა და [[26 აპრილი |26 აპრილს]] (ახ. სტ. [[9 მაისი]]) დადო ფიცი, რომლის ძალითაც სოლომონ I–ის პოლიტიკის გაგრძელებას კისრულობდა. მის მომხრედ გამოდიოდა რუსეთიც, რომელსაც მეფემ იმავე წელს ქვეშევრდომობა სთხოვა. რუსეთის მთავრობა მაშინვე ჩაერია იმერეთის საქმეებში და [[1784]] წლის მაისში დავით გიორგის ძე და ერეკლე II მოარიგა: იმერეთის მეფე იძულებული გახდა, დავით არჩილის ძე თავის მემკვიდრედ გამოეცხადებინა, მისთვის საუფლისწულო მიეცა და სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ ტახტიც დაეთმო. დავით გიორგის ძე ცდილობდა, დიდ ფეოდალთა გავლენისაგან გათავისუფლებულიყო და თავისი ერთგულნი ([[ელიზბარ ერისთავი (ერისთვისშვილი) |ელიზბარ ერისთავი]] და სხვები) დააწინაურა. ამით [[პაპუნა წერეთელი]], [[ბერი წულუკიძე ]] და სხვა დიდი თავადები მტრად გადაიკიდა.
Line 38 ⟶ 39:
1784–1786 წლებში [[ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება |ქუჩუკ–კაინარჯის ზავის]] გამო რუსეთმა დასავლეთ საქართველოში თურქთა პრეტენზიებს აშკარა ძალა ვერ დაუპირისპირა. [[1787]] წლის ივნისში დავით II–ის რწმუნებებით აღჭურვილი ახალი ელჩი – [[ბესიკი |ბესარიონ გაბაშვილი]] რუსეთს გაემგზავრა, მაგრამ [[სანქტ-პეტერბურგი |პეტერბურგში]] მხოლოდ [[1789]] წელს ჩააღწია.
 
[[1788]] წელს სამეგრელოში [[კაცია II დადიანი |კაცია დადიანის]] ვაჟი – [[გრიგოლ დადიანი |გრიგოლი]] გამთავრდა, რომელიც მეფის მოწინააღმდეგე თავადებს შეუერთდა. დადიანმა, პოლიტიკური მიზნით, დავით არჩილის ძე თავის დაზე, [[მარიამ დედოფალი (იმერეთი) |მარიამზე]] დააქორწინა. დავით II–მ სამეგრელოზე ილაშქრა. [[ერეკლე II]]–მ გამოიყენა დადიანის თხოვნა მასთან დავით არჩილის ძის გაგზავნისა და დახმარების შესახებ და დასავლეთ საქართველოში ილაშქრა. [[1789]] წლის [[11 ივლისი |11 ივლისს]], სოფ. [[მათხოჯი | მათხოჯთან]] ქართლისა და სამეგრელოს გაერთიანებულმა ჯარმა [[მათხოჯის ბრძოლა 1789 |დაამარცხა]] დავით II, რომელიც ერთხანს იმერეთში ბრძოლას განაგრძობდა, მაგრამ ბოლოს [[ახალციხე]]ში გაიქცა: ტახტზე კი დავით არჩილის ძე ავიდა, [[სოლომონ II]]–ს სახელით.

==ბრძოლა ტახტის დასაბრუნებლად და გარდაცვალება==
[[1790]] წელს დავით II ახალციხის ფაშას და [[ლევან აბაშიძე (XVIII საუკუნის II ნახევარი) |ლევან აბაშიძის ]] დახმარებით იმერეთში შეიჭრა და მოახერხა ტახტის ძალზე მცირე ხნით დაუფლება, თუმცა დავით არჩილის ძემ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. [[1791]] წელს დავით II, ერეკლე II–ის შუამდგომლობით, იმერეთში დაბრუნდა და საუფლისწულო მამული მიიღო და ერთხანს იქ ცხოვრობდა. [[1792]] და [[1794]] წლებში, ლეკთა ჯარისა და მომხრე დიდებულთა დახმარებით, იგი კვლავ შეეცადა გამეფებას, მაგრამ დამარცხადა და ისევ ახალციხის საფაშოში გადაიხვეწა, სადაც [[1795]] წლის [[11 იანვარი |11 იანვარს]] [[ყვავილი (დაავადება) |ყვავილით]] გარდაიცვალა. დაკრძალულია [[ჯრუჭის მონასტერი |ჯრუჭის მონასტერში]].
 
{{დაიწყე ყუთი}}