გავაზი (ისტორიული): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რაიონი - მუნიციპალიტეტი, replaced: რაიონი → მუნიციპალიტეტი (2) using AWB (6914)
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Dzveli gavazi.JPG|thumb|300px|right|ძველი გავაზი]]'''გავაზი''', ''ძველი გავაზი'', ისტორიული სოფელი [[კახეთი|კახეთში]]. მდებარეობდა თანამედროვე [[ახალსოფელი (ყვარლის მუნიციპალიტეტი)|ახალსოფლის]] ([[ყვარლის მუნიციპალიტეტი]]) ტერიტორიაზე, მდინარე [[ალაზანი|ალაზნის]] მარცხენა შენაკადის ავანისხევის ([[გავაზისწყალი|გავაზისწყლის]]) ორივე ნაპირზე. გავაზის დაწინაურებას ადრინდელი შუა საუკუნეებიდანვე ხელი შეუწყო მისმა ხელსაყრელმა მდებარეობამ კავკასიონისა და ალაზნის ველის მიჯნაზე. VI საუკუნეში გავაზაში აიგო მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი — [[ძველი გავაზის ეკლესია|ძველი გავაზის]] სახელით ცნობილი ეკლესია.
 
[[ფაილი:Dzveli gavazi.JPG|thumb|300px|right|ძველი გავაზი]]
ქართული წერილობით წყაროებში გავაზი პირველად იხსენიება IX საუკუნეში, როდესაც ქორეპისკოპოსმა სამოელ დონაურმა იქ დაამარცხა არაბები. X საუკუნეში [[კვირიკე I|კვირიკე]] ქორეპისკოპოსისა და კონსტანტინე აფხაზთა მეფის [[ჰერეთი|ჰერეთში]] ლაშქრობის შედეგად გავაზი და არიში კონსტანტინეს ერგო წილად. გავაზში აღმოჩენილი [[1025]] წლით დათარიღებული სამშენებლო წარწერა გვამცნობს, რომ აქ საყურადღებო მშენებლობა მიმდინარეობდა. გავაზის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა XV-XVI საუკუნეებში.