ქართლური დიალექტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ქართლური კილო''' – ქართული ენის ქართლური კილო (დიალექტი).
'''ქართლური კილო''' ყველაზე მსხვილი დიალექტური ერთეულია. ქართლური კილო ყველაზე ახლოს დგას სამწიგნობრო ქართულთან. სხვა ქართველურ კილოთაგან ყველაზე მეტ საერთოს იგი პოულობს კახურთან. ეს ბუნებრივია მათი ტერიტორიული სიახლოვისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური ერთიანობის გამო. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, სწორედ ქართლური კილო დაედო საფუძვლად ქართულ სალიტერატურო ენას ([[კახური|კახურთან]] ერთად).
 
ქართლურს უჭირავს საქართველოს ცენტრალური ადგილი და ვრცელდება [[კახეთი|კახეთიდან]] [[იმერეთის მხარე|იმერეთამდე]], ე.ი. [[არაგვი|არაგვისა]] და [[მტკვარი|მტკვრის]] ხეობიდან [[ლიხის მთა|ლიხის მთამდე]]. დიალექტური თავისებურებების გათვალისწინებით, ქართლურ კილოში ოთხი ძირითადი [[კილოკავი]] გამოიყოფა: ცენტრალური ანუ '''შიდა ქართლური''' ([[მცხეთის რაიონი|მცხეთის]], [[კასპის რაიონი|კასპის]], [[გორის რაიონი|გორის]], [[ქარელის რაიონი|ქარელის]] რაიონების მეტყველება), ჩრდილო ანუ '''ზემოქართლური''' ([[ახალგორის რაიონი|ახალგორის]], აგრეთვე, [[დუშეთის რაიონი|დუშეთის]] რაიონში შემავალი სოფლების მეტყველება), სამხრეთი ანუ '''ქვემოქართლური''' (გომარული, წერაქვ-სიონური, რეხული, ალგეთური თქმები) და '''დასავლური ქართლური''' ([[ბორჯომი|ბორჯომის]], [[ხაშური|ხაშურისა]] და [[სურამი|სურამის]] მეტყველება). დღეისათვის ქართლურის გავრცელების არეა: ჩრდილოეთით ანანურ-დუშეთით დაწყებული და სამხრეთით თრიალეთის მთით გათავებული; აღმოსავლეთით კახეთიდან დაწყებული დასავლეთით იმერეთამდე. ქართლური მეტყველება მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ რაიონებს: [[დუშეთის რაიონი|დუშეთის]], მცხეთის, ნაწილობრივ [[სამგორი|სამგორის]], [[მარნეულის რაიონი|მარნეულის]], [[თეთრი წყაროს რაიონი|თეთრი წყაროს]], [[ბოლნისის რაიონი|ბოლნისის]], [[დმანისის რაიონი|დმანისის]], [[წალკის რაიონი|წალკის]], კასპის, გორის, [[ზნაურის რაიონი|ზნაურის]], [[ქარელი|ქარელის]], [[ხაშურის რაიონი|ხაშურისა]] და [[ბორჯომის რაიონი|ბორჯომის]] რაიონებს.
ქართლური დიალექტი ძირითადი დიალექტია ქართული ენისა. სწორედ იგი დაედო საფუძვლად ქართულ სალიტერატურო ენას. ისტორიულად ცნობილია, რომ ძველი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება ქართლის ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ და ადმინისტრაციულ-კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV-III საუკუნეებში ჩვენს ერამდე ისტორიულ ქართლში ჩამოყალიბდა სამეფო, რომლის დედაქალაქი იყო ჯერ მცხეთა და შემდეგ თბილისი. აქ განვითარდა ქართული მწერლობა და აქვეა დაცული ადრინდელი ქართული წარწერებიც ბოლნისის სიონსა და მცხეთის ჯვრის საყდარზე (V-VI-VII სს.) ქართულის ზეგავლენა არ წყდებოდა მაშინაც, როცა თბილისი მტრის ხელში იყო და იგი სახელმწიფოსა და კულტურის ცენტრს არ წარმოადგენდა. პოლიტიკურსა და კულტურულ ცენტრებს არა ერთხელ გადაუნაცვლებია, მაგრამ ქართლის მიწა-წყლის ფარგლებს ეს საყრდენი არ გასცილებია.
 
