ცხირეთის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''ცხირეთის ციხე''', – [[შუა საუკუნეებისსაუკუნეები]]ს [[ციხესიმაგრე]] აღმოსავლეთ საქართველოში, [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]], [[თეძმის ხეობა|თეძმის ხეობაში]], ახლანდელი სოფელ [[ერთაწმინდა|სოფ. (კასპის მუნიციპალიტეტი)|ერთაწმინდის]] ([[კასპის რაიონიმუნიციპალიტეტი]]) სამხრეთ-დასავლეთით 3 კმ-ზე. დგას ცხირეთის გორაზე.
 
ცხირეთის ციხეს მიიჩნევენ X საუკუნის ნაგებობად. წყაროებში პირველად იხსენიება [[1170]]. ცხირეთის ციხე ცნობილი იყო როგორც ქართლის მეფეთა საზაფხულო სადგომირეზიდენცია. [[1454]] [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფე [[გიორგი VIII|გიორგი VIII-მ]] ციხე ფეოდალ [[ჯავახიშვილი, გამრეკელ|გამრეკელ ჯავახიშვილს]] გადასცა. [[1609]] ოსმალებმა სცადეს ცხირეთის ციხესთან გასვლა და იქ მყოფი ქართლის მეფე [[ლუარსაბ II|ლუარსაბ II-ის]] ხელში ჩაგდება, მაგრამ [[თევდორე კველთელი|თევდორე მღვდელმა]] მტერს კვალი აუბნია და ცხირეთის ციხე გადაურჩა ოსმალთა თავდასხმას. ამ პერიოდში ციხე [[სააკაძე, გიორგი|გიორგი სააკაძესსააკაძე]] უბოძეს. [[1632]] აქ იდგა ქართლის მეფე [[როსტომი]], რომელიც გავლენიან ფეოდალ [[ციციშვილი, ნოდარ|ნოდარ ციციშვილისციციშვილი]] მეთაურობით თავადურ კოალიციას ებრძოდა. მანვე [[1652]] ცხირეთის ციხე გიორგი სააკაძის შვილს [[სააკაძე, იორამ|იორამ სააკაძესსააკაძე]] დაუბრუნა.
 
ცხირეთის ციხე მოღწეულია გვიანი გადაკეთებით. უჭირავს დიდი ფართობი, მაღალ კედლებში დატანებული აქვს სათოფურები. აღმოსავლეთ მხრიდან მიუდგომელია. გალაცნისგალავნის შიგნით საცხოვრებელი შენობების საძირკვლებია. ციხის მახლობლად ცხირეთის ნასოფლარია.