ვეზირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: fa, ja წაშლა: el, nl შეცვლა: uk
No edit summary
ხაზი 1:
'''ვეზირი''', ''ვაზირი'' ([[არაბ.]], ვაზირუნ — ვეზირი, მინისტრი), მინისტრებისა და დიდმოხელეთა ტიტული მრავალ მუსლიმანურ სახელმწიფოში. ვეზირის სახელო პირველად გვხვდება [[სასანიანები|სასანიანთა]] სპარსეთის სახელმწიფო წყობილებაში, საიდანაც იგი გადაიღეს [[აბასიანები|აბასიანთა]] დინასტიის არაბმა ხალიფებმა. ვეზირს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მნიშვნელობა და ფუნქციები ჰქონდა. ზოგ ქვეყანაში რამდენიმე ვეზირი იყო, ზოგან კი — ერთი (სახალიფოში, სელჩუკთა სამეფოში). ზოგჯერ ვეზირად რომელიმე პროვინციის გამგებელიც იწოდებოდა. [[ოსმალეთის იმპერიაშიიმპერია]]ში [[დიდი ვეზირი]] სათავეში ედგა მთავრობას, [[სულთანი |სულთნის]] სახელით გამოსცემდა ფირმანებს, ხელ აწერდა [[საზავო ხელშეკრულება]]ს.
 
გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში ვეზირი ხელმძღვანელობდა ცენტრალური სახელმწიფოს მმართველობის ერთ-ერთ უწყებას (სამხედრო, საპოლიციო, საფინანსო-სამეურნეო და სხვა). სულ ექვსი ვეზირი იყო: [[მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი]], [[ათაბაგი]], [[ამირსპასალარი]], [[მანდატურთუხუცესი]], [[მეჭურჭლეთუხუცესი]] და [[მსახურთუხუცესი]]. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო უფროსი ვეზირი - [[სავეზირო]]ს თავმჯდომარე. პირველი პირი მეფის შემდეგ. დანარჩენები იყოფოდნენ „სამთა ვაზირთა“ (ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი) და „ორთა ვაზირთა“ (მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი) ჯგუფებად. პირველი ჯგუფი დიდი [[დარბაზობა|დარბაზობის]], ვაზირობისა და პურობის დროს მეტი უპირატესობით სარგებლობდა, ვიდრე მეორე. ვეზირთა ინსტიტუტის არსებობდა დამოწმებულია [[ძეგლის დადება მეფეთ-მეფის გიორგის მიერ|გიორგი V-ის სამართალში]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვეზირი“-დან