ლეონტი მროველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 20:
|სხვადასხვა =
}}
'''ლეონტი მროველი''', XI საუკუნის [[ქართველები|ქართველი]] მოღვაწე, [[რუისი|რუისის]] [[ეპისკოპოსი]]. იხსენიება [[1066]] წლით დათარიღებულ წარწერაში, რომელიც [[1957]] წელს [[ქარელი]]ს მახლობლად, სოფ. [[თრეხვი|თრეხვში]] აღმოაჩინეს, აგრეთვე — როგორც [[მთავარეპისკოპოსი]], [[ათონი]]ს ერთ-ერთ ხელნაწერში და ამჟამად ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ XI საუკუნის ხელნაწერში. ბევრი მკვლევარი ზემოხსენებულ ლეონტი მროველს აიგივებს „[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]]“ ერთ-ერთ მინაწერში მოხსენიებულ ლეონტი მროველთან, რომელსაც მიეწერება ამ კრებულში შესული თხზულებები: „[[არჩილის წამება]]“, „[[მეფეთა ცხოვრება]]“ და „[[ნინოს ცხოვრების რედაქციები |ნინოს მიერ ქართლის მოქცევა]]“.
 
იმავე „ქართლის ცხოვრების“ სხვა მინაწერის მიხედვით, აგრეთვე დასახელებულ ნაწარმოებთა ენობრივ-სტილისტური და ისტორიული ანალიზის შედეგად ბევრი მკვლევარი შეუძლებლად თვლის მათ ავტორად XI საუკუნის მოღვაწის მიჩნევას: „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ „ქართლის ცხოვრებაში“ თითქმის სიტყვასიტყვით გადმოწერილია კრებულ „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ დამოწმებული ტექსტიდან. „მეფეთა ცხოვრება“, თვით „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ერთ-ერთი მინაწერის თანახმად „ჟამითი ჟამად“ (ე. ი. დროდადრო) იწერებოდა, ხოლო „არჩილის წამების“ ავტორ ლეონტი მროველს ამ ნაწარმოების XII საუკუნის მეტაფრასტული რედაქციის უცნობი აგიოგრაფი თვით არჩილის თანამედროვედ (VIII საუკუნის მოღვაწედ) მიიჩნევს. ამიტომაც, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, XI საუკუნის მოღვაწე ლეონტი მროველი ამ თხზულების მხოლოდ რედაქტორი ან გადამწერია. მკვლევართა ნაწილი კი ამ თხზულებებს VIII საუკუნით ათარიღებს და შესაბამისად მათ ავტორად სხვა, VIII საუკუნეში მოღვაწე ლეონტი მროველს მიიჩნევს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლეონტი_მროველი“-დან