დავით II (იმერეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 38:
1784–1786 წლებში [[ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება |ქუჩუკ–კაინარჯის ზავის]] გამო რუსეთმა დასავლეთ საქართველოში თურქთა პრეტენზიებს აშკარა ძალა ვერ დაუპირისპირა. [[1787]] წლის ივნისში დავით II–ის რწმუნებებით აღჭურვილი ახალი ელჩი – [[ბესიკი |ბესარიონ გაბაშვილი]] რუსეთს გაემგზავრა, მაგრამ [[სანქტ-პეტერბურგი |პეტერბურგში]] მხოლოდ [[1789]] წელს ჩააღწია.
 
[[1788]] წელს სამეგრელოში [[კაცია II დადიანი |კაცია დადიანის]] ვაჟი – [[გრიგოლ დადიანი |გრიგოლი]] გამთავრდა, რომელიც მეფის მოწინააღმდეგე თავადებს შეუერთდა. დადიანმა, პოლიტიკური მიზნით, დავით არჩილის ძე თავის დაზე, [[მარიამ დედოფალი (იმერეთი) |მარიამზე]] დააქორწინა. დავით II–მ სამეგრელოზე ილაშქრა. [[ერეკლე II]]–მ გამოიყენა დადიანის თხოვნა მასთან დავით არჩილის ძის გაგზავნისა და დახმარების შესახებ და დასავლეთ საქართველოში ილაშქრა. [[1789]] წლის [[11 ივლისი |11 ივლისს]], სოფ. [[მათხოჯი | მათხოჯთან]] ქართლისა და სამეგრელოს გაერთიანებულმა ჯარმა [[მათხოჯის ბრძოლა 1789 |დაამარცხა]] დავით II, რომელიც ერთხანს იმერეთში ბრძოლას განაგრძობდა, მაგრამ ბოლოს [[ახალციხე]]ში გაიქცა: ტახტზე კი დავით არჩილის ძე ავიდა, [[სოლომონ II]]–ს სახელით. [[1790]] წელს დავით II ახალციხის ფაშას და [[ლევან აბაშიძე (XVIII საუკუნის II ნახევარი) |ლევან აბაშიძის ]] დახმარებით იმერეთში შეიჭრა და მოახერხა ტახტის ძალზე მცირე ხნით დაუფლება, თუმცა დავით არჩილის ძემ იმავე წელს დაიბრუნა ტახტი. [[1791]] წელს დავით II, ერეკლე II–ის შუამდგომლობით, იმერეთში დაბრუნდა და საუფლისწულო მაულიმამული მიიღო და ერთხანს იქ ცხოვრობდა. [[1792]] და [[1794]] წლებში, ლეკთა ჯარისა და მომხრე დიდებულთა დახმარებით, იგი კვლავ შეეცადა გამეფებას, მაგრამ დამარცხადა და ისევ ახალციხის საფაშოში გადაიხვეწა, სადაც [[1795]] წლის [[11 იანვარი |11 იანვარს]] ყვავილით გარდაიცვალა. დაკრძალულია [[ჯრუჭის მონასტერი |ჯრუჭის მონასტერში]].
 
{{დაიწყე ყუთი}}