ამგვარად, ქართლურის საფუძველზე იშვება, თანდათანობით ვითარდება და ყალიბდება ძველი ქართული სალიტერატურო ენა. ეს პერიოდი V-XII საუკუნეებს უნდა მოიცავდეს დაახლოებით.
ახალი ქართული ენის სათავეები გვაქვს მეთორმეტე საუკუნიდან (ი.შავთელი, ჩახრუხაძე, შ. რუსთაველი), თუმცა მისი ჩანასახები შეინიშნება X-XI საუკუნიდანაც (გიორგი მთაწმიდლისა და სხვათა ნაწერებში). ამ ენის ჩამოყალიბების პერიოდი გრძელდება დაახლოებით მეთვრამეტე საუკუნემდე. მეთვრამეტე საუკუნისათვის ახალი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება უკვე დამთავრებულია, რის საუკეთესო ნიმუშსაც წარმოადგენს სულხან-საბა ორბელიანისა და დავით გურამიშვილის ნაწერები.
 
ახალი სალიტერატურო ქართული ენის ჩამოყალიბებაში, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით თერგდალეულებს ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, აქტიურ მონაწილეობას იღებს კახურიც. შეიძლება ითქვას, რომ ძველი სალიტერატურო ქართული ენა შეიქმნა ისტორიული ქართლის მეტყველების საფუძველზე, ხოლო ახალი ქართული სალიტერატურო ენა მიღებულია ძველი ქართულის გადამუშავების შედეგად ქართლ-კახეთის ცოცხალი მეტყველების საფუძველზე.
 
==გავრცელების არე==
ქართული ენის კილოთა შორის ქართლური ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული დიალექტია. მას უჭირავს საქართველოს ცენტრალური ადგილი და ვრცელდება კახეთიდან იმერეთამდე, ე.ი. არაგვისა და მტკვრის ხეობიდან ლიხის მთამდე. მიუხედავად ქართლურის დიდ მანძილზე გავრცელებისა, იგი შედარებით მთლიანია და არ იყოფა თვალსაჩინოდ განსხვავებულ დიალექტურ ერთეულებად. დღეისათვის ქართლურის გავრცელების არეა: ჩრდილოეთით ანანურ-დუშეთით დაწყებული და სამხრეთით თრიალეთის მთით გათავებული; აღმოსავლეთით კახეთიდან დაწყებული დასავლეთით იმერეთამდე. ქართლური მეტყველება მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ რაიონებს: დუშეთის, მცხეთის, ნაწილობრივ სამგორის, მარნეულის, თეთრი წყაროს, ბოლნისის, დმანისის, წალკის, კასპის, გორის, ზნაურის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის რაიონებს.
 
==ლიტერატურა==
* ა. შანიძე, სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ქართულ ზმნებში, კრებულში: ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, I, თბილისი, 1957.
* ვ. თოფურია, ქართლური, "არილი", ივ. ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი კრებული, ტფილისი, 1920.
* ვ. თოფურია, ზმნის ზოგიერთი თავისებურება გომარულში, ჩვენი მეცნიერება, III, ტფილისი, 1924.
* გრ. იმნაიშვილი, არაგვის ხეობის ქართლური, იკე, ტ. IV, თბილისი, 1952.
* გრ. იმნაიშვილი, ბორჯომის ხეობის ქართლურის თავისებურებანი, იკე, ტ. VIII, თბილისი, 1956.
* გრ. იმნაიშვილი, ქართლური დიალექტის ნაირსახეობანი, იკე, ტ. IX-X, თბილისი, 1958.
* ო. კახაძე, ატენისა და წედისის ხეობის ქართლური, იკე, ტ. IX-X, თბილისი, 1958.
* ალ. ღლონტი, ქართლური ზღაპრები და ლეგენდები, თბილისი, 1948.
* გრ. იმნაიშვილი, ქართლური დიალექტი, თბილისი, 1974.
* ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, I., თბილისი, 1961.
* არნ. ჩიქობავა, ენათმეცნიერების შესავალი, თბილისი, 1952.
* არნ. ჩიქობავა, ილია ჭავჭავაძე ენის შესახებ, ენიმკის მოამბე, II, 1., ტფილისი, 1937.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://armazi.uni-frankfurt.de/armaziII/enebi/kartuli/dialdif.html ქართველური ენები –
ქართული ენის ქართლური კილო]
 
{{ესკიზი-საქართველო}}
[[კატეგორია:ქართული ენის კილოები]]